მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201061.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
რა თქმა უნდა, არა ობობამ! ამაში დარწმუნებული უნდა ვიყოთ.
Not from the spider, we can rest assured of that.
201062.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ობობა მართლაც რომ ოსტატურად ქსოვს აბლაბუდას, მაგრამ თავისთავად ცხადია, წერა არ შეუძლია.
Spiders are very clever at weaving their webs, but needless to say spiders cannot write.
201063.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
– მაშ, არ შეუძლია, ხომ? – თავისთვის წაიჩურჩულა შარლოტმა.
"Oh, they can't, can't they?" murmured Charlotte to herself.
201064.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ბაზრობის ორგანიზატორთა სახელით, პატივი მაქვს, ოცდახუთი დოლარის ოდენობის საგანგებო პრიზი გადავცე მისტერ ზაკერმენს, პრიზთან ერთად კი ეს ლამაზი ბრინჯაოს მედალი ზედ ამოტვიფრული სათანადო წარწერით, ნიშნად ჩვენი მადლიერებისა იმ როლისთვის, რომელიც ამ გოჭმა – ამ თვალისმომჭრელმა, უდიდებულესმა და თავმდაბალმა გოჭმა – შეასრულა და ამდენი სტუმარი მოიზიდა ჩვენი ოლქის დიდ ბაზრობაზე.
On behalf of the governors of the Fair, I have the honor of awarding a special prize of twenty-five dollars to Mr. Zuckerman, together with a handsome bronze medal suitably engraved, in token of our appreciation of the part played by this pig-this radiant, this terrific, this humble pig-in attracting so many visitors to our great County Fair."
201065.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
უილბური უსმენდა ამ გრძელ სახოტბო სიტყვას, უფრო და უფრო მეტად ესხმოდა თავბრუ, ხოლო როცა ხალხში ისევ ვაშას ძახილი და ტაში ატყდა, უეცრად გული წაუვიდა მუხლი მოეკვეთა, გონება დაკარგა და უგრძნობლად დაეცა ძირს.
Wilbur had been feeling dizzier and dizzier through this long, complimentary speech. When he heard the crowd begin to cheer and clap again, he suddenly fainted away. His legs collapsed, his mind went blank, and he fell to the ground, unconscious.
201066.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
– რა მოხდა? – იკითხა რეპროდუქტორმა, – რა ამბავია, მისტერ ზაკერმენ?
"What's wrong? " asked the loud speaker. What's going on, Zuckerman?
201067.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
რა დაემართა თქვენს გოჭს?
What's the trouble with your pig?
201068.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ეივერი უილბურის თავთან ჩამუხლულიყო და ხელს უსვამდა, მისტერ ზაკერმენი კი შლაპით უნიავებდა.
Avery was kneeling by Wilbur's head, stroking him. Mr. Zuckerman was dancing about, fanning him with his cap.
201069.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
– არაფერია! – წამოიძახა მისტერ ზაკერმენმა, – ხანდახან ასეთი შეტევები ემართება. თავმდაბალია და ამდენ ქებას ვერ გაუძლო.
"He's all right," cried Mr. Zuckerman. "He gets these spells. He's modest and can't stand praise."
201070.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
– ჰო, მაგრამ მკვდარ გოჭს პრიზს ვერ გადავცემთ, – გამოაცხადა რეპროდუქტორმა, – ასეთი რამ არასდროს მომხდარა.
"Well, we can't give a prize to a dead pig," said the loud speaker. "It's never been done."
201071.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
– რა მკვდარი, რის მკვდარი! – შეჰყვირა მისტერ ზაკერმენმა, – უბრალოდ, გონება დაკარგა.
"He isn't dead," hollered Zuckerman. He's fainted.
201072.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
იოლად იბნევა ხოლმე.
He gets embarrassed easily.
201073.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
წყალი მოიტანე, ლერვი!
Run for some water, Lurvy!
201074.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ლერვი ჟიურის მოედნიდან ჩამოხტა და გაუჩინარდა.
Lurvy sprang from the judges' ring and disappeared.
201075.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ტემპლტონმა ჩალიდან თავი ამოყო.
Templeton poked his head from the straw.
201076.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
დაინახა, რომ უილბურის კუდის ბოლოს მისწვდებოდა და გაიკრიჭა.
He noticed that the end of Wilbur's tail was within reach. Templeton grinned.
201077.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
– ამას მე მივხედავ, – ჩაიხითხითა, უილბურის კუდი პირში მოიქცია და მთელი ძალით ჩაასო კბილები.
"I'll tend to this," he chuckled. He took Wilbur's tail in his mouth and bit it, just as hard as he could bite.
201078.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ტკივილმა უილბური გონს მოიყვანა.
The pain revived Wilbur.
201079.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
წამიც და, კვლავ ფეხზე იდგა.
In a flash he was back on his feet.
201080.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
– ვაი! – დაიჭყივლა.
"Ouch!" he screamed.