მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201441.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
კაფე ხალხით იყო სავსე, მაგრამ მისტერ ბრაუნმა მაინც იპოვა კუთხეში ერთი ორადგილიანი თავისუფალი მაგიდა.
The buffet was crowded when they entered but Mr Brown managed to find a table for two in a corner.
201442.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
სანამ ის დიდი ინტერესით ათვალიერებდა იქაურობას, მისტერ ბრაუნი ჩაის მოსატანად გაემართა.
He looked around with interest while Mr. Brown went to fetch the tea.
201443.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– ამას ნუ შეჭამ, ძვირფასო, – უთხრა მიმტანმა და მეგობრულად მოუთათუნა ზურგზე ხელი.
- You don’t want that, dearie, - she said, giving him a friendly pat.
201444.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
დათვისთვის სულერთი იყო, ისე უხმებოდა კუჭი, თუმცა ზრდილობა გამოიჩინა და ხმა არ ამოუღია.
Paddington felt so empty he didn’t really mind but he was much too polite to say anything.
201445.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
მისტერ ბრაუნმა ორი ფინჯანი ცხელი ჩაი და ფუნთუშებით სავსე თეფში მაგიდაზე დადგა.
Mr. Brown placed two steaming cups of tea on the table and a plate piled high with cakes.
201446.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
პადინგტონს თვალები გაუბრწყინდა.
Paddington’s eyes glistened.
201447.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– მშვენიერია, დიდი მადლობა, – თქვა მან და ჩაის ეჭვით გადახედა.
- It’s very nice, thank you, - he exclaimed, eyeing the tea doubtfully.
201448.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– ჭიქიდან დალევა ცოტა მიჭირს.
- But it’s rather hard drinking out of a cup.
201449.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ჩვეულებისამებრ თავი მეჭედება შიგ, ხან კიდევ ქუდი მივარდება და სასმელს გემოს უფუჭებს.
I usually get my head stuck, or else my hat falls in and makes it taste nasty.
201450.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– მაშინ მომეცი შენი ქუდი, ჩაის კი ლამბაქზე დაგისხამ.
– Then you’d better give your hat to me, I will pour the tea into a saucer for you.
201451.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
პადინგტონმა ქუდი მოიხადა და ფრთხილად დადო მაგიდაზე, სანამ მისტერ ბრაუნი ჩაის უსხამდა,
Paddington removed his hat and laid it carefully on the table while Mr Brown poured out the tea.
201452.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– მიირთვი, პადინგტონ, – უთხრა მან, – სამწუხაროდ, მარმელადიანი ნამცხვრები არ ჰქონდათ, მაგრამ ვეცადე, საუკეთესოები ამერჩია.
– There you are, Paddington, – he said, – I'm sorry they haven’t any marmalade cakes, but they were the best I could get.
201453.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– კარგი ვქენი, რომ ემიგრაციაში წამოვედი, – თქვა პადინგტონმა და თეფში თავისკენ მიიწია.
– I'm glad I emigrated,- said Paddington, and pulled the plate nearer.
201454.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
მისტერ ბრაუნის პასუხს არც კი დაელოდა, ისე აძვრა სკამზე და მარჯვენა თათით ფუნთუშა ჩაბღუჯა.
Before Mr. Brown could answer he had climbed up and placed his right paw firmly on the bun.
201455.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
უზარმაზარი ფუნთუშა იყო, ყველაზე დიდი და კრემიანი, რაც კი მისტერ ბრაუნმა შეარჩია, და თვალის დახამხამებაში მისი შიგთავსი პადინგტონის ულვაშებზე აღმოჩნდა.
It was a very large bun, the biggest and stickiest Mr. Brown had been able to find, and in a matter of moments, most of the inside found its way on to Paddington’s whiskers.
201456.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
მისტერ ბრაუნმა ინატრა, ნეტავ ჩვეულებრივი, უბრალო ფუნთუშა მომეტანაო.
Mr. Brown wished he had chosen a plain, ordinary bun.
201457.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
მან ჩაის მოურია და ფანჯარაში გაიხედა, თავი მოიჩვენა თითქოს მთელი თავისი სიცოცხლე ყოველ დილით პადინგტონის სადგურზე დათვებთან ერთად ჩაის გეახლებოდათ.
He stirred his tea and looked out of the window, pretending he had tea with a bear on Paddington station every day of his life.
201458.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
- შეხედე! თავიდან ფეხებამდე კრემითა და ჯემითაა მოთხუპნილი.
- Look at him! He’s covered all over with cream and jam.
201459.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
მისის ბრაუნი ქალიშვილს მიუბრუნდა.
Mrs Brown turned to her daughter.
201460.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– აი, ნახე, რა ხდება ხოლმე, როდესაც მამაშენს ხუთი წუთით მარტო ვტოვებ.
- This is what happens when I leave your father alone for five minutes.