მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201201.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
წუხანდელი ჭამა-ყლაპვის შემდეგ მუცელი ისევ ტიკივით ჰქონდა.
His stomach was still swollen from last night's gorge.
201202.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ოხვრა-კვნესით აფოფხდა ჭერამდე და კვერცხსადებისკენ გაცოცდა.
Groaning and cornplaining, he pulled himself slowly to the ceiling. He crept along till he reached the egg sac.
201203.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
შარლოტი გვერდზე გაიწია, რომ ხელი არ შეეშალა.
Charlotte moved aside for him.
201204.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
კვდებოდა, მაგრამ იმდენი ღონე შერჩენოდა, რომ ოდნავ გაჩოჩებულიყო.
She was dying, but she still had strength enough to move a little.
201205.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
მერე ტემპლტონმა გრძელი, უშნო კბილები დაკრიჭა და იმ ძაფების მოკვნეტას შეუდგა, რომლებითაც კვერცხსადები ჭერზე იყო მიმაგრებელი.
Then Templeton bared his long ugly teeth and began snipping the threads that fastened the sac to the ceiling.
201206.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– რაც შეიძლება, ფრთხილად! – დაუძახა, – არც ერთი კვერცხი არ უნდა დაშავდეს.
"Use extreme care! " he said. "I don't want a single one of those eggs harmed."
201207.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
მაგრამ ტემპლტონმა მაინც გააკეთა გასაკეთებელი, მოაძრო ბედის ანაბარა მიტოვებული კვერცხსადები, ძირს ჩამოიტანა და უილბურს წინ დაუგდო.
But Templeton worked away at the job, and man aged to cut the sac adrift and carry it to the ground, where he dropped it in front of Wilbur.
201208.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
უილბურმა შვებით ამოისუნთქა.
Wilbur heaved a great sigh of relief.
201209.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– გმადლობ, ტემპლტონ, – უთხრა, – სანამ ცოცხალი ვარ, არ დავივიწყებ.
"Thank you, Templenton, " he said. "I will never forget this as long as I live."
201210.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– არც მე, – მიუგო ვირთხამ, რომელიც კბილებს ისუფთავებდა, – გეგონება, ძაფის კოჭი შემეჭამოს. აბა, შინისკენ!
"Neither will I," said the rat, picking his teeth. "I feel as though I'd eaten a spool of thread. Well, home we go!"
201211.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ის იყო, დაიმალა, რომ ლერვი, ჯონ არაბლი და მისტერ ზაკერმენიც მოვიდნენ, მისის არაბლი, მისის ზაკერმენი, ეივერი და ფერნიც მოჰყვნენ.
He got out of sight just in time. Lurvy and John Arable and Mr. Zuckerman came along at that moment, followed by Mrs. Arable and Mrs. Zuckennan and Avery and Fern.
201212.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
უილბურს უკვე მოეფიქრებინა, როგორ უნდა წაეღო კვერცხსადები.
Wilbur had already de cided how he would carry the egg sac-there was only one way possible.
201213.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ერთადერთი გზა ჰქონდა: ფრთხილად ჩაიდო პირში პარკუჭი და ენის წვერზე გაიჩერა.
He carefully took the little bundle in his mouth and held it there on top of his tongue.
201214.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ახსოვდა შარლოტის ნათქვამი, პარკუჭი გამძლე და წყალგაუმტარიაო.
He remembered what Charlotte had told him-that the sac was waterproof and strong.
201215.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ენაზე უცნაური შეგრძნება გაუჩნდა და ოდნავ დორბლი ჩამოუვიდა.
It felt funny on his tongue and made him drool a bit.
201216.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
რა თქმა უნდა, ხმას ვერ იღებდა, მაგრამ როცა გალიისკენ მიაწვნენ, შარლოტს ახედა და თვალი ჩაუკრა.
And of course he couldn't say anything. But as he was being shoved into the crate, he looked up at Charlotte and gave her a wink.
201217.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ობობამ იცოდა, რომ უილბური სხვანაირად ვერ დაემშვიდობებოდა და რომ მის შვილებს არაფერი გაუჭირდებოდათ.
She knew he was saying good-bye in the only way he could. And she knew her children were safe.
201218.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
– მშვიდობით! – დაიჩურჩულა, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და წინა ფეხი დაუქნია.
"Good-bye!" she whispered. Then she summoned all her strength and waved one of her front legs at him.
201219.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ამის მერე აღარც განძრეულა.
She never moved again.
201220.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
მეორე დღეს, როცა ეშმაკის ბორბალს ნაწილებად შლიდნენ, სადოღე ცხენები ფურგონებში აჰყავდათ, ესტრადის მსახიობები თავიანთ ავლადიდებას ალაგებდნენ და მისაბმელიანი მანქანებით მიდიოდნენ, შარლოტმა სული დალია.
Next day, as the Ferris wheel was being taken apart and the race horses were being loaded into vans and the entertainers were packing up their belongings and driving away in their trailers, Charlotte died.