მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201001.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ჩალაში მძინარე ტემპლტონი ყაყანმა გააღვიძა.
Templeton, asleep in the straw, heard the commotion and awoke.
201002.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ზუსტად ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, მაგრამ როცა დაინახა, რომ უილბური გალიაში შეჰყავდათ, გადაწყვიტა, გაჰყოლოდა.
He didn't know exactly what was going on, but when he saw the men shoving Wilbur into the crate he made up his mind to go along.
201003.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
დრო იხელთა და როცა მისკენ არავინ იყურებოდა, გალიაში შეძვრა და ძირს დაყრილ ჩალაში ჩაიმალა.
He watched his chance and when no one was looking he crept into the crate and buried himself in the straw at the bottom.
201004.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– მზად არის, ბიჭებო! – დაიძახა მისტერ ზაკერმენმა, – წავედით!
"All ready, boys! " cried Mr. Zuckerman. "Let's go!"
201005.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
მან, მისტერ არაბლმა, ლერვიმ და ეივერიმ გალია ასწიეს, საღორის ღობეზე გადაატარეს და მანქანაზე ადგეს.
He and Mr. Arable and Lurvy and Avery grabbed the crate and boosted it over the side of the pen and up into the truck.
201006.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ფერნი მანქანაზე ახტა და გალიაზე დასკუპდა.
Fern jumped aboard and sat on top of the crate.
201007.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
თმაში ჩალა შერჩენოდა და, ატაცებული, მართლაც რომ მომხიბლავი იყო.
She still had straw in her hair and looked very pretty and excited.
201008.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
მისტერ არაბლმა მანქანა დაქოქა.
Mr. Arable started the motor.
201009.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ყველანი ჩასხდნენ და ტრიბუნის წინ მდგარი ჟიურის ჯიხურისკენ წავიდნენ.
Everyone climbed in, and off they drove to the judge's booth in front of the grandstand.
201010.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ეშმაკის ბორბალს რომ ჩაუარეს, ფერნი ააცქერდა და ინატრა, ნეტავი სულ ზედა კაბინაში ვიყო და გვერდით ჰენრი ფასი მეჯდესო.
As they passed the Ferris wheel, Fern gazed up at it and wished she were in the topmost car with Henry Fussy at her side.
201011.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
საგანგებო განცხადება! – ზარ-ზეიმით გაისმა რეპროდუქტორში.
Special announcement!" said the loud speaker in a pompous voice.
201012.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
– ბაზრობის ხელმძღვანელობა მოხარულია, წარმოგიდგინოთ მისტერ ჰომერ ზაკერმენი და მისი განთქმული გოჭი.
"The management of the Fair takes great pleasure in presenting Mr. Homer L. Zuckerman and his famous pig.
201013.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
სატვირთო მანქანა, რომელშიც ეს არაჩვეულებრივი ცხოველი ზის, უკვე აქეთ მოემართება.
The truck bearing this extraordinary animal is now approaching the infield.
201014.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
გთხოვთ, უკან დაიხიოთ და მანქანას ადგილი გაუთავისუფლოთ!
Kindly stand back and give the truck room to proceed!
201015.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
რამდენიმე წუთში გოჭს მთავარი ტრიბუნის წინ საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე გადმოსვამენ, სადაც მას საგანგებო ჯილდო გადაეცემა.
In a few moments the pig will be unloaded in the special judging ring in front of the grandstand, where a special award will be made.
201016.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
გთხოვთ, გზა გაათავისუფლოთ და მანქანა გამოატაროთ! გმადლობთ.
Will the crowd please make way and let the truck pass. Thank you."
201017.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
უილბური ამ სიტყვის მოსმენაზე აცახცახდა.
Wilbur trembled when he heard this speech.
201018.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
უხაროდა და თან თავბრუ ესხმოდა.
He felt happy but dizzy.
201019.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
მანქანა ნელ-ნელა მიდიოდა.
The truck crept along slowly irt low speed.
201020.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
გარს უამრავი ხალხი შემორტყმოდა და მისტერ არაბლს დიდი სიფრთხილით უწევდა ტარება, რომ ვინმეს არ დასჯახებოდა.
Crowds of people surrounded it, and Mr. Arable had to drive very carefully in order not to run over anybody.