მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202281.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
– როგორც ვიცი, პადინგტონმა ჩვენთვის სიურპრიზი მოამზადა.
- I think Paddington has a surprise for us.
202282.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
სანამ ყველა სკამების გადაადგილებით იყო დაკავებული, პადინგტონი მისაღებ ოთახში გაუჩინარდა, უკან რომ დაბრუნდა, ხელში ილუზიონისტის აღჭურვილობა ეჭირა.
While everyone was busy moving their seats to one side of the room, Paddington disappeared into the drawing-room and returned carrying his conjuring outfit.
202283.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
ჯადოსნური მაგიდის აწყობისა და ჯადოსნური ყუთის წესრიგში მოყვანის დროს ცოტა ხნით შეყოვნდა, მაგრამ მალე ყველაფერი მზად ჰქონდა.
There was a short delay while he erected his magic table and adjusted the mystery box, but soon all was ready.
202284.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
– ჯერ არც ერთი არ გაგიკეთებია, – ჩაიბურტყუნა მისტერ კერიმ.
– But you haven’t done one yet, – grumbled Mr. Curry.
202285.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
პადინგტონს ყურადღება არ მიუქცევია მისი შენიშვნისთთვის და ფურცელი გადაშალა.
Ignoring the remark, Paddington turned over the page.
202286.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
– ამ ფოკუსისთვის ერთი კვერცხი დამჭირდება.
– For this trick, I shall require an egg.
202287.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
– ღმერთო დიდებულო! – ჩაილაპარაკა მისის ბირდმა და სამზარეულოსკენ გაეშურა, – გული მიგრძნობს, რაღაც საშინელება უნდა მოხდეს.
– Oh dear, – said Mrs. Bird, as she hurried out to the kitchen, – I know something dreadful is going to happen.
202288.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
პადინგტონმა კვერცხი ჯადოსნური მაგიდის შუაგულში მოათავსა და ზემოდან ცხვირსახოცი გადააფარა.
Paddington placed the egg in the centre of his magic table and covered it with a handkerchief.
202289.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
მისტერ და მისის ბრაუნებმა ერთმანეთს გადახედეს.
Mr. and Mrs. Brown looked at each other.
202290.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
ორივენი ხალიჩაზე ფიქრობდნენ.
They were both thinking of their carpet.
202291.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
– ჰეი პრესტო! – თქვა პადინგტონმა და ცხვირსახოცი ასწია.
– Hey presto! – said Paddington, and pulled the handkerchief away.
202292.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
ყველას გასაკვირად, კვერცხი გაუჩინარდა.
To everyone’s surprise, the egg had disappeared.
202293.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
– ახლა უკან დააბრუნე ეგ კვერცხი!
– Now make it come back again!
202294.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
საკუთარი თავით უაღრესად კმაყოფილმა პადინგტონმა თავი დაუკრა.
Feeling very pleased with himself, Paddington took his bow.
202295.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
– შესანიშნავია, – თქვა მისტერ კერიმ, რომელიც მუხლზე ხელს ირტყამდა.
– Excellent, – said Mr. Curry, slapping his knee.
202296.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
– ახლა კი ტრიუკი გაუჩინარებით!
– And now, he disappearing trick!
202297.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
მან მისის ბრაუნის საუკეთესო ქოთნის ყვავილები ჯადოსნური ყუთის გვერდით, სასადილო მაგიდაზე დააწყო.
He took a bowl of Mrs Brown’s best flowers and placed them on the dining-table alongside his mystery box.
202298.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
ზუსტად არც ის იცოდა, თუ როგორ მუშაობდა ჯადოსნური ყუთი, ან სად უნდა მოეთავსებინა ყვავილები, რომ ისინი გაუჩინარებულიყვნენ.
He wasn’t at all sure how the mystery box worked or even where you put the flowers to make them disappear.
202299.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
– შორს ვერ წავიდოდა, – თქვა მისტერ კერიმ, – მოდი, შევამოწმოთ.
– Well, he can’t have gone far, - said Mr. Curry.
202300.
დათვი, სახელად პადინგტონი | თავი 8, გაუჩინარებული ნივთების საიდუმლო
ის წამოდგა, ყუთზე ღონივრად დააკაკუნა და მიაყურადა.
He got up, knocked loudly on the box, and then put his ear to it.