მოიძებნა 669199 ჩანაწერი
201781.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
შენიშნა, რომ მამაკაცს კისერი გაუწითლდა და ნერვიულად დაიწყო საყელოს სწორება.
The back of the man’s neck seemed to go a dull red and he fingered his collar nervously.
201782.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
ქუდების დახლს რომ ჩაუარეს, ალბერტმა, რომელსაც მისი ზემდგომი მუდმივ შიშში ამყოფებდა, და რომელიც ამ მოვლენებს პირდაღებული ადევნებდა თვალყურს, პადინგტონს მოწონების ნიშნად ცერა თითი აჩვენა.
As they passed the hat counter, Albert, who lived in constant fear of his superior, and who had been watching the events with an open mouth, gave Paddington the thumbs-up sign.
201783.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
პადინგტონმა მას თათი დაუქნია.
Paddington waved a paw.
201784.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
პადინგტონმა უფლება მისცა კონსულტანტს, მისთვის ქურთუკი ჩაეცმია, შემდეგ კი სარკეში ცქერა და საკუთარი თავით ტკბობა დაიწყო.
He allowed the assistant to help him on with the coat and then stood admiring himself in the mirror.
201785.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
მან სარკეში ჩაიხედა და ძალიან გაუკვირდა, როდესაც ერთი დათვის ნაცვლად დათვების მთელი მწკრივი დაინახა, რომლებიც მთელ სიგრძეზე ჩამწკრივებულიყვნენ.
He looked at himself in the mirror and was surprised to see not one, but a long line of bears stretching away as far as the eye could see.
201786.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
სინამდვილეში, საითაც კი გაიხედავდა, ყველგან დათვები იყვნენ, თან ყველანი ძალიან მოხდენილად გამოიყურებოდნენ.
In fact, everywhere he looked there were bears, and they were ail looking extremely Smart.
201787.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
– წელს დიდი კაპიუშონებია მოდაში, მადამ, – უთხრა კონსულტანტმა.
- Hoods are being worn large this year, Madam, - said the assistant.
201788.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
მას კიდევ უნდოდა, ეთქვა, რომ პადინგტონს ისედაც კარგა მოზრდილი თავი აქვსო, მაგრამ გადაიფიქრა.
He was about to add that Paddington seemed to have rather a large head anyway but he changed his mind.
201789.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
– მოგწონს, პადინგტონ? – ჰკითხა მისის ბრაუნმა.
- Do you like it, Paddington? - asked Mrs. Brown.
201790.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
პადინგტონმა სარკეში დათვების თვლა შეწყვიტა.
Paddington gave up counting bears in the mirror.
201791.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
მისის ბრაუნმა და კონსულტანტმა შვებით ამოისუნთქეს.
Mrs. Brown and the assistant heaved a sigh of relief.
201792.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
ის ქუდების დახლთან მივიდა, სადაც ალბერტს უკვე ქუდების მთელი გროვა დაეხვავებინა, თავად კი აღტაცებულ თვალებს ვერ აშორებდა პადინგტონს.
She walked over to the hat counter, where Albert, who could still hardly take his admiring eyes off Paddington, had arranged a huge pile of hats.
201793.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
– შეგიძლიათ, ყურების ადგილები ამოჭრათ, – უთხრა ალბერტმა.
– You could cut some holes for them, - said Albert.
201794.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
– ახლავე წავალ და მაკრატელს მოვიტან.
– I'll go and fetch my scissors.
201795.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
– არა მგონია, საჭირო იყოს, – სწრაფადვე უთხრა მისის ბრაუნმა.
- I don’t think that will be necessary at all, - said Mrs. Brown, hurriedly.
201796.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
– ქალაქში სამუშაოდ სიარულს სულაც არ აპირებს, ასე რომ, რაღაც მოდური სულაც არ გვჭირდება.
- It’s not as if he had to go to work in the city, so he doesn’t want anything too smart.
201797.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
მწვანე ფერი ახალ ქურთუკსაც მოუხდება, თანაც იწელება და სიცივეში ყურებზეც თავისუფლად ჩამოიცვამს.
The green will go well with his new coat and it’ll stretch so that he can pull it down over his ears when it gets cold.
201798.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
ყველამ აღნიშნა, რომ პადინგტონი ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა, სანამ მისის ბრაუნი მაკინტოშს დაეძებდა, ის ჩქარი ნაბიჯით ისევ სარკეებისკენ გაემართა.
Everyone agreed that Paddington looked very Smart, and while Mrs. Brown looked for a mackintosh, he trotted off to the mirror.
201799.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
პადინგტონი ამაყობდა თავისი თავით და ერთი სული ჰქონდა გაეგო, სხვებიც თუ შეამჩნევდნენ.
Paddington felt very proud of himself and he was anxious to see if other people noticed.
201800.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 4, საყიდლებზე სიარული
პადინგტონმა ალბერტს ხელი ჩამოართვა, შემდეგ ისევ კონსულტანტს მიუბრუნდა და კიდევ ერთი ხანგრძლივი და შიშის მომგვრელი მზერა მიაპყრო.
After shaking hands with Albert, Paddington gave the assistant one more long, hard stare.