მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202541.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– მე და შენი ძმა დიდი ფინანსური ოპერაციებით ვართ დაკავებული.
"Your brother and I are busy with high finance."
202542.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– მორჩი გამოცნობანას და ჭკუისკოლოფობანას თამაშს.
"Stop guessing and trying to be clever."
202543.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– დახედე შენს პასუხს, მამიკო, – მშვიდად უთხრა მატილდამ.
"Look at your answer, dad," Matilda said gently.
202544.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– თუ სწორად იანგარიშე, 4303 გირვანქა და 50 პენი უნდა იყოს.
"If you've done it right it ought to be four thousand three hundred and three pounds and fifty pence."
202545.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
კიდევ ერთხელ ჩამოვარდა სიჩუმე.
There was another silence.
202546.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– ნამდვილად ვიცი, სწორია.
"I'm sure it's right."
202547.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– მამიკო, მე ხომ ოთახის მეორე ბოლოში ვარ.
"Daddy, I'm the other side of the room."
202548.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– რა თქმა უნდა, ჩაიხედე!
"Of course you looked!"
202549.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
სხვანაირად სწორ პასუხს მთელ მსოფლიოში ვერავინ იტყოდა. მითუმეტეს, გოგო!
No one in the world could give the right answer just like that, especially a girl!
202550.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– პატარა ცრუპენტელა ხარ, ქალბატონო, აი, ვინა ხარ! ცრუპენტელა!
"You're a little cheat, madam, that's what you are! A cheat and a liar!"
202551.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
ამ დროს დიდი ლანგრით ხელში დედაც შემოვიდა და ყველას ვახშამი შემოუტანა.
At that point, the mother came in carrying a large tray on which were the four suppers.
202552.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
ამჯერად თევზი და შემწვარი კარტოფილი იყო.
This time it was fish and chips.
202553.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– ასე რამ გაგაწითლა, ჰარი?
"What are you looking so red in the face about, Harry?"
202554.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– შენი ქალიშვილი მატყუარაა.
"Your daughter's a liar."
202555.
მატილდა | თავი 5, მათემატიკა
– ჩართე ტელევიზორი და მოვრჩეთ ლაპარაკს.
"Turn the telly on and let's not have any more talk."
202556.
მატილდა | თავი 6, პლატინისფერთმიანი მამაკაცი
მეორე დილით ადრე ადგა, სააბაზანოში შევიდა და კარი ჩარაზა.
The next morning she got up early and went into the bathroom and locked the door.
202557.
მატილდა | თავი 6, პლატინისფერთმიანი მამაკაცი
„ჯანსაღი და ძლიერი თმა მაქვს, – უყვარდა თქმა, – ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის ქვეშაც ასეთივე ძლიერი ტვინია“.
"Good strong hair," he was fond of saying, "means there's a good strong brain underneath."
202558.
მატილდა | თავი 6, პლატინისფერთმიანი მამაკაცი
– როგორიც შექსპირს ჰქონდა, არა? – ჰკითხა ერთხელ მატილდამ.
"Like Shakespeare," Matilda had once said to him.
202559.
მატილდა | თავი 6, პლატინისფერთმიანი მამაკაცი
– ჭკვიანი იყო?
"Was he brainy?"
202560.
მატილდა | თავი 6, პლატინისფერთმიანი მამაკაცი
– თმაც ბლომად ექნებოდა ალბათ.
"He had masses of hair, did he?"