მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202161.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
უფრო ღრმად შეტოპა წყალში და გასაბერ რგოლში გადაწვა.
He paddled out to where the water was deeper and then lay back in his rubber tyre.
202162.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
თვალები დახუჭა და ქონგურებიანი, წყლის არხებშემოვლებული ქვიშის ულამაზესი ციხესიმაგრე წარმოიდგინა.
He closed his eyes and in his mind, he had a picture of a beautiful castle made of sand, with battlements and towers and a moat.
202163.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
რამდენიმე ადამიანმა ისიც კი თქვა, რომ ქვიშის ამხელა ციხესიმაგრე ჯერ არასოდეს გვინახავსო.
Several people said they had never seen such a big sandcastle.
202164.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
პადინგტონი შეხტა და გამოფხიზლდა, რადგან იგრძნო, რომ ვიღაცამ წყალი შეაწუწა.
Paddington woke with a start as he felt someone splashing water on him.
202165.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– წამოდი, პადინგტონ, – უთხრა ჯუდიმ.
- Come on, Paddington, - said Judy.
202166.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
უამრავი საქმე გვაქვს.
We’ve got lots of work to do.
202167.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
პადინგტონს გული დასწყდა.
Paddington felt disappointed.
202168.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
მან თვალები მოიფშვნიტა და ჯუდისა და ჯონათანს გაჰყვა იქით, სადაც მისის ბირდს ბრაუნებისთვის უკვე ამოელაგებინა ლორის, კვერცხისა და ყველის, ხოლო სპეციალურად პადინგტონისთვის მარმელადის სენდვიჩები.
He rubbed his eyes and followed Judy and Jonathan where Mrs. Bird had laid out the sandwiches ham, egg, and cheese for everyone else, and spécial marmalade ones for Paddington.
202169.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– რას იტყვით იმაზე, რომ ლანჩის შემდეგ სამივე სხვადასხვა მიმართულებით წახვიდეთ და თითოეულმა ცალცალკე ააშენოთ ქვიშის კოშკები.
“I vote, that after we’ve eaten, you all go off in different directions and make your own sand-castles.
202170.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
ჩვენ ოფიციალურ კონკურსთან ერთად საკუთარ შეჯიბრებას მოვაწყობთ.
We’ll have our own private compétition as well as the official one.
202171.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
მაგრამ სამივე მხოლოდ ქვიშის ციხესიმაგრეზე ფიქრობდა და მის დარიგებას ყური არ ათხოვეს.
Her advice fell on deaf ears because they were all much too interested in sand-castles.
202172.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
სანაპირო ხალხით იყო გადაჭედილი და პადინგტონს კარგა დიდი მანძილის გავლა მოუწია, სანამ თავისუფალ ადგილს მონახავდა.
The beach was crowded and Paddington had to walk quite a long way before he found a deserted spot.
202173.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
მან თავდაპირველად წრეზე დიდი არხი გათხარა
First, of all he dug a big moat in a circle.
202174.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
შემდეგ კი ციხე–სიმაგრის კედლების ასაშენებლად ვედროთი ქვიშის ზიდვა დაიწყო.
Then he set to work carrying bucketloads of sand to build the walls of the castle.
202175.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
პადინგტონი შრომისმოყვარე დათვი იყო და, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული საქმე იყო, მაინც არ შეეშვა, სანამ ქვიშის მთელი გროვა არ მოზიდა.
Paddington was an industrious bear and even though it was hard work, he persevered until he had a huge pile of sand.
202176.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
შემდეგ ნიჩბით კედლების ამოყვანა და ქონგურების კეთება დაიწყო.
Then he set to work with his spade, smoothing out the walls and making the battlements.
202177.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
როდესაც საქმეს მორჩა, ნიჩაბი ერთ-ერთი კუთხის კოშკში ჩაარჭო და ზედ ქუდი ჩამოაცვა, მერე კი მარმელადის ქილასთან წამოწვა და თვალები დახუჭა.
When he had finished he stuck his spade in one of the corner towers, placed his hat on top of that, and then lay down inside next to his marmalade jar and closed his eyes.
202178.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
ძალიან დაღლილ, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილ პადინგტონს ტალღების შრიალში უმალ ჩაეძინა.
He felt tired but very pleased with himself, with the gentle roar of the sea in his ears he soon went fast asleep.
202179.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– ყველანი პლაჟზე ვიყავით, – თქვა ჯონათანმა.
- We’ve been all along the beach, - said Jonathan.
202180.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– სამაშველო რგოლიც კი არ აქვს, – ღელავდა მისის ბრაუნი.
– He didn’t even have his life-belt with him, - said Mrs. Brown anxiously.