მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201081.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
– ვაშა! – აყვირდა ხალხი, – წამოდგა! გოჭი წამოდგა! ყოჩაღ, ზაკერმენ! გოჭია და რა გოჭი!
"Hoorray!" yelled the crowd. "He's up! The pig's up! Good work, Zuckerman! That's some pig!
201082.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ყველა ხარობდა, ყველაზე ბედნიერი კი ზაკერმენი იყო.
Everyone was delighted. Mr. Zuckerman was the most pleased of all.
201083.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
შვებით ამოისუნთქა.
He sighed with relief.
201084.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ტემპლტონი არავის დაუნახავს.
Nobody had seen Templeton.
201085.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ვირთხამ საქმეს კარგად გაართვა თავი.
The rat had done his work well.
201086.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ჟიურის ერთი წევრი სცენაზე ავიდა. ხელში პრიზები ეჭირა.
And now one of the judges climbed into the ring with the prizes.
201087.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
მისტერ ზაკერმენს ორი ათდოლარიანი და ერთი ხუთდოლარიანი ბანკნოტი გადასცა, უილბურს კი კისერზე მედალი ჩამოჰკიდა.
He handed Mr. Zuckerman two ten dollar bills and a five dollar bill. Then he tied the medal around Wilbur's neck.
201088.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
შემდეგ მისტერ ზაკერმენს ხელი ჩამოართვა. უილბური გაწითლდა.
Then he shook hands with Mr. Zuckerman while Wilbur blushed.
201089.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ეივერიმაც გაიწოდა ხელი და ჟიურის წევრმა მასაც ჩამოართვა.
Avery put out his hand and the judge shook hands with him, too.
201090.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ხალხმა კიდევ ერთხელ შესძახა ვაშა.
The crowd cheered.
201091.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ფოტოგრაფმა უილბურს სურათი გადაუღო.
A photographer took Wilbur's picture.
201092.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ზაკერმენებსა და არაბლებს ბედნიერების ტალღამ გადაუარა.
A great feeling of happiness swept over the Zuckermans and the Arables.
201093.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ეს მათი ცხოვრების უბედნიერესი წუთი იყო: ვის არ უხარია, როცა ამდენი ხალხის წინაშე აჯილდოებენ?!
This was the greatest moment in Mr. Zuckerman's life. It is deeply satisfying to win a prize in front of a lot of people.
201094.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
როცა უილბურს ისევ გალიაში აბრუნებდნენ, ლერვი გამოჩნდა. ვედროთი წყალი მოჰქონდა და ხალხში გზას მოიკვლევდა.
As Wilbur was being shoved back into the crate, Lurvy came charging through the crowd carrying a pail of water.
201095.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
თვალებს გიჟივით აბრიალებდა.
His eyes had a wild look.
201096.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
წამით არ შეყოყმანებულა, ისე მიასხა უილბურს წყალი, ოღონდ ფაციფუცში ააცილა და ზაკერმენი და ეივერი გაწუწა.
Without hesitating a second, he dashed the water at Wilbur. In his excitement he missed his aim, and the water splashed all over Mr. Zuckerman and Avery.
201097.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
– ერთი, ამას უყურე! – დაიღრიალა თავიდან ფეხებამდე გალუმპულმა მისტერ ზაკერმენმა, – რა ჯანდაბა გჭირს, ლერვი?! ვერ ხედავ, რომ გოჭი კარგად არის?
"For goodness' sake! " bellowed Mr. Zuckerman, who was really drenched. "What ails you, Lurvy? Can't you see the pig is all right?"
201098.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
– ხომ მითხარით, წყალიო, – მშვიდად მიუგო ლერვიმ.
"You asked for water," said Lurvy meekly.
201099.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
– წყალი-მეთქი, შხაპი კი არა! – შეუყვირა მისტერ ზაკერმენმა.
"I didn't ask for a shower bath," said Mr. Zuckerman.
201100.
შარლოტის ქსელი | თავი XX, გამარჯვების საათი
ხალხს ხარხარი აუტყდა.
The crowd roared with laughter.