მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201321.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– ჰო, მაგრამ საით? – საითაც ქარი წაგვიღებს: მაღლა, დაბლა. ახლოს, შორს. აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით, სამხრეთით. სიო უბერავს თბილიო, ჩვენც მას ვართ მინდობილიო.
"But where?" asked Wilbur. "Wherever the wind takes us. High, low. Near, far. East, west. North, south. We take to the breeze, we go as we please."
201322.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– ყველანი მიდიხართ? – ჰკითხა უილბურმა, – რომელიმე მაინც ნუ წახვალთ, თორემ მარტოდმარტო, უმეგობროდ დავრჩები! დედათქვენს არაფრით არ ენდომებოდა ეგ ამბავი.
"Are all of you going?" asked Wilbur. "You can't all go. I would be left alone, with no friends. Your mother wouldn't want that to happen, I'm sure."
201323.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ჰაერში ახლა იმდენი ჰაერნაოსანი იყო, გეგონებოდათ, ბოსლის სარდაფში ნისლი ჩამოწოლილაო.
The air was now so full of balloonists that the barn cellar looked almost as though a mist had gathered.
201324.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ათობით ბურთულა მაღლა-მაღლა ადიოდა, ბრუნავდა, კარიდან გარეთ მილივლივებდა და სუსტ ნიავს მიჰყვებოდა.
Balloons by the dozen were rising, circling, and drifting away through the door, sailing off on the gentle wind.
201325.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– ნახვამდის! ნახვამდის! – ძლივძლივობით აღწევდა უილბურის ყურამდე.
Cries of "Good-bye, good-bye, good-bye!" came weakly to Wilbur's ears.
201326.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ამის ცქერა აღარ შეეძლო.
He couldn't bear to watch any more.
201327.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
დამწუხრებული გაწვა მიწაზე და თვალები დახუჭა.
In sorrow he sank to the ground and closed his eyes.
201328.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
თითქოს ცა ჩამოემხო: შარლოტის შვილებმა მიატოვეს.
This seemed like the end of the world, to be deserted by Charlotte's children.
201329.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
გულამომჯდარს ჩაეძინა.
Wilbur cried himself to sleep.
201330.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
შუადღე გადასული იყო, როცა გაეღვიძა.
When he woke it was late afternoon.
201331.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
კვერცხსადებს შეხედა: ცარიელი იყო.
He looked at the egg sac. It was empty.
201332.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
მაღლა აიხედა: ყველა ჰაერნაოსანი გაფრენილიყო.
He looked into the air. The balloonists were gone.
201333.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
გულმკვდარი მივიდა კართან, სადაც წინათ შარლოტის ქსელი ეგულებოდა.
Then he walked drearily to the doorway, where Charlotte's web used to be.
201334.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
უილბურმა მაღლა აიხედა.
Wilbur looked up.
201335.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
კარის ღრიჭოს ზედა მხარეს სამი პატარა აბლაბუდა იქსოვებოდა.
At the top of the doorway three small webs were being constructed.
201336.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ყოველ მათგანს შარლოტის თითო ქალიშვილი დასტრიალებდა.
On each web, working busily was one of Charlotte's daughters.
201337.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– ეს იმას ნიშნავს, – იკითხა უილბურმა, – რომ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი ბოსლის სარდაფში დარჩენა და სამი მეგობარი მეყოლება?
"Can I take this to mean," asked Wilbur, "that you have definitely decided to live here in the barn cellar, and that I am going to have three friends?"
201338.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– დიახ, სწორედ მაგას, – უპასუხეს ობობებმა.
"You can indeed," said the spiders.
201339.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– რა გქვიათ? – ჰკითხა უილბურმა და სიხარულით აცახცახდა.
"What are your names, please?" asked Wilbur, trembling with joy.
201340.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– გეტყვი, რაც მქვია, ოღონდ ჯერ მითხარი, რატომ ცახცახებ, – უპასუხა პირველმა პატარა ობობამ.
"I'll tell you my name," replied the first little spider, "if you'll tell me why you are trembling."