მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201181.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ტემპლტონ, ეს ქენი, ტემპლტონ, ის ქენი, ტემპლტონ, სანაგვეზე გაიქეცი და ჟურნალის ნაგლეჯი მოიტანე, ტემპლტონ, აბლაბუდის მოსაქსოვად თოკი მათხოვე...
Templeton do this, Templeton do that, Templeton please run down to the dump and get me a magazine clipping, Templeton please lend me a piece of string so I can spin a web.
201182.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
უილბურის ხმით განაგრძო ლაპარაკი: – მაშ, ახლა „დაუჩქარე, ტემპლტონ“ უნდა მაძახოთ, ხომ?
He began imitating Wilbur's voice. "So it's 'Hurry up, Templeton,' is it?" he said.
201183.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ამდენ პატივს გცემთ და მადლობას რით მიხდით, მაინტერესებს!
And what thanks do I ever get for these services, I would like to know?
201184.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ბებერი ტემპლტონისთვის ერთ კარგ სიტყვას არ გაიმეტებთ, მარტო დაცინვა, გამასხარავება და აბუჩად აგდება იცით.
Never a kind word for old Templeton, only abuse and wisecracks and side remarks.
201185.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ვირთხისთვის კარგი სიტყვა ვის ემეტება!
Never a kind word for a rat.
201186.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– ტემპლტონ, – ევედრებოდა სასოწარკვეთილი უილბური, – თუ არ გაჩუმდები და საქმეს არ მიხედავ, ყველაფერი წყალში ჩაიყრება, გული გამისკდება და მოვკვდები. გთხოვ, აძვერი!
"Templeton," said Wilbur in desperation, "if you don't stop talking and get busy, all will be lost, and I will die of a broken heart. Please climb up!"
201187.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– გული გაუსკდება და მოკვდება, – დასცინა უილბურს, – ოჰ, ოჰ, ოჰ, რა სულის შემძვრელია!
"Die of a broken heart," he mimicked. "How touching! My, my!
201188.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
დაკვირვებული ვარ, როცა გიჭირთ, მუდამ ჩემთან მოდიხართ.
I notice that it's always me you come to when in trouble.
201189.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
მაგრამ არ მსმე ნია, ვინმეს ჩემი დარდით უსკდებოდეს გული.
But I've never heard of anyone's heart breaking on my account.
201190.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ვის აქვს ბებერი ტემპლტონის დარდი?!
Who cares anything about old Templeton?
201191.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– ადექი! – დაუყვირა უილბურმა, – განებივრებული ბავშვივით ნუ იქცევი!
"Get up! " screamed Wilbur. Stop acting like a spoiled child!
201192.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ტემპლტონს გაეცინა, ადგილიდან არ დაძრულა.
Templeton grinned and lay still.
201193.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– ვინ დარბოდა სანაგვეზე? – იკითხა, – ვინ და, ბებერი ტემპლტონი.
"Who made trip after trip to the dump?" he asked. Why, it was old Templeton!
201194.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ვინ დააფრთხო არაბლების ბიჭი ბატის ლაყე კვერცხით და ვინ გადაარჩინა შარლოტი სიკვდილს?
Who saved Charlotte's life by scaring that Arable boy away with a rotten goose egg?
201195.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ამ დილით ხალხის წინ გულწასული რომ გაიშხლართე, კუდზე ვინ გიკბინა და ფეხზე ვინ დაგაყენა?
Who bit your tail and got you back on your feet this morning after you had fainted in front of the crowd?
201196.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
არ გიფიქრია, რომ თქვენი დავალებების შესრულება და პატივისცემა ყელში ამომივიდა?
Has it ever occurred to you that I'm sick of running errands and doing favors?
201197.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
უეცრად ტემპლტონის ღორმუცელობა გაახსენდა.
Suddenly he remembered T-empleton's fondness for food.
201198.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– ტემპლტონ, – უთხრა, – საზეიმოდ გპირდები: ოღონდ შარლოტის კვერცხსადები მომიტანე და, დღეიდან მოყოლებული, როცა კი ლერვი სალაფავს დამისხამს, პირველი ყოველთვის შენ შეჭამ. გეჯაში რაც მოგინდება, ის ჭამე და სანამ არ მორჩები, პირს არაფერს დავაკარებ.
"Templeton," he said, "I will make you a solemn promise. Get Charlotte's egg sac for me, and from now on I will let you eat first, when Lurvy slops me. I will let you have your choice of everything in the trough and I won't touch a thing until you're through."
201199.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– კარგი, მოვრიგდით, – თქვა ვირთხამ.
"All right, it's a deal," said the rat.
201200.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
მივიდა კედელთან და აცოცება დაიწყო.
He walked to the wall and started to climb.