მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201301.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
პატარა ობობები მხოლოდ ფეხებს უქნევდნენ.
The young spiders just waved.
201302.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ძალიან ბევრნი იყვნენ, უილბურს სათვალავი ერეოდა, მაგრამ ის კი იცოდა, რომ უამრავი ახალი მეგობარი ჰყავდა.
There were dozens and dozens of them. Wilbur couldn't count them, but he knew that he had a great many new friends.
201303.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ობობები სწრაფად იზრდებოდნენ და მალე ყველანი საფანტის ბურთულისოდენები გახდნენ.
They grew quite rapidly. Soon each was as big as a BB shot.
201304.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
პარკის სიახლოვეს ციცქნა აბლაბუდებს ქსოვდნენ.
They made tiny webs near the sac.
201305.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
მერე დადგა წყნარი დილა, როცა მისტერ ზაკერმენმა ჩრდილოეთის მხარეს კარი გააღო და ბოსლის სარდაფში ნესტიანი მიწის, ნაძვის ტყეების და გაზაფხულის ტკბილი სურნელით გაჟღენთილმა თბილმა ჰაერმა დაუბერა.
Then came a quiet morning when Mr. Zuckerman opened a door on the north side. A warm draft of rising air blew softly through the barn cellar. The air smelled of the damp earth, of the spruce woods, of the sweet springtime.
201306.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
პაწია ობობებმა შეიგრძნეს თბილი ჰაერის აღმავალი ნაკადი.
The baby spiders felt the warm updraft.
201307.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ერთი ობობა ღობის თავზე აცოცდა და ისეთი რამ გააკეთა, რომ უილბური სახტად დარჩა: თავდაყირა დადგა, ძაფსართავები მაღლა აიშვირა და ნაზი აბრეშუმის ღრუბელი ამოუშვა.
One spider climbed to the top of the fence. Then it did something that came as a great surprise to Wilbur. The spider stood on its head, pointed its spinnerets in the air, and let loose a cloud of fine silk.
201308.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
აბრეშუმი ბურთულად შეიკრა და სანამ უილბური პირდაღებული უცქეროდა, ობობა ღობეს მოსწყდა და ჰაერში აფრინდა.
The silk formed a balloon. As Wilbur watched, the spider let go of the fence and rose into the air.
201309.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– ნახვამდის! – დაიწრიპინა მან და კარის ღრიჭოდან გარეთ გაფრინდა.
"Good-bye!" it said, as it sailed through the doorway.
201310.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– ერთ წუთს მოიცადე! – ასჭყივლა უილბურმა, – რომ მიდიხარ, სად მიდიხარ?
"Wait a minute!" screamed Wilbur. "Where do you think you're going?"
201311.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
მაგრამ ობობა აღარსად ჩანდა.
But the spider was already out of sight.
201312.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
მერე მეორე ობობა აცოცდა ღობეზე, ისიც თავდაყირა დადგა, ბურთულა გააკეთა და გაფრინდა, მას სხვა მიჰყვა, იმას კიდევ სხვები.
Then another baby spider crawled to the top of the fence, stood on its head, made a balloon, and sailed away. Then another spider. Then another.
201313.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ჰაერი პატარა ბურთულებით გაივსო, ყოველი ბურთულა პატარა ობობას მიაფრენდა.
The air was soon filled with tiny balloons, each balloon carrying a spider.
201314.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
უილბური სიგიჟის პირას იყო: შარლოტის შვილები ერთიმეორის მიყოლებით ქრებოდნენ!
Wilbur was frantic. Charlotte's babies were disappearing at a great rate.
201315.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– დაბრუნდით, დაბრუნდით! – ემუდარებოდა.
"Come back, children!" he cried.
201316.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– ნახვამდის! ნახვამდის! ნახვამდის! – ისმოდა პასუხად.
"Good-bye!" they called. "Good-bye, good-bye!"
201317.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ბოლოს, ერთმა ობობამ, სანამ ბურთულას დაამზადებდა, დრო გამონახა, რომ ცოტა ხანს გაჩერებულიყო და უილბურს დალაპარაკებოდა.
At last one little spider took time enough to stop and talk to Wilbur before making its balloon.
201318.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– თბილ ქარს მივყვებით, აღმავალ ნაკადს.
We're leaving here on the warm updraft.
201319.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
სწორედ ახლა გვაქვს წასვლის დრო.
This is our moment for setting forth.
201320.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ჰაერნაოსნები ვართ, უნდა გავფრინდეთ და აბლაბუდები მოვქსოვოთ.
We are aeronauts and we are going out into the world to make webs for ourselves."