მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202841.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
მატილდამ და ლავენდერმა ირგვლივ მიმოიხედეს და მის ტრანჩბულის გიგანტური ფიგურა დაინახეს.
Matilda and Lavender glanced round and saw the gigantic figure of Miss Trunchbull.
202842.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
ბავშვებმა სასწრაფოდ უკან დაიხიეს, მისთვის რომ ის გაეტარებინათ.
The children drew back hastily to let her through.
202843.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– ამ შტერ ამანდას თავისი გრძელი თმა არდადეგების დროს კიდევ უფრო გაუზრდია, დედამისი კი ამდგარა და დაუწნავს.
– That idiot Amanda has let her long hair grow even longer during the holidays and her mother has plaited it into pigtails.
202844.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
მატილდამ და ლავენდერმა დაინახეს, როგორ დაადგა თავზე მწვანეგალიფეიანი გოლიათი ათიოდე წლის გოგონას, რომელსაც წყვილი ოქროსფერი ნაწნავი მხრებზე ეყარა.
Matilda and Lavender saw the giant in green breeches advancing upon a girl of about ten who had a pair of plaited golden pigtails hanging over her shoulders.
202845.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
შიშისაგან დამბლადაცემულმა ამანდამ ძლივს მოახერხა წამოლუღლუღება.
Amanda, paralysed with fright, managed to stutter.
202846.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– შენი დედიკო შტერია! – დაიღრიალა ტრანჩბულმა.
– Your mummy's a twit! – the Trunchbull bellowed.
202847.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– ჩემს დედიკოს კი ძალიან ლამაზი ვგონივარ, მის ტრანჩბულ, – წამოილუღლუღა ამანდამ, რომელიც ბლომანჟესავით თრთოდა.
– My mummy thinks I look lovely, Miss Trunchbull, – Amanda stuttered, shaking like a blancmange.
202848.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– მე შენ გიჩვენებ ნაწნავებს, შე პატარა ვირთხავ, შენა!
"She's getting up speed now just like she does with the hammer."
202849.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– კარგი ნატყორცნია, სერ! – იყვირა ვიღაცამ სათამაშო მოედნის მხრიდან.
– Well thrown, sir! – someone shouted from across the playground.
202850.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
ბალახზე დავარდა და სამჯერ გადაკოტრიალდა.
She landed on the grass and bounced three times.
202851.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
შემდეგ, ყველას გასაოცრად, წამოჯდა.
Then, amazingly, she sat up.
202852.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
ტრანჩბულიც იქვე იდგა სათამაშო მოედანზე და ხელებს იფშვნეტდა.
The Trunchbull stood in the playground dusting off her hands.
202853.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– შეშლილია, – თქვა ჰორტენზიამ.
– She's mad, – Hortensia said.
202854.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– კი მაგრამ, ნუთუ მშობლები არ უჩივიან? – იკითხა მატილდამ.
– But don't the parents complain? – Matilda asked.
202855.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– ჩემები ვიცი, რომ არა.
– I know mine wouldn't.
202856.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
დედებსაც და მამებსაც ზუსტად ისე ექცევა, როგორც მათ შვილებს.
She treats the mothers and fathers just the same as the children.
202857.
მატილდა | თავი 10, ჩაქუჩის ტყორცნა
– შეგხვდებით კიდევ თქვენ ორს.
– I'll be seeing you some time, you two.
202858.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
დოროთი კანზასის დიდი პრერიების შუაგულში ცხოვრობდა, ძია ჰენრისთან ერთად, რომელიც ფერმერი იყო და დეიდა ემთან ერთად, რომელიც ფერმერის ცოლი იყო.
Dorothy lived in the midst of the great Kansas prairies, with Uncle Henry, who was a farmer, and Aunt Em, who was the farmer’s wife.
202859.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
ოთახში იდგა ჟანგმოკიდებული ქურა, ბუფეტი, მაგიდა, ოთხი სკამი და საწოლები.
This room contained a rusty-looking cookstove, a cupboard, a table, four chairs, and the beds.
202860.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
ერთ კუთხეში დიდი საწოლი ძია ჰენრისა და დეიდა ემისი იყო, ხოლო მეორე კუთხეში პატარა საწოლი დოროთისი იყო.
Uncle Henry and Aunt Em had a big bed in one corner, and Dorothy a little bed in another corner.