მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201261.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
მთელი ზამთარი უილბური ზრუნავდა შარლოტის კვერცხსადებზე, თითქოს საკუთარ შვილებს დარაჯობსო.
All winter Wilbur watched over Charlotte's egg sac as though he were guarding his own children.
201262.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ფიცრული ღობის გვერდით, ნაკელში, პარკისთვის ორმო ამოთხარა და განსაკუთრებით ცივ ღამეებში ისე წვებოდა, რომ თავისი სუნთქვით გაეთბო.
He had scooped out a special place in the manure for the sac, next to the board fence. On very cold nights he lay so that his breath would warm it.
201263.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
მის ცხოვრებაში ეს პატარა, მრგვალი ნივთი იყო მთავარი, სხვას არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.
For Wilbur, nothing in life was so imponant as this small round object-nothing else mattered.
201264.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
მოთმინებით ელოდა, როდის გავიდოდა ზამთარი, რომ პატარა ობობები დაბადებულიყვნენ, და როცა რაიმე მოვლენას ან რაიმეს გამოჩეკას ელოდები, ცხოვრება მუდამ აზრით არის დატვირთული და თანაბარზომიერად მიედინება.
Patiently he awaited the end of winter and the coming of the little spiders. Life is always a rich and steady time when you are waiting for something to happen or to hatch.
201265.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
როგორც იქნა, ზამთარიც გავიდა.
The winter ended at last.
201266.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– დღეს ბაყაყების ხმა მომესმა, – თქვა ერთ საღამოს ბებერმა ცხვარმა, – ყური უგდეთ! ახლაც ისმის.
"I heard the frogs today," said the old sheep one evening. "Listen! You can hear them now."
201267.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
უილბური ადგილზე გაქვავდა და ყურები დაცქვიტა.
Wilbur stood still and cocked his ears.
201268.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
გუბურიდან ასობით პატარა ბაყაყის წვრილი ხმა მოდიოდა.
From the pond, in shrill chorus, came the voices of hundreds of little frogs.
201269.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– გაზაფხული, – ფიქრიანად თქვა ბებერმა ცხვარმა, – კიდევ ერთი გაზაფხული.
"Springtime," said the old sheep, thoughtfully. "Another spring."
201270.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ცხვარი ბოსლიდან გავიდა და უილბურმა დაინახა, რომ უკან ახლად მოგებული ბატკანი მისდევდა, სულ რამდენიმე საათის თუ იქნებოდა.
As she walked away, Wilbur saw a new lamb following her. It was only a few hours old.
201271.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
თოვლი დადნა და ნაკადულებად დაიღვარა.
The snows melted and ran away.
201272.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
რუებსა და ღელეებში მოვარდნილი წყალი აჩუხჩუხდა და აბუყბუყდა.
The streams and ditches bubbled and chattered with rushing water.
201273.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
მოფრინდა მკერდდაზოლილი ჩიტი და აჭიკჭიკდა.
A sparrow with a streaky breast arrived and sang.
201274.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
შუქმა იმატა, უფრო და უფრო ადრე თენდებოდა.
The light strengthened, the mornings came sooner.
201275.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ფარეხში თითქმის ყოველ დილით ახალი ბატკანი ჩნდებოდა.
Almost every morning there was another new lamb in the sheepfold.
201276.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ბატი ცხრა კვერცხზე იჯდა.
The goose was sitting on nine eggs.
201277.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ცა თითქოს უფრო გაიშალა, და თბილმა ქარმა დაბერა.
The sky seemed wider and a warm wind blew.
201278.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
შარლოტის ქსელის უკანასკნელი ძაფები ქარს გაჰყვა და გაუჩინარდა.
The last remaining strands of Charlotte's old web floated away and vanished.
201279.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ერთ მშვენიერ მზიან დილას, ნასაუზმევს, უილბური იდგა და თავის ძვირფას პარკს დაჰყურებდა.
One fine sunny morning, after breakfast, Wilbur stood watching his precious sac.
201280.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ისეთს არაფერს ფიქრობდა.
He wasn't thinking of anything much.