მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202181.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
აღელვებული ბრაუნები სამეთვალყურეო კოშკიდან ჩამოსული მაშველის გარშემო შეგროვილიყვნენ.
The Browns were gathered in a worried group round the man from the lifesaving hut.
202182.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– აბაზანის მიღებაც კი არ უყვარს, – თქვა ჯუდიმ, – ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ცურვა არ იცის.
- He doesn’t even like having a bath much, - said Judy, - So I’m sure he can’t swim.
202183.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– აი, მისი ფოტო, ამ დილით გადაიღო.
– Here’s his photograph, he only had it taken this morning.
202184.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
მან მაშველს პადინგტონის ფოტოსურათი მიაწოდა და ცრემლები ხელსახოცით შეიმშრალა.
She handed the man Paddington’s picture and then dabbed at her eyes with a handkerchief.
202185.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
კაცმა სურათს დახედა.
The man looked at the picture.
202186.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– სამაშველო ნავს ვერ გაუშვებთ? – იმედიანად იკითხა ჯონათანმა.
– Can’t you launch a lifeboat? – asked Jonathan, hopefully.
202187.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
ამასობაში შევხედავთ, რის გაკეთება შეგვიძლია.
In the meantime, we’ll see what we can do.
202188.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
მისტერ ბრაუნს მეუღ ლის ხელი ეჭირა.
Mr. Brown held his wife’s arm.
202189.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– ნამდვილად პადინგტონის ქუდია, – თქვა ჯუდიმ, რომელიც ქუდს ათვალიერებდა,.
- It’s Paddington’s hat all right, - said Judy, examining it.
202190.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
მან ქუდი ამოატრიალა და ყველამ დაინახა მის შიდა პირზე შავი მელნით დახატული თათის ნიშანი.
She turned the hat inside out and showed them the outline of a paw mark in black ink.
202191.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– უკვე ბინდდება, – თქვა მან.
– It’s getting dark, – he said.
202192.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
მისის ბირდმა პლედი ძირს დადო და ხელები გადააჯვარედინა.
Mrs Bird put down the travelling rug and folded her arms.
202193.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– არსად წასვლას არ ვაპირებ, სანამ არ ვიპოვით.
– I'm not going back until he’s found.
202194.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
პადინგტონის გარეშე იმ ცარიელ სახლში ვერ დავბრუნდები.
“I couldn’t go back to that empty house, not without Paddington.
202195.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– არავინ აპირებს მის გარეშე დაბრუნებას, მისის ბირდ, – უთხრა მისტერ ბრაუნმა და უმწეოდ გახედა ზღვას,
– No one’s thinking of going back without him, Mrs Bird, – said Mr. Brown and he looked helplessly out to sea.
202196.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
- უბრალოდ... იქნებ სულაც არ წაუღია წყალს, – თქვა მაშველმა დამაიმედებლად
- It’s just... perhaps he didn’t get swept out to sea, - said the lifesaving man, helpfully.
202197.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
იქნებ პირსზე, ან კიდევ სადმე გავიდა,
- Perhaps he’s just gone on the pier or something.
202198.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
ეტყობა, რაღაც საინტერესო ხდება.
Must be something interesting going on.
202199.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– რა ხდება პირსზე, მეგობარო?
- What’s going on at the pier, chum?
202200.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
კაცმა, ისე, რომ არ შეჩერებულა, უკან მოიხედა და დაუყვირა: – ვიღაც ტიპმა ატლანტის ოკეანე ტივით მარტომ გადმოცურა.
Without stopping the man looked back over his shoulder and shouted: – Chap just crossed the Atlantic all by itself on a raft.