მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201461.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ჯუდიმ სიხარულისგან ტაში შემოკრა.
Judy clapped her hands excitedly.
201462.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– მამიკო, მართლა ჩვენთან დარჩება?
– Daddy, is he really going to stay with us?
201463.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
პადინგტონი, რომელიც მანამდე ფუნთუშის ჭამით იმდენად იყო გართული, რომ არ აღელვებდა, რა ხდებოდა, ახლა გამოერკვა და მიხვდა, რომ ხალხი მასზე ლაპარაკობდა.
Paddington, who all this time had been too interested in his bun to worry about what was going on, suddenly became aware that people were talking about him.
201464.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
მან თავი ასწია და დაინახა, რომ მისის ბრაუნი პატარა გოგონასთან ერთად დაბრუნებულიყო, რომელსაც მხიარული ცისფერი თვალები და გრძელი ქერა თმა ჰქონდა.
He looked up to see that Mrs. Brown had been joined by a little girl, with laughing blue eyes and long, fair hair.
201465.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
პადინგტონი სულაც არ გაუმხიარულებია ამ ამბავს, გაშეშებული იდგა, ცალი ფეხი მაგიდაზე ედო, ხოლო მეორე ჩაის ფინჯანში ჰქონდა გაჭედილი.
Paddington, who didn’t think it at all funny, stood for a moment with one foot on the table and the other in Mr. Brown’s tea.
201466.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– ვფიქრობ, აჯობებს, წავიდეთ, გავალ, ტაქსის მოვნახავ,
- Perhaps, we’d better go, I'll see if I can find a taxi.
201467.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ჯუდის ნივთები აიღო და სწრაფად გავიდა გარეთ.
He picked up Judy’s belongings and hurried outside.
201468.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
პადინგტონმა ფრთხილად ჩამოდგა ფეხი მაგიდიდან და სანამ იატაკზე ჩამოვიდოდა, ბოლოჯერ გადახედა აქეთ-იქით მიმოფანტული წებოვანი ფუნთუშის ნარჩენებს.
Paddington stepped gingerly off the table and, with a last look at the sticky remains of his bun, climbed down on to the floor.
201469.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– წამოდი, პადინგტონ, სახლში წაგიყვანთ, ცხელ აბაზანას მიიღებ, მერე სამხრეთ ამერიკის შესახებ ყველაფერს მიამბობ.
– Come along, Paddington, we’ll take you home and you can have a nice hot bath, then you can tell me all about South America.
201470.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
კაფედან გამოსვლისთანავე დაინახეს, რომ მისტერ ბრაუნს უკვე ეშოვა ტაქსი და მათ ხელით ანიშნებდა, აქეთ წამოდითო.
When they came out of the buffet Mr. Brown had already found a taxi and he waved them across.
201471.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ტაქსის მძღოლმა პადინგტონი აათვალიერ-ჩაათვალიერა და მერე თავისი ავტომობილის გაწკრიალებულ სალონს შეწუხებულმა გადახედა.
The driver looked hard at Paddington and then at the inside of his nice, clean taxi.
201472.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ამ დილით გავაწკრიალე.
I only cleaned it out this morning.
201473.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ბრაუნები მორჩილად ჩამწკრივდნენ უკანა სავარძელში, ხოლო პადინგტონი მძღოლის უკან, გადმოსაშლელ სკამზე დადგა, რათა ფანჯრიდან უკეთესად ეცქირა.
The Browns trooped obediently into the back of the taxi, while Paddington stood on a tip-up seat behind the driver so that he could see out of the window.
201474.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
როდესაც ავტობუსის გაჩერებას ჩაუარეს, პადინგტონმა ხალხს ხელი დაუქნია.
They swept past a group of people at a bus stop and Paddington waved.
201475.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
რამდენიმე ადამიანმა გაკვირვებით გამოხედა მას, ხოლო ერთი კაცი ქუდის მოხდით მიესალმა.
Several people stared and one man raised his hat in return.
201476.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ყველგან ხალხს, ავტომობილებსა და დიდ წითელ ავტობუსებს ხედავდა – იქაურობა უღრან პერუს არაფრით წააგავდა.
There were people and cars and big, red buses everywhere— it wasn’t a bit like Darkest Peru.
201477.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
პადინგტონი ცალი თვალით ფანჯრიდან იყურებოდა, რომ არაფერი გამოჰპარვოდა, ხოლო მეორით მისტერ და მისის ბრაუნებსა და ჯუდის ათვალიერებდა.
Paddington kept one eye out of the window in case he missed anything, with his other eye he carefully examined Mr. and Mrs. Brown and Judy.
201478.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
მისტერ ბრაუნი ჩასკვნილი, მხიარული კაცი იყო, მას დიდი ულვაშები ჰქონდა და სათვალეს ატარებდა.
Mr. Brown was fat and jolly, with a big moustache and glasses.
201479.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
პადინგტონმა მას მხარზე თათი დაჰკრა.
Paddington tapped him on the shoulder.
201480.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
პადინგტონის ხმაზე მძღოლი შეხტა და კინაღამ ავტობუსს დაეჯახა.
The taxi driver jumped at the sound of Paddington’s voice and narrowly missed hitting a bus.