მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202721.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– ეგ მეც შემიძლია, – მიახალა მის ტრანჩბულმა.
"So can I," Miss Trunchbull snapped.
202722.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– ჰა?! – შესძახა მის ტრანჩბულმა, – მაშ, მისი თავიდან მოშორება გდომებია, არა?
"Ha!" snorted Miss Trunchbull. "So you want to get rid of her, do you?"
202723.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– ესე იგი ვერ უმკლავდები!
"So you can't handle her?"
202724.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– მშვენივრად ჩავწვდი შენს პატარა გეგმას, ქალბატონო!
"I can see right through your little plot, madam!"
202725.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– ჩემი პასუხი კი უარია!
"And my answer is no!"
202726.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– კი მაგრამ, პატივცემულო, გთხოვთ...
"But Headmistress, please . . ."
202727.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– არც ერთი ზედმეტი სიტყვა! – იყვირა მის ტრანჩბულმა.
"Not another word!" shouted Miss Trunchbull.
202728.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– სხვათა შორის, წესად მაქვს, რომ ამ სკოლაში ყველა ბავშვი თავისი ასაკის შესაფერის კლასში უნდა იყოს, თავიანთი მონაცემების მიუხედავად.
"And in any case, I have a rule in this school that all children remain in their own age groups regardless of ability."
202729.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– ასეთი რამ ვის გაუგია?!
"Whoever heard of such a thing!"
202730.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
მის ჰანი უმწეოდ იდგა წითელკისერა გოლიათის წინ.
Miss Honey stood there helpless before this great red-necked giant.
202731.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
კიდევ ბევრი რამის თქმას აპირებდა, მაგრამ მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა.
There was a lot more she would like to have said but she knew it was useless.
202732.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– არ დაგავიწყდეს, ქალბატონო, რომ ხუთი წლის გველგესლასთან გვაქვს საქმე, მერხის ქვეშ ასაფეთქებელი რომ შემიგდო...
"And don't forget, madam, that we are dealing here with a little viper who put a stink-bomb under my desk . . ."
202733.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– ეს მას არ ჩაუდენია!
"She did not do that!"
202734.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– და იცი, რას გეტყვი?
"And I'll tell you what."
202735.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
– ისე ავუჭრელებდი მატილდას საჯდომს, ერთი თვე მერხზე ვერ დაჯდებოდა!
"I'd have roasted Matilda's bottom for her so she couldn't sit down for a month!"
202736.
მატილდა | თავი 8, მის ტრანჩბული
საკუთარ თავს შეჰპირდა, რომ ბავშვისთვის რამეს იღონებდა.
I am going to do something about this child, she told herself.
202737.
მატილდა | თავი 9, მატილდას მშობლები
მის ჰანი დირექტორის კაბინეტიდან რომ გამოვიდა, ბავშვების უმეტესობა სათამაშო მოედანზე გამოფენილიყო.
When Miss Honey emerged from the Headmistress's study, most of the children were outside in the playground.
202738.
მატილდა | თავი 9, მატილდას მშობლები
მერე მატილდა მოძებნა და საკლასო ოთახში შეიყვანა.
Then she sought out Matilda and called her into the classroom.
202739.
მატილდა | თავი 9, მატილდას მშობლები
– ამ კლასში შენს უსაქმოდ ჯდომას აზრი არა აქვს.
"There is no point in you sitting in class doing nothing."
202740.
მატილდა | თავი 9, მატილდას მშობლები
თუ რამე კითხვა გაგიჩნდება, გაკვეთილების ბოლოს მოდი და მეც შევეცდები, დაგეხმარო.
At the end of the lesson you can come up to me with your questions if you have any and I shall try to help you.