მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202201.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
მაშველი იმედგაცრუებულად გამოიყურებოდა.
The lifesaving man looked disappointed.
202202.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– კიდევ ერთი სარეკლამო ტრიუკი, – თქვა მან.
– Another of these publicity stunts, – he said.
202203.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
მისტერ ბრაუნი ჩაფიქრდა.
Mr. Brown looked thoughtful.
202204.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– ასეთი რამ მხოლოდ პადინგტონს თუ შეემთხვევა.
– It’s the sort of thing that would happen to Paddington.
202205.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– ის იქნება! – შესძახა ჯონათანმა, – ნამდვილად ის იქნება!
– It’s got to be! – cried Jonathan, – It’s just got to be!
202206.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
მათ ერთმანეთს გადახედეს, თავიანთი ნივთები სწრაფად შეაგროვეს და პირსის მიმართულებით ხალხის ნაკადს გაჰყვნენ.
They ail looked at each other and then, picking up their belongings, joined the crowd hurrying in the direction of the pier.
202207.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ ტურნიკეტამდე მიეღწიათ, რადგან პირსზე მომხდარი ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა და შესასვლელს ხალხის დიდი ბრბო მოაწყდა.
It took them a long time to force their way through the turnstile, for the news that something was happening on the pier had spread and there was a great throng at the entrance.
202208.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
მათ უჩვეულო სურათი გადაეშალათ თვალწინ.
A strange sight met their eyes.
202209.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
პადინგტონი, რომელიც მეთევზეებმა ის-ის იყო წყლიდან ამოიყვანეს, თავის ვედროზე იჯდა და რეპორტიორებს ელაპარაკებოდა.
Paddington, who had just been pulled out of the water by a fisherman, was sitting on his bucket talking to some reporters.
202210.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
რამდენიმე მათგანი სურათს უღებდა, დანარჩენებმა კი შეკითხვები დააყარეს.
Several of them were taking photographs while the rest fired questions at him.
202211.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– პირდაპირ ამერიკიდან აღმოჩნდით აქ? – შეეკითხა ერთ-ერთი რეპორტიორი.
– Have you come all the way from America? - asked one reporter.
202212.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
ბრაუნები, რომლებიც ჯერ ვერ მიმხვდარიყვნენ, სატირლად ჰქონდათ საქმე თუ სამხიარულოდ, პადინგტონის პასუხს დაელოდნენ.
The Browns, hardly knowing whether to laugh or cry, waited eagerly for Paddington’s reply.
202213.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
მან ზღვისკენ უმისამართოდ გაიშვირა თათი.
He waved a paw vaguely in the direction of the sea.
202214.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– შემთხვევით დინებამ წამიღო.
- I got caught by the tide.
202215.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვედროში იჯექით? – ჰკითხა მეორემ, თან სურათიც გადაუღო.
- And you sat in that bucket all the time? - asked another man, taking a picture.
202216.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– სწორედ ასეა, – უპასუხა პადინგტონმა, – საბედნიეროდ, ნიჩაბი თან მქონდა და იმას ვუსვამდი.
- That’s right, - replied Paddington, - And I used my spade as a paddle, it was lucky I had it with me.
202217.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– წყალმცენარეებით იკვებებოდით?
- Did you live on plankton?
202218.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
პადინგტონი დაიბნა.
Paddington looked puzzled.
202219.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
– არა, – უთხრა მან, – მარმელადით.
- No, - he said, - Marmalade.
202220.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 7, თავგადასავალი პლაჟზე
მისტერ ბრაუნმა ხალხის ბრბო გაარღვია.
Mr Brown pushed his way through the crowd.