მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201341.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– იმიტომ, რომ სიხარულით ცაში ვარსკვლავებს ვწყვეტ, – უთხრა უილბურმა.
"I'm trembling with joy," said Wilbur.
201342.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– ჩემზე რას იტყვი? – იკითხა მესამემ, – გეხვეწები, კარგი, აზრიანი სახელი შემირჩიე, ისეთი, რომ არც ძალიან გრძელი იყოს, არც ძალიან უცნაური და არც ძალიან სულელური. უილბური ჩაფიქრდა.
"How about me? " asked the third spider. "Will you just pick out a nice sensible name for me-something not too long, not too fancy, and not too dumb?" Wilbur thought hard.
201343.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– ნელი? – შესთავაზა მერე.
"Nellie?" he suggested.
201344.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– მშვენიერია, ძალიან მომწონს, – გაუხარდა მესამე ობობას, – ჰოდა, დღეიდან ნელი დამიძახე, – და აბლაბუდის სხივს კოხტად მიამაგრა ირგვლივი ძაფი.
"Fine, I like that very much," said the third spider. "You may call me Nellie." She daintily fastened her orb line to the next spoke of the web.
201345.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
უილბურს გული სიხარულით აევსო და გიფიქრა, ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას სიტყვით გამოსვლა მოუხდებაო.
Wilbur's heart brimmed with happiness. He felt that he should make a short speech on this very important occasion.
201346.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
კეთილი იყოს ბოსლის სარდაფში თქვენი მობრძანება.
Welcome to the barn cellar.
201347.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
თქვენ მიერ არჩეული კარის ღიობში, რომელშიც ქსელების გაბმა გადაწყვიტეთ, კურთხეული ადგილია.
You have chosen a hallowed doorway from which to string your webs.
201348.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
სამართლიანობა მოითხოვს გითხრათ, რომ დედათქვენი ძლიერ მიყვარდა.
I think it is only fair to tell you that I was devoted to your mother.
201349.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
მას უნდა ვუმადლოდე, რომ ახლა ცოცხალი ვარ.
I owe my very life to her.
201350.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ჭკვიანი იყო, მშვენიერი და ერთგული, ამიტომაც მისი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩემს გულში.
She was brilliant, beautiful, and loyal to the end. I shall always treasure her memory.
201351.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
თქვენ კი, მის ქალიშვილებს, მარადიულ მეგობრობას გპირდებით.
To you, her daughters, I pledge my friendship, forever and ever.
201352.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
– და მეც, – დაუმატა ნელიმ, რომელსაც ამასობაში პატარა ქინქლას დაჭერა მოესწრო.
"And so do I," said Nellie, who had just managed to catch a small gnat.
201353.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
უილბურისთვის ეს დღე ბედნიერი იყო და მას კიდევ ბევრი ბედნიერი და მშვიდი დღე მოჰყვა.
It was a happy day for Wilbur. And many more happy, tranquil days followed.
201354.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
დრო გადიოდა, თვეები და წლები მიქროდნენ, უილბური კი უმეგობროდ აღარ ყოფილა.
As time went on, and the months and years carne and went, he was never without friends.
201355.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ფერნი წინანდელივით აღარ დადიოდა ბოსელში.
Fern did not come regularly to the barn any more.
201356.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
წამოიზარდა და ცდილობდა, ბავშვურად აღარ მოქცეულიყო, ვთქვათ, მთელ დღეს საღორის გვერდით, მწველავის სკამზე არ მჯდარიყო.
She was growing up, and was careful to avoid childish things, like sitting on a milk stool near a pigpen.
201357.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
სამაგიეროდ, შარლოტის შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები წლითიწლობით ცხოვრობდნენ კარის ღრიჭოში.
But Charlotte's children and grandchildren and great grandchildren, year after year, lived in the doorway.
201358.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ყოველ გაზაფხულზე ახალ-ახალი ობობები იჩეკებოდნენ და ძველების ადგილს იკავებდნენ.
Each spring there were new little spiders hatching out to take the place of the old.
201359.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
მეტი წილი ბურთულებით მიფრინავდა, ორი-სამი კი მუდამ რჩებოდა და კარის ღიობს პატრონობდა.
Most of them sailed away, on their balloons. But always two or three stayed and set up housekeeping in the doorway.
201360.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
მისტერ ზაკერმენი მთელი სიცოცხლე კარგად უვლიდა უილბურს, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ მეგობრები და თაყვანისმცემლები, რადგან არც მისი გამარჯვება დავიწყებია ვინმეს და არც აბლაბუდის სასწაული.
Mr. Zuckerman took fine care of Wilbur all the rest of his days, and the pig was often visited by friends and admirers, for nobody ever forgot the year of his triumph and the miracle of the web.