მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201141.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
შენსავით მჭევრმეტყველების ნიჭი არ დამყვა, მაგრამ შენ სიკვდილს გადამარჩინე, შარლოტ, და მეც დაუფიქრებლად დავთმობ შენთვის სიცოცხლეს.
I haven't got your gift for words. But you have saved me, Charlotte, and I would gladly give my life for you-I really would.
201142.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– შარლოტ, – უთხრა უილბურმა, – დღეს ყველანი შინ წავალთ.
"Charlotte," said Wilbur. We're all going home today.
201143.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ბაზრობა თითქმის დასრულდა.
The Fair is almost over.
201144.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
რა მშვენიერი იქნება, არა, ბოსლის სარდაფში დაბრუნება და ცხვრების და ბატების ნახვა?
Won't it be wonderful to be back home in the barn cellar again with the sheep and the geese?
201145.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
სახლი არ გენატრება?
Aren't you anxious to get home?
201146.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
შარლოტს ერთხანს არაფერი უთქვამს.
For a moment Charlotte said nothing.
201147.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
შემდეგ კი ისე ჩუმად ალაპარაკდა, უილბური სიტყვებს ძლივს არჩევდა.
Then she spoke in a voice so low Wilbur could hardly hear the words.
201148.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– მე ბოსელში აღარ ვბრუნდები.
"I will not be going back to the bam," she said.
201149.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
უილბური წამოხტა.
Wilbur leapt to his feet.
201150.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– როგორ თუ აღარ ბრუნდები? – წამოიყვირა, – მაგას რას ამბობ, შარლოტ? – ჩემი ცხოვრების გზა გავლიე, – გაიგონა პასუხად, – ერთ-ორ დღეში მოვკვდები.
"Not going back?" he cried. "Charlotte, what are you talking about?" "I'm done for," she replied. In a day or two I'll be dead.
201151.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
იმის ღონეც კი აღარ მაქვს, გალიამდე ჩამოვცოცდე.
I haven't even strength enough to climb down into the crate.
201152.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
არც სართავებში დამრჩა იმდენი აბრეშუმი, რომ მიწამდე დავეშვა.
I doubt if I have enough silk in my spinnerets to lower me to the ground.
201153.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ამის გაგონებაზე უილბურმა გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო და ძირს დაენარცხა.
Hearing this, Wilbur threw himself down in an agony of pain and sorrow.
201154.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
აქვითინებულს მთელი სხეული უცახცახებდა.
Great sobs racked his body.
201155.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
სასოწარკვეთილი იგრიხებოდა და ღრუტუნებდა.
He heaved and grunted with desolation.
201156.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– შარლოტ! – ამოიკვნესა, – შარლოტ, ჩემო ნამდვილო მეგობარო!
"Charlotte," he moaned. "Charlotte! My true friend!"
201157.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– გეყოფა, უილბურ, სცენას ნუ მოაწყობ, – სთხოვა ობობამ, – დაწყნარდი, გულის ხეთქვა რას გვიშველის.
"Come now, let's not make a scene," said the spider. "Be quiet, Wilbur. Stop thrashing about!"
201158.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– ვერ გადავიტან, – შეჰყვირა უილბურმა, – აქ სასიკვდილოდ ვერ დაგტოვებ. შენ თუ აქ დარჩი, მეც დავრჩები.
"But I can't stand it," shouted Wilbur. "I won't leave you here alone to die. If you're going to stay here I shall stay, too."
201159.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– ნუ სულელობ, – უთხრა შარლოტმა, – აქ როგორ დარჩები?!
"Don't be ridiculous," said Charlotte. You can't stay here.
201160.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ზაკერმენი, ლერვი, ჯონ არაბლი და დანარჩენები წუთი წუთზე მოვლენ, გალიაში შეგაგდებენ და წახვალთ.
Zuckerman and Lurvy and John Arable and the others will be back any minute now, and they'll shove you into that crate and away you'll go.