მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201361.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
ბოსელში კარგად ცხოვრობდნენ: დღითა და ღამით, გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე და ზამთარში, დარსა და ავდარში.
Life in the barn was very good-night and day, winter and summer, spring and fall, dull days and bright days.
201362.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
„იმაზე უკეთესი ადგილი არ მეგულება“, ფიქრობდა ხოლმე უილბური, „ვიდრე ეს თბილი, საამური სარდაფია თავისი ყბედი ბატებით, წელიწადის დროთა ცვლით, მზის მცხუნვარებით, მერცხლების სრიალით, ვირთხების სიახლოვით, ცხვრების ერთნაირობით, ობობების სიყვარულით, ნაკელის სუნითა და ყველაფრის ბრწყინვალებით“.
It was the best place to be, thought Wilbur, this warm delicious cellar, with the garrulous geese, the changing seasons, the heat of the sun, the passage of swallows, the nearness of rats, the sameness of sheep, the love of spiders, the smell of manure, and the glory of everything.
201363.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
უილბურს შარლოტი არ დავიწყებია.
Wilbur never forgot Charlotte.
201364.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
მართალია, მისი შვილები და შვილიშვილებიც ძლიერ უყვარდა, მაგრამ მის გულში შარლოტის ადგილი არც ერთ სხვა ობობას არ დაუკავებია.
Although he loved her children and grandchildren dearly, none of the new spiders ever quite took her place in his heart.
201365.
შარლოტის ქსელი | თავი XXII, თბილი ქარი
განა ხშირად გვხვდება ისეთი ვინმე, ვინც ნამდვილი მეგობარიც გამოდგება და კარგი მწერალიც?!
It is not often that someone comes along who is a true friend and a good writer.
201366.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
მისტერ და მისის ბრაუნები პადინგტონს პირველად რკინიგზის სადგურზე შეხვდნენ.
Mr. and Mrs. Brown first met Paddington on a rail way platform.
201367.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
სინამდვილეში, ამიტომაც დაერქვა მას დათვისთვის ასეთი უჩვეულო სახელი, პადინგტონი ხომ სადგურის სახელწოდება იყო.
In fact, that was how he came to hâve such an unusual name for a bear, for Paddington was the name of the station.
201368.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ბრაუნები თავიანთი ქალიშვილის, ჯუდის დასახვედრად მისულიყვნენ, რომელიც სკოლიდან არდადეგებზე სახლში ბრუნდებოდა.
The Browns were there to meet their daughter Judy, who was coming home from school for the holidays.
201369.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ზაფხულის თბილი დღე იდგა და სადგური ზღვისკენ მიმავალი ხალხით იყო სავსე.
It was a warm summer day and the station was crowded with people on their way to the sea side.
201370.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– დათვი? პადინგტონის სადგურზე? – მისის ბრაუნმა განცვიფრებულმა გადახედა ქმარს,
– A bear? On Paddington station? – Mrs. Brown looked at her husband in amazement.
201371.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– რა სისულელეა, ჰენრი, – მისტერ ბრაუნმა სათვალე შეისწორა.
“Don’t be silly, Henry, – Mr. Brown adjusted his glasses.
201372.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
რაღაც სასაცილო ქუდი ეხურა.
It was wearing a funny kind of hat.
201373.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– აი, ისიც! – წარმოთქვა მან სიხარულით და ბნელი კუთხისკენ მიუთითა.
– There you are, – he announced, triumphantly, pointing towards a dark corner.
201374.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
მისის ბრაუნმა გაშვერილ თითს გააყოლა თვალი და მართლაც ბუნდოვნად შენიშნა გაბურძგნილი პატარა არსება.
Mrs. Brown followed the direction of his arm and dimly made out a small, furry object.
201375.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ის უცნაურ ჩემოდანზე ჩამომჯდარიყო და კისერზე რაღაც წარწერა ეკიდა.
It seemed to be sitting on some kind of suitcase and around its neck there was a label with sortie writing on it.
201376.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
მისის ბრაუნმა მეუღლეს ხელი სტაცა.
Mrs. Brown clutched at her husband.
201377.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ყავისფერი, უფრო სწორად კი, ჭუჭყისფერი ყავისფერი იყო და თავზე ფართოფარფლებიანი ძალიან უცნაური ქუდი ეხურა, რაც მისტერ ბრაუნმა მანამდეც აღნიშნა.
It was brown in colour, a rather dirty brown, and it was wearing a most odd looking hat, with a wide brim, just as Mr. Brown had said.
201378.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ფარფლების ქვემოდან ორი ვეებერთელა მრგვალი თვალი მიაშტერდა მას.
From beneath the brim two large, round eyes stared back at her.
201379.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა.
There was a moment of silence.
201380.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– რით შემიძლია დაგეხმაროთ?
– Can I help you?