მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201101.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
მისტერ ზაკერმენსაც სხვა რა დარჩენოდა, თვითონაც გადაიხარხარა.
Finally Mr. Zuckerman had to laugh, too.
201102.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ვითომ შხაპს ვივლებო: იჭყანებოდა, დაკუნტრუშებდა და იღლიებში ვითომ საპონს ისვამდა, ბოლოს კი ვითომ პირსახოცით გაიმშრალა.
He pretended he was taking a shower bath; he made faces and danced around and rubbed imaginary soap under his armpits. Then he dried himself with an imaginary towel.
201103.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ძალიან მოეწონა ტრიბუნის წინ, სცენაზე, ყველას თვალწინ მასხარაობა.
He liked being a clown in a ring, with everybody watching, in front of a grandstand.
201104.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
როცა დაინახა, ვედროს ძირში ცოტა წყალი დარჩენილიყო, ვედრო აიტაცა და ის წყალიც ჭყანვა-ჭყანვით გადაისხა თავზე.
When he discovered there was still a little water left in the bottom of the pail, he raised the pail high in the air and dumped the water on himself and made faces.
201105.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ტრიბუნაზე ბავშვები აღტაცებით აჭყივლდნენ.
The children in the grandstand screamed with appreciation.
201106.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ბოლოს ყველანი დაშოშმინდნენ.
At last things calmed down.
201107.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
უილბური სატვირთო მანქანაზე ააბრუნეს, ეივერი დედამ მოედნიდან გაიყვანა და გასაშრობად მანქანის კაბინაში ჩასვა, მისტერ არაბლს კუს ნაბიჯით მიჰყავდა მანქანა საღორისკენ.
Wilbur was loaded into the truck. Avery was led from the ring by his mother and placed on the seat of the truck to dry off. The truck, driven by Mr. Arable, crawled slowly back to the pigpen.
201108.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
სავარძელზე ეივერის შარვლის დიდი, სველი ლაქა დარჩა.
Avery's wet trousers made a big wet spot on the seat.
201109.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ოჯახები ფერნის საძებრად წავიდნენ.
The families had gone to look for Fern.
201110.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
შარლოტი და უილბური მარტონი დარჩნენ.
Charlotte and Wilbur were alone.
201111.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ტემპლტონს ეძინა, ცერემონიაზე გადატანილი მღელვარებითა და დაძაბულობით დაქანცული უილბური დასასვენებლად წამოწოლილიყო.
Templeton was asleep. Wilbur lay resting after the excitement and strain of the ceremony.
201112.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
მედალი ისევ კისერზე ეკიდა და ცალი თვალით ხედავდა კიდეც.
His medal still hung from his neck; by looking out of the corner of his eye he could see it.
201113.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– შარლოტ, – თქვა ცოტა ხნის შემდეგ, – ასე ჩუმად რატომ ხარ?
"Charlotte," said Wilbur after a while, "why are you so quiet?"
201114.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– წყნარად ჯდომა მიყვარს, – უპასუხა ობობამ, – როდის არ ვიყავი ჩუმი!
"I like to sit still," she said. "I've always been rather quiet."
201115.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– ჰო, მაგრამ დღეს რაღაც ძალიან მიჩუმდი. ხომ კარგად ხარ?
"Yes, but you seem specially so today. Do you feel all right?"
201116.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– რა ვიცი, ცოტა გადავიღალე.
A little tired, perhaps.
201117.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
მაგრამ გული საგულეს მაქვს.
But I feel peaceful.
201118.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
შენი ამდილანდელი მიღწევა ცოტათი ჩემი მიღწევაც იყო.
Your success in the ring this morning was, to a small degree, my success.
201119.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ახლა მომავალი უზრუნველყოფილი გაქვს.
Your future is assured.
201120.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
შეგიძლია, არხეინად იცხოვრო.
You will live, secure and safe.