მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201761.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 3, პადინგტონი მეტროში
ინსპექტორმა ამოიოხრა.
The inspector sighed.
201762.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 3, პადინგტონი მეტროში
– ვერაფერი გამიგია, – ჩაიჩურჩულა მან, – ეს მოწესრიგებული და რესპექტაბელური სადგური იყო.
- I can’t understand it, - he said, - This used to be such a well-run, respectable station.
201763.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 3, პადინგტონი მეტროში
მან მხრები აიჩეჩა.
He shrugged his shoulders.
201764.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
მამაკაცი ქუდს ზიზღით უყურებდა.
The man looked at the hat distastefully.
201765.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
– როგორც ვხედავ, ახალგაზრდა... ეეე... ჯენტლმენს ეს აღარ დასჭირდება, ასე არ არის, მადამ? – იკითხა მან.
- I take it the young... er... gentleman, will not be requiring this anymore, Madam? - he said.
201766.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
– კი მაგრამ, არ გინდა, ახალი, ლამაზი ქუდი გქონდეს, პადინგტონ?
-But wouldn’t you like a nice new hat, Paddington?
201767.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
– თქვენ თუ გსურთ, ერთს ავიღებ, ყოველი შემთხვევისთვის.
-l will have one for worst if you like.
201768.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
კონსულტანტმა ამ სამარცხვინო ნივთს თვალი აარიდა და დახლის ყველაზე მოშორებულ კუთხეში გადადო.
The salesman averting his gaze placed the offending article in the far end of the counter.
201769.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
მან მოუხმო ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც მის ზურგს უკან უსაქმოდ დაბორიალებდა.
“Albert!” He beckoned to a youth who was hovering in the background.
201770.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
ალბერტმა დახლის ქვეშ დაიწყო ქექვა.
Albert began to rummage under the counter.
201771.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
ასევე ერთი საწვიმარი ქურთუკი გვინდა ზაფხულისთვის.
We’d also like a raincoat for the summer.
201772.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
კონსულტანტმა მათ ქედმაღლურად გამოხედა.
The salesman looked at her haughtily.
201773.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
მას დათვები ისედაც არ ეხატებოდა გულზე და, მით უმეტეს, ეს დათვი საეჭვოდ უყურებდა მას მერე, რაც მისი დაწყევლილი ქუდი ახსენა.
He wasn’t very fond of bears and this one, especially, had been giving him queer looks ever since he’d mentioned his wretched hat.
201774.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
– არა, – უთხრა პადინგტონმა, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რას ნიშნავდა „გავერნმენტ სურპლასი“.
– No, – said Paddington, who had no idea what "Government Surplus" was.
201775.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
ის კაცს ისე დაჟინებით მიაშტერდა, რომ მან უხერხულად იგრძნო თავი და გვერდზე გაიხედა.
He stared hard at the man, who looked away uneasily.
201776.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
პადინგტონს მეტისმეტად გამგმირავი მზერა ჰქონდა, როდესაც ძალიან მოინდომებდა ხოლმე.
Paddington had a very persistent stare when he cared to use it.
201777.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
ეს შთამბეჭდავი მზერა იყო, რომელიც მამიდა ლუსიმ ასწავლა და მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ინახავდა.
It was a very powerful stare, one which his Aunt Lucy had taught him and which he kept for special occasions.
201778.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
კონსულტანტმა ამოიოხრა.
The assistant gulped.
201779.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
– დიახ, მადამ. რა თქმა უნდა, მადამ, – შემდეგ პადინგტონს მოუხმო, – აქეთ წამობრძანდით, სერ!
– Yes, Madam, certainly, Madam, - he beckoned to Paddington, - Come this way, sir.
201780.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
პადინგტონი კონსულტანტს გაჰყვა, დაახლოებით ორი ფუტის მოშორებით მიჰყვებოდა უკან და გამგმირავ მზერას არ აშორებდა.
Paddington followed the assistant, keeping about two feet behind him, and staring very hard.