მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201241.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
გადათეთრდა სახლი და ბოსელი, მინდორი და ტყე.
It covered house and barn and fields and woods.
201242.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
უილბურს თოვლი არ ენახა: გათენებისთანავე გარეთ გავარდა და თოვლში სახალისოდ კვლები გაიყვანა.
Wilbur had never seen snow before. When morning carne he went out and plowed the drifts in his yard, for the fun of it.
201243.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ფერნმა და ეივერიმ ციგა მოათრიეს და გორაკიდან საძოვარზე, გაყინული გუბურისკენ დაეშვნენ.
Fern and Avery arrived, dragging a sled. They coasted down the lane and out onto the frozen pond in the pasture.
201244.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– ციგით სრიალზე კარგი არაფერია, – თქვა ეივერიმ.
"Coasting is the most fun there is," said Avery.
201245.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– მაგაზე კარგი ის არის, როცა ეშმაკის ბორბალი ჩერდება და მე და ჰენრი ყველაზე ზედა კაბინაში ვსხედვართ, – შეედავა ფერნი, – ჰენრი კაბინას აქანავებს და სადამდეც თვალი მისწვდება, ყველაფერს ვხედავთ.
"The most fun there is," retoned Fern, "is when the Ferris wheel stops and Henry and I are in the top car and Henry makes the car swing and we can see everything for miles and miles and miles."
201246.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– აუჰ, ისევ იმ ეშმაკის ბორბალზე ფიქრობ? – ზიზღით ჩაილაპარკა ეივერიმ, – ბაზრობის მერე რამდენი კვირა გავიდა!
"Goodness, are you still thinking about that ol' Ferris wheel?" said Avery in disgust. "The Fair was weeks and weeks ago."
201247.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– სულ მაგაზე ვფიქრობ, – მიუგო ფერნმა და ყურიდან თოვლი გამოიყარა.
"I think about it all the time," said Fern, picking snow from her ear.
201248.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
შობის შემდეგ თერმომეტრი მინუს ათ გრადუსზე ჩავიდა.
After Christmas the thermometer dropped to ten below zero.
201249.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
სიცივე დაიჭირა.
Cold settled on the world.
201250.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
საძოვარი გადათეთრდა და გაიყინა.
The pasture was bleak and frozen.
201251.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ძროხები მთელ დღეს ბოსელში იყვნენ. მხოლოდ მზიან დღეებში გამოდიოდნენ ბოსლის ეზოში და ჩალის ზვინს მოფარებულები იდგნენ. არც ცხვრები მიდიოდნენ შორს, ბოსლის შორიახლო ერჩივნათ ყოფნა.
The cows stayed in the barn all the time now, except on sunny mornings when they went out and stood in the barnyard in the lee of the straw pile. The sheep stayed near the barn, too, for protection.
201252.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
როცა მოსწყურდებოდათ, თოვლს ჭამდნენ.
Vhen they were thirsty they ate snow.
201253.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ბატები ისე დაეხეტებოდნენ ბოსლის ეზოში, როგორც ბიჭები – მეაფთიაქის მაღაზიასთან. მხნედ რომ ყოფილიყვნენ, მისტერ ზაკერმენი სიმინდსა და თალგამს აჭმევდა.
The geese hung around the barnyard the way boys hang around a drug store, and Mr. Zuckerman fed them corn and turnips to keep them cheerful.
201254.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– დი-დი, დი-დი, დი-დი მადლობა! – ყიყინებდნენ ბატები საჭმლის დანახვისას.
"Many, many, many thanks!" they always said, when they saw food coming.
201255.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ზამთარი რომ დადგა, ტემპლტონი ბოსელში შესახლდა.
Templeton moved indoors when winter came.
201256.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
გოჭის გეჯის ქვეშ მოწყობილ სოროში ძალიან სციოდა, ამიტომ ბოსელში, მარცვლეულის ხაროების უკან მოიწყო მყუდრო ბუდე.
His ratty home under the pig trough was too chilly, so he fixed himself a cozy nest in the barn behind the grain bins.
201257.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
უზომო ჭამამ ტემპლტონი ისე გაასუქა, მისი სისქის ვირთხა არ დაიარებოდა.
As a result of overeating, Templeton grew bigger and fatter than any rat you ever saw.
201258.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ნამდვილი გოლიათი გახდა, ახალგაზრდა ზაზუნასოდენა იყო.
He was gigantic. He was as big as a young woodchuck.
201259.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ერთხელ ბებერმა ცხვარმა ჩამოუგდო ლაპარაკი ზომა-წონაზე: – თუ გინდა, დიდხანს იცოცხლო, – უთხრა, – ნაკლები უნდა ჭამო.
The old sheep spoke to him about his size one day. "You would live longer," said the old sheep, "if you ate less."
201260.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– რაში მჭირდება სამუდამოდ სიცოცხლე? – დამცინავად მიუგო ვირთხამ, – ბუნებით მსუნაგი ვარ და ნადიმი ენით უთქმელ სიამოვნებას მანიჭებს, – თათები ღიპზე მოითათუნა, ცხვარს გაუღიმა და დასაწოლად ზემოთ აძვრა.
"Who wants to live forever?" sneered the rat. "I am naturally a heavy eater and I get untold satisfaction from the pleasures of the feast." He patted his stomach, grinned at the sheep, and crept upstairs to lie down.