მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201481.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ჯუდიმ ჩაიხითხითა, მისტერ და მისის ბრაუნებმა კი ერთმანეთს გადახედეს.
Judy giggled and Mr. and Mrs. Brown exchanged glances.
201482.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– მაპატიეთ, თუ შეიძლება, – თქვა პადინგტონმა.
- I beg your pardon, - said Paddington.
201483.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
კრემთან ერთად ახლა უკვე ფუნთუშის ნამცეცებიცა და ჯემიც შეეზილა ქურთუკს.
Several bun crumbs and a smear of jam added themselves to the taxi driver’s coat.
201484.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ბანაობა არ აშინებდა, თუმცა არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, თუ მუდამ ჯემსა და კრემში იქნებოდა ამოსვრილი.
It wasn’t so much that he was afraid of baths, he really didn’t mind being covered with jam and cream.
201485.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ენანებოდა ასე მალე ყველაფრის ჩამობანა.
It seemed a pity to wash it all off quite so soon.
201486.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
პადინგტონმა ჩემოდანს დაავლო ხელი, ჯუდისთან ერთად აიარა კიბის თეთრი საფეხურები და დიდ მწვანე კარს მიადგა.
Paddington picked up his suitcase and followed Judy up a flight of white steps to a big green door.
201487.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– ახლა მისის ბირდს გაგაცნობ, – უთხრა ჯუდიმ.
– Now you’re going to meet Mrs Bird, – said Judy.
201488.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
ზოგჯერ ძალიან მკაცრია და ბევრს ბუზღუნებს.
She’s a bit fierce sometimes and she grumbles a lot.
201489.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– დარწმუნებული ვარ, მოგეწონება.
– I'm sure you’ll like her.
201490.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
პადინგტონს მუხლები აუკანკალდა.
Paddington felt his knees begin to tremble.
201491.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
მან თვალებით მისტერ და მისის ბრაუნებს დაუწყო ძებნა და შეამჩნია, რომ ისინი ტაქსის მძღოლს ეჩხუბებოდნენ.
He looked round for Mr. and Mrs. Brown, but they appeared to be having some sort of argument with the taxi driver.
201492.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
კარს მიღმა მოახლოებული ფეხის ხმა მოესმა.
Behind the door he could hear foot steps approaching.
201493.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 1, გთხოვთ, მიხედეთ ამ დათვს
– თუ ასე ამბობ, დარწმუნებული ვარ, მომეწონება, – თქვა ბოლოს და გაპრიალებულ საფოსტო ყუთზე საკუთარ ანარეკლს მოჰკრა თვალი, – მაგრამ მას თუ მოვეწონები?!
– I'm sure I shall like her if you say so, - he said, catching sight of his reflection on the brightly polished letter-box, - But will she like me?
201494.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 2, დათვი ყელამდე პრობლემებშია
ის სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როდესაც მას პუტკუნა, ჭაღარათმიანი, კეთილი თვალების მქონე ქალბატონი შეეგება.
He was pleasantly surprised when they were greeted by a stout lady with grey hair and a kindly twinkle in her eyes.
201495.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 2, დათვი ყელამდე პრობლემებშია
– ღმერთო, დიდებულო, უკვე მოსულხართ, მე კი ჯერ რეცხვაც არ დამიმთავრებია
– Goodness gracious, you’ve arrived already, and I hardly finished the washing up.
201496.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 2, დათვი ყელამდე პრობლემებშია
– გამარჯობა, მისის ბირდ, – თქვა ჯუდიმ, – მიხარია თქვენი ნახვა.
– Hallo, Mrs. Bird, – said Judy, – It’s nice to see you again.
201497.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 2, დათვი ყელამდე პრობლემებშია
რევმატიზმის საქმე როგორ არის?
– How’s the rheumatism?
201498.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 2, დათვი ყელამდე პრობლემებშია
მისის ბირდი გაჩუმდა და პადინგტონს მიაშტერდა.
Mrs. Bird stopped speaking and stared at Paddington.
201499.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 2, დათვი ყელამდე პრობლემებშია
– ეს რა არის?
– What is it?
201500.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 2, დათვი ყელამდე პრობლემებშია
– ეს რა კი არა, დათვია, – უთხრა ჯუდიმ, – და პადინგტონი ჰქვია.
– It’s not a what, it’s a bear, - said Judy, - His name’s Paddington.