მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202861.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
არც სხვენი გააჩნდათ და არც სარდაფი მიწაში ჩათხრილი ერთი პატარა ხვრელის გარდა, რომელსაც ციკლონის სარდაფს ეძახდნენ და სადაც ოჯახი ქარბორბალას ამოვარდის შემთხვევაში აფარებდა თავს.
There was no garret at all, and no cellar-except a small hole dug in the ground, called a cyclone cellar, where the family could go in case one of those great whirlwinds arose.
202862.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
როცა დოროთი კარებში იდგა და გაიხედ–გამოიხედავდა ხოლმე, დიდი, ჟამისფერი პრერიის გარდა თვალში არაფერი ხვდებოდა.
When Dorothy stood in the doorway and looked around, she could see nothing but the great gray prairie on every side.
202863.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
მზით გამომხმარი ნახნავი მიწა ჟამისფერ, პატარ–პატარა დაბზარულ მასად ქცეულიყო.
The sun had baked the plowed land into a gray mass, with little cracks running through it.
202864.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
ბალახი რომ ბალახია, ისიც კი არ იყო მწვანე, რადგან მზეს ისე დაეხრუკა გრძელი ღეროების წვერები, რომ ისინიც ჟამისფერი გახადა.
Even the grass was not green, for the sun had burned the tops of the long blades until they were the same gray color.
202865.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
სახლი ოდესღაც შეღებეს, მაგრამ საღებავი მზემ აბურცა და წვიმამ ჩამორეცხა, ახლა სახლიც ისეთივე უღიმღამო და ჟამისფერი იყო, როგორც ყველაფერი.
Once the house had been painted, but the sun blistered the paint and the rains washed it away, and now the house was as dull and gray as everything else.
202866.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
დეიდა ემი იქ საცოხვრობლეად ახალგაზრდა და ლამაზი ჩამოვიდა, მაგრამ მზემ და ქარმა ისიც შეცვალა.
When Aunt Em came there to live she was a young, pretty wife, but the sun and wind had changed her, too.
202867.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
მათ თვალებში ნაპერწკალი ჩაუქრეს და ჩაბჟუტული ჟამისფერიღა დაუტოვეს,
They had taken the sparkle from her eyes and left them a sober gray.
202868.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
მათ ტუჩებიდან და ლოყებიდან სიწითლე მოსტაცეს მას და ისინიც ჟამისფერი იყო.
They had taken the red from her cheeks and lips, and they were gray also.
202869.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
დაობლებული დოროთი რომ ჩამოუვიდათ პირველად, დეიდა ემი ისე დააფრთხო ბავშვის სიცილმა, რომ რამდენი დოროთის მხიარული ხმა ჩაესმოდა, იმდენი შეჰკივლებდა და გულზე ხელს იტაცებდა.
When Dorothy, who was an orphan, first came to her, Aunt Em had been so startled by the child’s laughter that she would scream and press her hand upon her heart whenever Dorothy’s merry voice reached her ears.
202870.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
ახლაც გაკვირვებით შეხედავდა ხოლმე პატარა გოგოს, რა აცინებსო.
She still looked at the little girl with wonder that she could find anything to laugh at.
202871.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
გათენებიდან დაღამებამდე მუყაითად შრომობდა და არ იცოდა რა იყო მხიარულება.
He worked hard from morning till night and did not know what joy was.
202872.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
გრძელი წვერით დაწყებული და ტლანქი ჩექმებით დამთავრებული, ჟამისფერი იყო, მკაცრი და პირქუში იერი ედო და იშვიათად ლაპარაკობდა.
He was gray also, from his long beard to his rough boots, and he looked stern and solemn, and rarely spoke.
202873.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
ტოტო ჟამისფერი არ იყო, ციცქნა, შავ ფინიას გრძელი, აბრეშუმივით ბეწვი და სასაცილო, ცქნაფა ცხვირის აქეთ-იქით ჩასმული, მხიარულად მოციმციმე პატარა, შავი თვალები ჰქონდა.
Toto was not gray, he was a little black dog, with long silky hair and small black eyes that twinkled merrily on either side of his funny, wee nose.
202874.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
ტოტო მთელი დღე თამაშობდა, დოროთიც ეთამაშებოდა მას და სულითა და გულით უყვარდა ის.
Toto played all day long, and Dorothy played with him, and loved him dearly.
202875.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
ძია ჰენრი ზღურბლზე იჯდა და მღელვარედ აჰყურებდა ჩვეულებრივზე უფრო მეტად ჩაჟამებულ ცას.
Uncle Henry sat upon the doorstep and looked anxiously at the sky, which was even grayer than usual.
202876.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
დოროთი კარში იდგა, ტოტო ხელში აეყვანა და ისიც ცას უყურებდა.
Dorothy stood in the door with Toto in her arms, and looked at the sky too.
202877.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
დეიდა ემი თეფშებს რეცხავდა.
Aunt Em was washing the dishes.
202878.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
ჩრდილოეთიდან ქარის შორი, ჩუმი ზუზუნი მოისმა და ძია ჰენრიმ და დოროთიმ დაინახეს, როგორ ტალღატალღა გაწვა მაღალი ბალახი ქარიშხლის მოსვლამდე.
From the far north they heard a low wail of the wind, and Uncle Henry and Dorothy could see where the long grass bowed in waves before the coming storm.
202879.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
უცებ ძია ჰენრი წამოდგა.
Suddenly Uncle Henry stood up.
202880.
ოზის ჯადოქარი | თავი I, გრიგალი
– ციკლონი მოდის, ემ, – გასძახა მან ცოლს.
– There’s a cyclone coming, Em, – he called to his wife.