მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202901.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
მართალია, სახლი ქანაობდა და ქარიც ღმუოდა, მაგრამ დოროთიმ ცოტა ხანში თვალები დახუჭა და ჩაეძინა.
In spite of the swaying of the house and the wailing of the wind, Dorothy soon closed her eyes and fell fast asleep.
202902.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
დოროთი დარტყმამ გამოაღვიძა, ისეთმა უცაბედმა და ძლიერმა, რბილ ლოგინზე რომ არ წოლილიყო, რამეს იტკენდა.
She was awakened by a shock, so sudden and severe that if Dorothy had not been lying on the soft bed she might have been hurt.
202903.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ასე იყო თუ ისე, ამ შეჯანჯღარებაზე სული განაბა და გაიფიქრა, ნეტავი რა მოხდაო.
As it was, the jar made her catch her breath and wonder what had happened.
202904.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ტოტომ პაწია, ცივი ცხვირი სახეში ჩაუყო და საწყლად აწკმუვლდა.
Toto put his cold little nose into her face and whined dismally.
202905.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
დოროთი წამოჯდა და შენიშნა, რომ სახლი აღარ იძვროდა; აღარც ბნელოდა, ფანჯარაში მზე კაშკაშებდა და პატარა ოთახს ავსებდა.
Dorothy sat up and noticed that the house was not moving, nor was it dark, for the bright sunshine came in at the window, flooding the little room.
202906.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
დოროთი საწოლიდან წამოხტა, გაიქცა და კარი გააღო, ტოტოც ფეხდაფეხ მიჰყვა.
Dorothy sprang from her bed and with Toto at her heels ran and opened the door.
202907.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
გარეთ ისეთი საკვირველება დაინახა, რომ განცვიფრებით შეჰყვირა და მიიხედ-მოიხედა, თვალები უფრო და უფრო უფართოვდებოდა.
The little girl gave a cry of amazement and looked about her, her eyes growing bigger and bigger at the wonderful sights she saw.
202908.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ციკლონს სახლი ძალიან რბილად დაეშვა საოცარი სილამაზის ქვეყნის შუაგულში.
The cyclone had set the house down very gently in the midst of a country of marvelous beauty.
202909.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ყოველ ნაბიჯზე გროვა-გროვა იზრდებოდა უმშვენიერესი ყვავილები, ხეებზე და ბუჩქებზე იშვიათი, მოელვარე ბუმბულით შემოსილი ფრინველები გალობდნენ და ფრთხიალებდნენ.
Banks of gorgeous flowers were on every hand, and birds with rare and brilliant plumage sang and fluttered in the trees and bushes.
202910.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
სანამ იდგა და ხარბად უყურებდა ამ უცნაურ და ლამაზ სანახაობას, უცებ შენიშნა, რომ ჯგუფად უახლოვდებოდა ისეთი უცნაური ხალხი, როგორიც თავის დღეში არ ენახა.
While she stood looking eagerly at the strange and beautiful sights, she noticed coming toward her a group of the queerest people she had ever seen.
202911.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ისინი არც ზრდასრული ადამიანისოდენა იყვნენ, რასაც მიჩვეული იყო, და არც ძალიან პატარები.
They were not as big as the grown folk she had always been used to, but neither were they very small.
202912.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
დაახლოებით დოროთის სიმაღლისა იქნებოდნენ, ის კი თავისი ასაკის პირობაზე მოზრდილი ბავშვი იყო, თუმცა, შესახედაობით, გაცილებით უფროსები უნდა ყოფილიყვნენ.
In fact, they seemed about as tall as Dorothy, who was a well-grown child for her age, although they were, so far as looks go, many years older.
202913.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
სამი კაცი იყო და ერთი ქალი, ყველანი უცნაურად ჩაცმულები.
Three were men and one a woman, and all were oddly dressed.
202914.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
მრგვალი ქუდები ეხურათ, ასე, თავს ზემოთ ერთი ფუტის სიმაღლეზე პატარა წვეტით ბოლოვდებოდნენ, ფარფლებზე კი ზანზალაკები ჰქონდათ შემოვლებული და სიარულისას ნაზად წკარუნებდნენ.
They wore round hats that rose to a small point a foot above their heads, with little bells around the brims that tinkled sweetly as they moved.
202915.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
კაცებს ცისფერი ქუდები ეხურათ, პატარა ქალს კი თეთრი, კაბაც თეთრი ეცვა, რომელიც მხრებიდან ნაკეცებად დაშვებული.
The hats of the men were blue, the little woman’s hat was white, and she wore a white gown that hung in pleats from her shoulders.
202916.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ზედ წვრილ-წვრილი ვარსკვლავები ჰქონდა გაბნეული და მზეში ალმასებივით უციმციმებდა.
Over it were sprinkled little stars that glistened in the sun like diamonds.
202917.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
კაცებს ცისფერი სამოსი ეცვათ, ისეთივე ელფერისა, როგორიც ქუდები და გაპრიალებული ჩექმები.
The men were dressed in blue, of the same shade as their hats, and wore well-polished boots.
202918.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
დოროთიმ გაიფიქრა, ეს კაცები, ალბათ, ძია ჰენრის ხნისა იქნებიანო, რადგან ორივეს წვერი ჰქონდა.
The men, Dorothy thought, were about as old as Uncle Henry, for two of them had beards.
202919.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
სამაგიეროდ, პატარა ქალი, უეჭველია, ბევრად ასაკოვანი იყო.
But the little woman was doubtless much older.
202920.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
როცა ეს ხალხი იმ სახლს მოუახლოვდა, რომლის ზღურბლზეც დოროთი იდგა, შეჩერდნენ და ჩურჩულს მოჰყვნენ, თითქოს ახლოს მოსვლისა ეშინოდათ.
When these people drew near the house where Dorothy was standing in the doorway, they paused and whispered among themselves, as if afraid to come farther.