მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202821.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– ყველაფერს ახლა ვერ გავიხსენებ.
– I can't remember them all now.
202822.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
ისეთი დრო შევარჩიე, როცა ვიცოდი, რომ ტრანჩბული მეექვსე კლასელებთან ატარებდა გაკვეთილს.
I chose a time when I knew the Trunchbull was out of the way teaching the sixth-formers.
202823.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
გამალებული ჩხრეკის შემდეგ იმ უჯრას მივაგენი, სადაც თავის ყველა სპორტულ შარვალს ინახავდა.
And after a speedy search I found the drawer where she kept all her gym knickers.
202824.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– მერე რა მოხდა?
– What happened next?
202825.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
იარლიყზე ეწერა, რომ ფხვნილი შხამიანი გველების დაფქული კბილებისგან იყო დამზადებული.
The label said it was made from the powdered teeth of deadly snakes.
202826.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
ჰორტენზია წამით შეჩერდა, რომ პირი ჩიპსებით აევსო.
Hortensia paused to cram crisps into her mouth.
202827.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– გამოვიდა? – ჰკითხა ლავენდერმა.
– Did it work? – Lavender asked.
202828.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
მათთვის სრულიად ნათელი იყო, რომ იმწუთას ოსტატის წინაშე იდგნენ.
It was quite clear to them that they were at this moment standing in the presence of a master.
202829.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– კი მაგრამ, ამჯერად როგორღა დაგიჭირა?
– But how did she catch you that time?
202830.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
ტრანჩბული უბრალოდ ყურში მწვდა.
The Trunchbull simply grabbed me by one ear.
202831.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
შემდეგ ტრანჩბული მოგვიბრუნდა და გვითხრა.
Then the Trunchbull turned to us and said.
202832.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
- დღეიდან, თუ ვინმეს წავასწრებ, რომ გაკვეთილზე რამეს მიირთმევს, პირდაპირ ფანჯრიდან გავისვრიო.
- From now on, anybody caught eating in class goes straight out the window.
202833.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– ძვლები ხომ არ ჩაემტვრა იმ იულიუს როთვინკელს? – იკითხა ლავენდერმა.
- Did this Julius Rottwinkle break any bones? - Lavender asked.
202834.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– არ დაგავიწყდეთ, რომ ერთ დროს ტრანჩბული ბრიტანეთის სახელით ოლიმპიურ თამაშებზე გამოდიოდა ჩაქუჩის ტყორცნაში.
- You've got to remember that the Trunchbull once threw the hammer for Britain in the Olympics.
202835.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– ასე რომ, თავისი მარჯვენა ხელით ძალიან ამაყობს.
- So she's very proud of her right arm.
202836.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– ჩაქუჩის ტყორცნა რაღაა?
– What's throwing the hammer?
202837.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
ტრანჩბული ნებისმიერ რამეს მოისვრის, მკლავი რომ მუდამ ფორმაში ჰქონდეს, განსაკუთრებით კი, ბავშვებს.
The Trunchbull will throw anything around just to keep her arm in, especially children.
202838.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– ერთხელ გავიგონე, როგორ ამბობდა, მოზრდილი ბიჭი ზუსტად ოლიმპიური ჩაქუჩის წონისაა და ამიტომ სავარჯიშოდ ძალიან მოსახერხებელიაო.
– I once heard her say, that a large boy is about the same weight as an Olympic hammer and therefore he's very useful for practising with.
202839.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
ამ დროს უცნაური რამ მოხდა.
At that point something strange happened.
202840.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– ფრთხილად იყავით, – დაიჩურჩულა ჰორტენზიამ.
– Watch out, – Hortensia whispered.