მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201041.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ყველაფერი გაიგონა, რაც რეპროდუქტორში თქვეს და მხნეობა შეემატა: ეს მისი გამარჯვების საათი იყო.
Charlotte could hear everything that was said on the loud speaker. The words gave her courage. This was her hour of triumph.
201042.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
გამოვიდა თუ არა უილბური გალიიდან, ხალხში ტაშმა და ვაშამ იფეთქა.
As Wilbur came out of the crate, the crowd clapped and cheered.
201043.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
მისტერ ზაკერმენმა ქუდი მოიხადა და ხალხს თავი დაუკრა.
Mr. Zuckerman took off his cap and bowed.
201044.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ლერვიმ ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და კისერზე ოფლი მოიწმინდა.
Lurvy pulled his big handkerchief from his pocket and wiped the sweat from the back of his neck.
201045.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ეივერი უილბურის გვერდით, ტალახში დაცუცქდა, გოჭს ხელს უსვამდა და თან თავს იწონებდა.
Avery knelt in the dirt by Wilbur's side, busily strok ing him and showing off.
201046.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
მისის ზაკერმენი და მისის არაბლი სატვირთო მანქანის საფეხურზე იდგნენ.
Mrs. Zuckerman and Mrs. Arable stood on the running board of the truck.
201047.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
– ქალბატონებო და ბატონებო! – გაისმა რეპროდუქტორში, – წარმოგიდგენთ მისტერ ჰომერ ლ. ზაკერმენის გამორჩეულ გოჭს.
"Ladeez and gentlemen," said the loud speaker, "we now present Mr. Homer L. Zuckerman's distinguished pig.
201048.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ამ განსაკუთრებული გოჭის სახელი დედამიწის შორეულ კუთხეებს მისწვდა და ჩვენს დიდებულ შტატში უამრავი ტურისტი მოიზიდა.
The fame of this unique animal has spread to the far corners of the earth, attracting many valuable tourists to our great State.
201049.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ბევრ თქვენგანს ეხსომება შარშანდელი ზაფხულის ის დაუვიწყარი დღე, როდესაც მისტერ ზაკერმენის ბოსელში გაბმულ ობობას ქსელზე იდუმალად გაჩნდა წარწერა, რომელმაც უკლებლივ ყველას ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ ეს გოჭი სრულიად არაჩვეულებრივია.
Many of you will recall that never-to-be-forgotten day last summer when the writing appeared mysteriously on the spider's web in Mr. Zuckerman's barn, calling the attention of all and sundry to the fact that this pig was completely out of the ordinary.
201050.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ეს სასწაული ბოლომდე ჯერაც არ ახსნილა, მიუხედავად იმისა, რომ საღორეს უამრავი სწავლული ეწვია, რათა ამ მოვლენას დაჰკვირვებოდა და შეესწავლა.
This miracle has never been fully explained, although learned men have visited the Zuckerman pigpen to study and observe the phenomenon.
201051.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
საბოლოოდ, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ზებუნებრივ ძალასთან გვაქვს საქმე და ამიტომაც ყველანი სიამაყითა და მადლიერებით უნდა ავივსოთ.
In the last analysis, we simply know that we are dealing with supernatural forces here, and we should all feel proud and grateful.
201052.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ობობას ქსელზე ამოქსოვილი სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ წინაშეა გოჭი და რა გოჭი!
In the words of the spider's web, ladies and gentlemen, this is some pig."
201053.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
უილბური გაწითლდა.
Wilbur blushed.
201054.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
გაუნძრევლად იდგა და ცდილობდა, რაც შეიძლება მოსაწონი გამოჩენილიყო.
He stood perfectly still and tried to look his best.
201055.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
– ეს შთამბეჭდავი ცხოველი, – განაგრძობდა რეპროდუქტორი, – მართლაც რომ უდიდებულესია.
"This magnificent animal," continued the loud speaker, "is truly terrific.
201056.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
შეხედეთ, ქალბატონებო და ბატონებო!
Look at him, ladies and gentlemen!
201057.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ყურადღება მიაქციეთ, რა გლუვი და ქათქათა ბეწვი აქვს, რა უზადო კანი, რა ჯანსაღ ვარდისფრად ულაპლაპებს ყურები და დინგი!
Note the smoothness and whiteness of the coat, observe the spotless skin, the healthy pink glow of ears and snout.
201058.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
– ეგ სულ დოს დამსახურებაა, – გადაუჩურჩულა მისის არაბლმა მისის ზაკერმენს.
"It's the buttermilk," whispered Mrs. Arable to Mrs. Zuckerman.
201059.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
– ყურადღება მიაქციეთ, რა თვალისმომჭრელია ცხოველი და გაიხსენეთ დღე, როდესაც ქსელზე აშკარად გამოჩნდა სიტყვა „თვალისმომჭრელი“.
Note the general radiance of this animal! Then remember the day when the word 'radiant' appeared clearly on the web.
201060.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ვინ გამოგვიგზავნა ეს საიდუმლოებით მოცული წარწერა?
Whence came this mysterious writing?