მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200981.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ვინც კი ჩაუარა საღორეს, ყველამ გაიმეტა უილბურისთვის კარგი სიტყვა.
Everybody who visited the pigpen had a good word to say about Wilbur.
200982.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ყველანი აღტაცებულები იყვნენ აბლაბუდით.
Everyone admired the web.
200983.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
შარლოტს, რა თქმა უნდა, ვერავინ ამჩნევდა.
And of course nobody noticed Charlotte.
200984.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
უეცრად რეპროდუქტორში ხმა გაისმა: – ყურადღება, ყურადღება!
Suddenly a voice was heard on the loud speaker. "Attention, please!" it said.
200985.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
მისტერ ჰომერ ზაკერმენს ვთხოვთ, თავისი განთქმული გოჭი ტრიბუნის წინ, ჟიურის ჯიხურთან მოიყვანოს.
"Will Mr. Homer Zuckerman bring his famous pig to the judges' booth in front of the grandstand.
200986.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ოც წუთში საგანგებო პრიზის გადაცემაა.
A special award will be made there in twenty minutes.
200987.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ყველას გიწვევთ ცერემონიაზე დასასწრებად.
Everyone is invited to attend.
200988.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
მისტერ ზაკერმენ, გთხოვთ, თქვენი გოჭი გალიაში მოათავსოთ და დროულად გამოცხადდით ჟიურის ჯიხურთან!
Crate your pig, please, Mr. Zuckerman, and report to the judges' booth promptly!
200989.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ამ განცხადების გაგონებაზე არაბლებსა და ზაკერმენებს წამით ენა წაერთვათ, მერე ეივერიმ ერთი ბღუჯა ჩალა აიტაცა, ჰაერში აყარა და მთელი ძალით შებღავლა.
For a moment after this announcement, the Arables and the Zuckermans were unable to speak or move. Then Avery picked up a handful of straw and threw it high in the air and gave a loud yell.
200990.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ჩალა ფერნს ფარფატით დააცვივდა თმაზე, თითქოს კონფეტიაო.
The straw fluttered down like confetti into Fern's hair.
200991.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ფერნი დედას ჩაეხუტა, ეივერი – ფერნს, მისის არაბლი – მისის ზაკერმენს.
Fern hugged her mother. Avery hugged Fern. Mrs. Arable hugged Mrs. Zuckerman.
200992.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
მათ თავებს ზემოთ კი, ჭერის ჩრდილში, შარლოტი მოკრუნჩხულიყო და წინა ფეხები კვერცხსადებისთვის შემოეჭდო.
Up overhead, in the shadows of the ceiling, Charlotte crouched unseen, her front legs encircling her egg sac.
200993.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
გული ღონივრად ვეღარ უცემდა, თავი დაქანცულ-დაბერებული ეჩვენებოდა, სამაგიეროდ, დარწმუნებული იყო, რომ მაინც მოახერხა უილბურის გადარჩენა და ეს აზრი სიმშვიდითა და კმაყოფილებით ავსებდა.
Her heart was not beating as strongly as usual and she felt weary and old, but she was sure at last that she had saved Wilbur's life, and she felt peaceful and contented.
200994.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– სად გვაქვს დასაკარგი დრო! – შეჰყვირა მისტერ ზაკერმენმა, – ლერვი, გალია მოიტანე!
"We have no time to lose! " shouted Mr. Zucker man. "Lurvy, help with the crate!"
200995.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– ფულს ვერ მომცემთ? – ითხოვა ფერნმა.
"Can I have some money?" asked Fern.
200996.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– დოს ცარიელი ქილა მანქანაში ჩადეთ! – განკარგულება გასცა მისტერ არაბლმა.
"Put that empty buttermilk jar into the truck!" commanded Mr. Arable
200997.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– თმა კარგად მაქვს? – იკითხა მისის ზაკერმენმა.
"Does my hair look all right?" asked Mrs. Zuckerman.
200998.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– მშვენივრად! – გადაუგდო მისტერ ზაკერმენმა, რომელიც ლერვისთან ერთად გალიას უილბურისკენ მიათრევდა.
"Looks fine," snapped Mr. Zuckerman, as he and Lurvy set the crate down in front of Wilbur.
200999.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– არც კი შემოგიხედავს, – ეწყინა მისის ზაკერმენს.
"You didn't even look at my hair! " said Mrs. Zuckerman.
201000.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– კარგად გამოიყურები, ედით, – დაამშვიდა მისის არაბლმა, – დაწყნარდი.
"You're all right, Edith," said Mrs. Arable. "Just keep calm."