მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202221.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– აბა, დღეისთვის საკმარისია შეკითხვები, – თქვა მისტერ ბრაუნმა და მას ხელი ჩაჰკიდა.
– Now then, that’s enough questions for today, – said Mr. Brown, taking his paw.
202222.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– ეს დათვი დიდი ხანი იყო ზღვაში და დაღლილია.
- This bear’s been at sea for a long time and he’s tired.
202223.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
- სინამდვილეში, – მან დიდმნიშვნელოვნად გადახედა პადინგტონს, – მთელი შუადღე წყალში გაატარა!
- In fact, - he looked meaningly at Paddington, - He’s been at sea all the afternoon!
202224.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– ისევ სამშაბათია? – გულუბრყვილოდ იკითხა პადინგტონმა, – მეგონა, უფრო მეტი დრო გავიდა!
- Is it still only Tuesday? - asked Paddington, innocently, - I thought it was much later than that!
202225.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– სამშაბათია, – მწყრალად უპასუხა მისტერ ბრაუნმა, – შენ კი საშინლად გვანერვიულე!
- Tuesday, - said Mr. Brown, firmly, - And we’ve been worried to death over you!
202226.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
პადინგტონმა თავისი ვედრო, ნიჩაბი და მარმელადის ქილა აიღო.
Paddington picked up his bucket and spade and jar of marmalade.
202227.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
უკვე ბნელოდა, როდესაც სახლისკენ მიმავალმა ბრაუნებმა ბრაიტონის ზღვის სანაპიროს ავტომობილით ჩაუარეს.
It was dark when they drove along Brightsea front on their way home.
202228.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
პადინგტონი, რომელიც ავტომობილის უკანა სავარძელში იწვა, პლედში გახვეულიყო და მხოლოდ თავის ქვიშის კოშკზე ფიქრობდა.
But Paddington, who was lying in the back of the car wrapped in a blanket, was thinking of his sand-castle.
202229.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– თავს დავდებ, რომ ჩემი უფრო დიდი იყო, – თქვა ჯონათანმა.
- Bet you mine was the biggest, - said Jonathan.
202230.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– იქნებ სხვა დროს კიდევ მოვახერხოთ ჩამოსვლა და სხვა კონკურსიც მოვაწყოთ! – თქვა მისის ბრაუნმა.
– Perhaps we can corne again another day, then we can have another compétition, - said Mrs. Brown.
202231.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– აბა, ამაზე რას იტყვი, პადინგტონ?
– How about that, Paddington?
202232.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
ავტომობილის უკანა სავარძლიდან პასუხი არ ისმოდა.
There was no reply from the back of the car.
202233.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
პადინგტონი ღრმა ძილს მისცემოდა.
He was fast asleep.
202234.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
-ოჰ, ნუთუ ეს ჩემთვისაა?! – თქვა პადინგტონმა და ტორტს დამშეული თვალებით შეხედა.
- Oooh, is it really for me?! - said Paddington, and stared hungrily at the cake.
202235.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
ის შაქრის ჭიქურით იყო მორთული და კრემისა და მარმელადის შიგთავსი ჰქონდა.
It was covered with sugar icing and it had a cream and marmalade filling.
202236.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
ზემოდან ერთი სანთელი და წარწერა ჰქონდა: „პადინგტონს, საუკეთესო სურვილებით, დაბადების დღისთვის – ყველასგან”.
On the top, there was one candle and the words: "TO PADDINGTON WITH BEST WISHES FOR A HAPPY BIRTHDAY — FROM EVERYONE".
202237.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
პადინგტონის დაბადების დღის წვეულება მისის ბირდის იდეა იყო.
It had been Mrs. Bird’s idea to have a birthday party.
202238.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
პადინგტონი უკვე ორი თვეა მათთან ცხოვრობდა.
Paddington had been with them for two months.
202239.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
პადინგტონს ეს იდეა ძალიან მოეწონა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაიგო, რომ დათვებს წელიწადში ორი დაბადების დღე ჰქონდათ – ერთი ზამთარში და ერთიც ზაფხულში.
Paddington thought this was a good idea, especially when he was told that bears had two birthdays every year—one in the summer and one in the winter.
202240.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
– ისევე, როგორც დედოფალს, – უთხრა მისის ბირდმა, – ასე რომ, შენ საკუთარი თავი ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებად უნდა ჩათვალო.
- Just like the Queen, - said Mrs. Bird, - So you ought to consider yourself very important.