მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201121.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
აღარაფერი გემუქრება.
Nothing can harm you now.
201122.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
შემოდგომა ძალაში შევა, დღე მოიკლებს და აგრილდება, ხეებს ფოთლები მოსწყდება და დაბლა ჩამოცვივა.
These autumn days will shonen and grow cold. The leaves will shake loose from the trees and fall.
201123.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
მოვა შობა, მერე ზამთრის თოვლიანობა დაიწყება, შენ კი იცოცხლებ და ყინულით შებოჭილი სამყაროს სილამაზით დატკბები, რადგან ზაკერმენისთვის ახლა უკვე ბევრს ნიშნავ და თავის დღეში არაფერს გავნებს.
Christmas will come, then the snows of winter. You will live to enjoy the beauty of the frozen world, for you mean a great deal to Zuckerman and he will not harm you, ever.
201124.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
გავა ზამთარი, დღე მოიმატებს და საძოვრის ტბორზე ყინული გალღვება.
Winter will pass, the days will lengthen, the ice will melt in the pasture pond.
201125.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
მოფრინდებიან მგალობელი ჩიტები, გაიღვიძებენ ბაყაყები და ისევ თბილი ქარი დაბერავს.
The song sparrow will return and sing, the frogs will awake, the warm wind will blow again.
201126.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ეს სილამაზე, ეს ხმები და სურნელები სულ შენი იქნება, უილბურ. ეს მშვენიერი სამყარო, ეს ძვირფასი დღეები...
All these sights and sounds and smells will be yours to enjoy, Wilbur-this lovely world, these precious days ...
201127.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
შარლოტი გაჩუმდა.
Charlotte stopped.
201128.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
გავიდა წამი და უილბურს თვალზე ცრემლი მოადგა.
A moment later a tear came to Wilbur's eye.
201129.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– უჰ, შარლოტ, – უთხრა, – არადა, როცა გაგიცანი, ვიფიქრე, რა დაუნდობელი და სისხლისმსმელია-მეთქი!
"Oh, Charlotte," he said. "To think that when I first met you I thought you were cruel and bloodthirsty!"
201130.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
მოწოლილმა მღელვარებამ რომ გადაუარა, ისევ ალაპარაკდა.
When he recovered from his emotion, he spoke again.
201131.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– ამოდენა პატივი რატომ მეცი?
"Why did you do all this for me?" he asked.
201132.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
რით დავიმსახურე? მე ხომ შენთვის არანაირი სიკეთე არ მიქნია.
"I don't deserve it. I've never done anything for you."
201133.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– მეგობარი ხომ ხარ, – მიუგო შარლოტმა, – ეს კი ამქვეყნად ყველაზე დიდებული რამ არის.
"You have been my friend," replied Charlotte. That in itself is a tremendous thing.
201134.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ქსელებს იმიტომ გიქსოვდი, რომ მომწონდი.
I wove my webs for you because I liked you.
201135.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ბოლოს და ბოლოს, რა არის ცხოვრება?
After all, what's a life, anyway?
201136.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ვიბადებით, ცოტა ხანს ვცოცხლობთ და ვიხოცებით.
We're born, we live a little while, we die.
201137.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ობობას ყოფაში ბევრი სიბინძურეა: მახეებს ვაგებთ და ბუზებს ვჭამთ.
A spider's life can't help being something of a mess, with all this trapping and eating flies.
201138.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
შენ რომ გეხმარებოდი, ამით, ალბათ, ვცდილობდი, ცოტა მაინც გამეკეთილშობილებინა ჩემი ცხოვრება.
By helping you, perhaps I was trying to lift up my life a trifle.
201139.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ღმერთია მოწმე, ასეთი რამ არავის ცხოვრებას არ ავნებს.
Heaven knows anyone's life can stand a little of that.
201140.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– მე სიტყვით გამოსვლა არ მეხერხება.
"I'm no good at making speeches.