მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201221.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ცოტა ხანში ბაზრობიდან ყველა გაიკრიფა, ფარდულები და ნაგებობები დაცარიელდა და უპატრონოდ დარჩა.
The Fair Grounds were soon deserted. The sheds and buildings were empty and forlorn.
201222.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
მინდორზე ბოთლები და ნაგავი ეყარა.
The infield was littered with bottles and trash.
201223.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
იმ ასობით ადამიანიდან, ვინც იქაურობას ეწვია, არავინ იცოდა, რომ ბაზრობაზე ყველაზე დიდი საქმე ერთმა ნაცრისფერმა ობობამ გააკეთა.
Nobody, of the hundreds of people that had visited the Fair, knew that a grey spider had played the most important part of all.
201224.
შარლოტის ქსელი | თავი XXI, უკანასკნელი დღე
ის ობობა ისე მოკვდა, გვერდით არავინ ჰყავდა.
No one was with her when she died.
201225.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
და აი, უილბური ბოსლის სარდაფში თავის საყვარელ ნაკელის გროვას დაუბრუნდა.
And so Wilbur came home to his beloved manure pile in the barn cellar.
201226.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
უცნაურად კი დაბრუნდა: კისერზე საპატიო მედალი ეკიდა, პირში კი ობობის კვერცხსადები ედო.
His was a strange homecoming. Around his neck he wore a medal of honor; in his mouth he held a sac of spider's eggs.
201227.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
შინ ყოფნას არაფერი სჯობსო, გაიფიქრა და შარლოტის ხუთას თოთხმეტი დაუბადებელი შვილი ფრთხილად დააბინავა მყუდრო კუთხეში.
There is no place like home, Wilbur thought, as he placed Charlotte's five hundred and founeen unborn children carefully in a safe corner.
201228.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ბოსელში კარგი სუნი იდგა.
The barn smelled good.
201229.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
მის მეგობრებს – ცხვრებსა და ბატებს – გულით გაუხარდათ უილბურის დაბრუნება.
His friends the sheep and the geese were glad to see him back.
201230.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ბატები ხმაურიანად მიესალმნენ: – გი-გი-გილოცავთ! – დაიყიყინეს, – ყო-ყო-ყოჩაღ!
The geese gave him a noisy welcome. "Congratu-congratu-congratulations! " they cried. "Nice work."
201231.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
მისტერ ზაკერმენმა უილბურს მედალი მოხსნა და საღორის ზემოთ, ლურსმანზე ჩამოკიდა, სადაც ყველა მნახველი დაინახავდა და უილბურიც ახედავდა, როცა კი მოესურვებოდა.
Mr. Zuckerman took the medal from Wilbur's neck and hung it on a nail over the pigpen, where visitors could examine it. Wilbur himself could look at it whenever he wanted to.
201232.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
მომდევნო დღეებში გოჭი ძალიან ბედნიერი იყო: კარგად მოსუქდა და აღარც იმისი ეშინოდა, დამკლავენო: იცოდა, მისტერ ზაკერმენი სიცოცხლის ბოლომდე არაფერს დაუშავებდა.
In the days that followed, he was very happy. He grew to a great size. He no longer worried about being killed, for he knew that Mr. Zuckerman would keep him as long as he lived.
201233.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
შარლოტი ხშირად ახსენდებოდა.
Wilbur often thought of Charlotte.
201234.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
კარის ღიობში ისევ ეკიდა მისი აბლაბუდის რამდენიმე ძაფი.
A few strands of her old web still hung in the doorway.
201235.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
უილბური ყოველდღე დადგებოდა, ააცქერდებოდა დაგლეჯილ-დაცარიელებულ აბლაბუდას და ყელში ბურთი აწვებოდა.
Every day Wilbur would stand and look at the torn, empty web, and a lump would come to his throat.
201236.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
არავის არასდროს ჰყოლია ასეთი მეგობარი – ასეთი მოსიყვარულე, ერთგული და მარჯვე.
No one had ever had such a friend--so affectionate, so loyal, and so skillful.
201237.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
შემოდგომით დღემ იკლო. ლერვიმ ბოსტნიდან გოგრა და ყაბაყი შემოზიდა და ბოსლის იატაკზე დაახვავა, სადაც სუსხიან ღამეებში ყინვა ვერ დაჰკრავდა.
The autumn days grew shoner, Lurvy brought the squashes and pumpkins in from the garden and piled them on the barn floor, where they wouldn't get nipped on frosty nights.
201238.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ნეკერჩხლები და არყის ხეები ფერადი სამოსით შეიმოსნენ, მერე ქარმა შეარხია და ფოთლები სათითაოდ ჩამოყარეს მიწაზე.
The maples and birches turned bright colors and the wind shook them and they dropped their leaves one by one to the ground.
201239.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
საძოვარზე, მაჟალოს ხეებქვეშ, ბლომად ეყარა პატარ-პატარა წითელი მაჟალოები, რომლებსაც დღისით ცხვრები და ბატკნები ლოღნიდნენ და კორტნიდნენ, ღამით კი მელიები მოდიოდნენ და ყნოსავდნენ.
Under the wild apple trees in the pasture, the red little apples lay thick on the ground, and the sheep gnaved them and the geese gnawed them and foxes came in the night and sniffed them.
201240.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ერთ საღამოს, სწორედ შობის წინ, გათოვდა.
One evening, just before Christmas, snow began falling.