მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201281.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
უფრო ახლოს მივიდა და დააცქერდა: პარკიდან პაწაწინა ობობა გამოცოცდა.
He stepped closer and stared. A tiny spider crawled from the sac.
201282.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ქინძისთავის წვერზე და ქვიშის მარცვალზე დიდი არ იქნებოდა.
It was no bigger than a grain of sand, no bigger than the head of a pin.
201283.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ნაცრისფერი იყო, მუცელზე შავი ზოლი დაუყვებოდა.
Its body was grey with a black stripe underneath.
201284.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ფეხები მონაცრისფრო-მოყავისფრო ჰქონდა.
Its legs were grey and tan.
201285.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
პირწავარდნილი შარლოტი იყო.
It looked just like Charlotte.
201286.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
უილბური მის დანახვაზე თავიდან ფეხებამდე აკანკალდა.
Wilbur trembled all over when he saw it.
201287.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
პატარა ობობამ ფეხი დაუქნია.
The little spider waved at him.
201288.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
უილბური უფრო დაკვირვებით დააცქერდა პარკს.
Then Wilbur looked more closely.
201289.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
კიდევ ორი ობობა გამოძვრა.
Two more little spiders crawled out and waved.
201290.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
პარკს გარს უვლიდნენ, ახალ სამყაროს ეცნობოდნენ.
They climbed round and round on the sac, exploring their new world.
201291.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
მერე კიდევ სამი ობობა გამოძვრა.
Then three more little spiders.
201292.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
უილბურს გული აუფანცქალდა, ჭყივილი ატეხა, იქაურობას წრეებს ურტყამდა და ფეხებით ჰაერში ნაკელს ისროდა.
Wilbur's heart pounded. He began to squeal. Then he raced in circles, kicking manure into the air.
201293.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ახტა, ყირაზე გადავიდა, წინა ფეხებით დაეშვა და შარლოტის შვილებთან გაჩერდა.
Then he turned a back flip. Then he planted his front feet and came to a stop in front of Charlotte's children.
201294.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
პირველი ობობა მიესალმა, მაგრამ ისეთი სუსტი ხმა ჰქონდა, უილბურმა ვერაფერი გაიგონა.
The first spider said hello, but its voice was so small Wilbur couldn't hear it.
201295.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– მე დედათქვენის ძველი მეგობარი ვარ, – უთხრა უილბურმა, – ძალიან მიხარია თქვენი ნახვა.
"I am an old friend of your mother's," said Wilbur. I'm glad to see you.
201296.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ხომ კარგად ხართ?
Are you all right?
201297.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ხომ მშვიდობაა?
Is everything all right?
201298.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
პატარა ობობებმა წინა ფეხები დაუქნიეს და უილბური მიხვდა, მათაც უხარიათ ჩემი დანახვაო.
The little spiders waved their forelegs at him. Wilbur could see by the way they acted that they were glad to see him.
201299.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– რამე ხომ არ მოგიტანოთ?
Is there anything I can get you?
201300.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
არაფერი გჭირდებათ?
Is there anything you need?