მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202701.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
რაღა ხარაბუზა გაგიჭყლეტია და რაღა ცუდი გოგო.
Squashing a bad girl is like trying to squash a bluebottle.
202702.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
საზიზღარი ქმნილებები არიან ეს პატარა გოგოები.
Nasty dirty things, little girls are.
202703.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– ერთ დროს თქვენც ხომ პატარა გოგო იქნებოდით!
"You must have been a little girl once, Headmistress."
202704.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– მალე დავქალდი.
"I became a woman very quickly."
202705.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– უნდა გითხრათ, რომ სულ ტყუილად აბრალებთ მატილდას თქვენი მაგიდის ქვეშ ასაფეთქებლის შეგდებას.
"I must tell you, that you are completely mistaken about Matilda putting a stink-bomb under your desk."
202706.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– მე არასოდეს არაფერი მეშლება, მის ჰანი!
"I am never mistaken, Miss Honey!"
202707.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– ჰო, მაგრამ, პატივცემულო, ბავშვი დღეს პირველად მოვიდა სკოლაში და პირდაპირ საკლასო ოთახში შევიდა...
"But Headmistress, the child only arrived in school this morning and came straight to the classroom..."
202708.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– ნუ მეკამათები, ქალო!
"Don't argue with me, woman!"
202709.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– კიდევ რაღა გნებავს, მის ჰანი?
"Now what is it you want, Miss Honey?"
202710.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– რატომ მაფლანგვინებ დროს?
"Why are you wasting my time?"
202711.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– დაუჯერებელი ამბავი მინდა გითხრათ ამ ბავშვის შესახებ.
"I have extraordinary things to report about the child."
202712.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– ალბათ კაბაზე ცეცხლი წაგიკიდა და ნიფხავი დაგიწვა, – ჩაიფრუტუნა მის ტრანჩბულმა.
"I suppose she set fire to your skirt and scorched your knickers!" Miss Trunchbull snorted.
202713.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– არა, არა! – წამოიძახა მის ჰანიმ, – მატილდა გენიოსია.
"No, no!" Miss Honey cried out. "Matilda is a genius."
202714.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
ამ სიტყვის გაგონებაზე მის ტრანჩბულს სახე მეწამული გაუხდა და სხეული გომბეშოსავით გაებერა.
At the mention of this word, Miss Trunchbull's face turned purple and her whole body seemed to swell up like a bullfrog's.
202715.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– რა სისულელეს როშავ, ქალბატონო?
"What piffle is this you are talking, madam?"
202716.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– გეტყობა, ჭკუიდან გადახვედი!
"You must be out of your mind!"
202717.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– თავად მამამისმა მითხრა, ჩემი შვილი ნამდვილი ბანდიტიაო!
"I have her father's word for it that the child is a gangster!"
202718.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– მამამისი ცდება, პატივცემულო.
"Her father is wrong, Headmistress."
202719.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– ეგ ღლაპი შენ ნახევარი საათის წინ ნახე პირველად, მამამისი კი დაბადებიდან იცნობს.
"You have met the little beast for only half an hour and her father has known her all her life!"
202720.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– ჩემო კარგო ქალბატონო, ეს არ ნიშნავს გენიოსობას!
"My dear woman, that doesn't make her a genius!"