მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201161.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
თანაც, შენ დარჩენას რა აზრი აქვს: აქ ვერავინ გამოგკვებავს.
Besides, it wouldn't make any sense for you to stay. There would be no one to feed you.
201162.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ბაზრობა მალე მთლად დაცარიელდება და გაუდაბურდება. უილბურს თავზარი დაეცა.
The Fair Grounds will soon be empty and desened. Wilbur was in a panic.
201163.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
საღორეში თავ-პირის მტვრევით უვლიდა წრეებს.
He raced round and round the pen.
201164.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
უეცრად რაღაც გაახსენდა: კვერცხსადები და ხუთას თოთხმეტი პატარა ობობა, რომლებიც გაზაფხულზე გამოიჩეკებოდნენ და გადაწყვიტა, თუ შარლოტი ვერ ახერხებს შინ, ბოსელში დაბრუნებას, მისი შვილები მაინც უნდა გავიყოლოო.
Suddenly he had an idea-he thought of the egg sac and the five hundred and fourteen little spiders that would hatch in the spring. If Charlotte herself was unable to go home to the barn, at least he must take her children along.
201165.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
საღორის ფასადთან მიქანდა, წინა ფეხები ზედა ფიცარზე შემოდო და მიიხედ-მოიხედა.
Wilbur rushed to the front of his pen. He put his front feet up on the top board and gazed around.
201166.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
კარგა შორს აქეთ მომავალი არაბლები და ზაკერმენები დაინახა და მიხვდა, სწრაფად უნდა ემოქმედა.
In the distance he saw the Arables and the Zuckennans approaching. He knew he would have to act quickly.
201167.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– ტემპლტონი რა იქნა? – იკითხა.
"Where's Templeton?" he demanded.
201168.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– იმ კუთხეშია, ჩალაში სძინავს, – მიუგო შარლოტმა.
"He's in that corner, under the straw, asleep," said Charlotte.
201169.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
უილბურმა საღორე გადაიქროლა, ვირთხას ღონიერი დრუნჩი ამოჰკრა და ჰაერში აისროლა.
Wilbur rushed over, pushed his strong snout under the rat, and tossed him into the air.
201170.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– ტემპლტონ! – დაუჭყივლა, – გაიღვიძე!
"Templeton!" screamed Wilbur. "Pay attention!"
201171.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
დაფეთიანებული ვირთხა ჯერ გაოგნდა, მერე გაღიზიანდა.
The rat, surprised out of a sound sleep, looked first dazed then disgusted.
201172.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– ეს რა ოინებია, – წაიღრინა, – ვირთხამ თვალი ვერ უნდა მოხუჭოს, რომ ჰაერში არ ააფრიალონ?
"What kind of monkeyshine is this?'' he growled. "Can't a rat catch a wink of sleep without being rudely popped into the air?"
201173.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– მისმინე! – დაუყვირა უილბურმა, – შარლოტი ძალიან ცუდად არის და დიდი დრო აღარ დარჩენია.
"Listen to me!" cried Wilbur. Charlotte is very ill. She has only a short time to live.
201174.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ისეთ დღეშია, ჩვენთან ერთად შინ ვეღარ მოდის.
She cannot accompany us home, because of her condition.
201175.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ჰოდა, მისი კვერცხსადები აუცილებლად უნდა წამოვიღო, მაგრამ მე ცოცვა არ ვიცი და იქამდე ვერ ავალ.
Therefore, it is absolutely necessary that I take her egg sac with me. I can't reach it, and I can't climb.
201176.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
წამს ვერ დავკარგავთ: ადამიანები უკვე მოდიან და სადა ცაა აქ იქნებიან.
There's not a second to be lost. The people are coming-they'll be here in no time.
201177.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
გთხოვ, ტემპლტონ, ადი და კვერცხსადები ჩამოიტანე! ვირთხამ დაამთქნარა.
Please, please, please, Templeton, climb up and get the egg sac." The rat yawned.
201178.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ულვაშები გადაიწკიპა.
He straightened his whiskers.
201179.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
მერე კვერცხსადებს ახედა.
Then he looked up at the egg sac.
201180.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– ეგრე, არა? – ზიზღით ჩაილაპარაკა, – გამოდის, რომ ისევ ბებერმა ტემპლტონმა უნდა გიშველოთ, ხომ?
"So!" he said, in disgust. So it's old Templeton to the rescue again, is it?