მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202521.
მატილდა | თავი 4, მოჩვენება
– მშვენიერი დრო გაგვატარებინა, – მიუგო მატილდამ.
"We had a lovely time with it," Matilda said.
202522.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
როგორ ნატრობდა მატილდა, რომ მოსიყვარულე, გამგები, ღირსეული და გონიერი მშობლები ჰყოლოდა.
Matilda longed for her parents to be good and loving and understanding and honourable and intelligent.
202523.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
არაჩვეულებრივად სხარტი გონების წყალობით, შეეძლო, ისინი თავის ნებაზე ეტრიალებინა.
For sheer cleverness she could run rings around them all.
202524.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
მაგრამ, ვაი, რომ დიდხანს ვერ გასტანა.
But alas, this couldn't last.
202525.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
მორიგი აფეთქება სასტუმრო ოთახში მოხდა.
The next flare-up came in the sitting-room.
202526.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
ბატონი ვორმვუდი სამსახურიდან სულ ახალმოსული იყო.
Mr Wormwood had just returned from work.
202527.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
ტელევიზორი ჯერ არ იყო ჩართული.
The television had not yet been switched on.
202528.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
საკუთარი ქალიშვილის ქორწილისთვის საგანგებოდ გამოწყობილ, დაბალი კვალიფიკაციის ბუკმეკერს წააგავდა.
He looked like a low-grade bookmaker dressed up for his daughter's wedding.
202529.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
ძალიან თვითკმაყოფილი ჩანდა იმ საღამოს.
He was clearly very pleased with himself this evening.
202530.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– ასე, ჩემო ბიჭო. მამაშენს დღეს ძალიან გაუმართლა.
"Well, my boy, your father's had a most successful day."
202531.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
არც მეტი, არც ნაკლები, ხუთი მანქანა გავყიდე და თითოეულზე სუფთა მოგება დამრჩა.
He has sold no less than five cars, each one at a tidy profit.
202532.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– აბა, ჩაწერე ეს რიცხვები.
"Write down these figures."
202533.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– აბა, ეგ კიდევ გაიმეორე.
"Say that again."
202534.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– მეოთხე მანქანა: დამიჯდა 86 გირვანქა, ნამდვილი ჯართი იყო, და გავასაღე 699 გირვანქად და 50 პენად.
"Car number four cost eighty-six pounds — a real wreck that was — and sold for six hundred and ninety-nine pounds fifty."
202535.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– ხომ ყველა ციფრი ჩაიწერე, შვილო?
"You got all those figures written down, son?"
202536.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
აბა, ახლა გამოთვალე მოგება, რომელიც თითოეული მანქანიდან მივიღე და შეაჯამე.
"Now work out the profit I made on each of the five cars and add up the total.
202537.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– მე, მაგალითად, პირდაპირ გამომთვლელი მიდევს თავში.
"I've practically got a computer inside my head."
202538.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– ათი წუთიც არ დამჭირდა, რომ დამეანგარიშებინა.
"It took me less than ten minutes to work the whole thing out."
202539.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– ამას ვერავინ შეძლებს.
"Nobody could do that."
202540.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
მატილდამ წყნარად ჩაილაპარაკა.
Matilda said quietly.