მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202921.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
მხოლოდ პატარა დედაბერი მიუახლოვდა დოროთის და თავი მდაბლად დაუკრა.
But the little old woman walked up to Dorothy and made a low bow
202922.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– კეთილი იყოს შენი მობრძანება, ო, კეთილშობილო ჯადოქარო, ღეჭიათა ქვეყანაში.
- You are welcome, most noble Sorceress, to the land of the Munchkins.
202923.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ მოკალი აღმოსავლეთის ავი კუდიანი და მისი მონობისგან იხსენი ჩვენი ხალხი.
We are so grateful to you for having killed the Wicked Witch of the East, and for setting our people free from bondage.
202924.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
დოროთი გაოცებული უსმენდა ამ სიტყვებს.
Dorothy listened to this speech with wonder.
202925.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
დოროთი ხომ უმანკო, უვნებელი პატარა გოგო იყო, რომელიც გრიგალმა გამოაქროლა და მას თავის დღეში არც ერთი სულიერი არ მოუკლავს.
Dorothy was an innocent, harmless little girl, who had been carried by a cyclone and she had never killed anything in all her life.
202926.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
პატარა ქალი, აშკარად, პასუხს ელოდა, დოროთიმაც ყოყმანით უთხრა.
The little woman evidently expected her to answer, so Dorothy said, with hesitation.
202927.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
მე არავინ არ მომიკლავს.
I have not killed anyone.
202928.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
დოროთიმ შეხედა და შიშით წამოიყვირა.
Dorothy looked, and gave a little cry of fright.
202929.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
იმ ძელის კუთხეში, რომელზეც სახლი იდგა, ნამდვილად ვერცხლის ფეხსაცმელებწამოცმული ორი ფეხი მოჩანდა.
There, indeed, just under the corner of the great beam the house rested on, two feet were sticking out, shod in silver shoes.
202930.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
რაღა ვქნათ?
Whatever shall we do?
202931.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– რას ვიზამთ, – წყნარად უთხრა პატარა ქალმა.
– There is nothing to be done, – said the little woman calmly.
202932.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– კი, მაგრამ ვინ იყო? – ჰკითხა დოროთიმ.
– But who was she? – asked Dorothy.
202933.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– ხომ გითხარი, აღმოსავლეთის ავი კუდიანი იყო, – უპასუხა პატარა ქალმა.
– She was the Wicked Witch of the East, as I said, – answered the little woman.
202934.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ახლა ყველანი თავისუფლები არიან და მადლობას გიძღვნიან, რომ ასეთი სამსახური გაუწიე.
Now they are all set free, and are grateful to you for the favor.
202935.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– ღეჭიები ვინღა არიან? – ჩაეკითხა დოროთი.
– Who are the Munchkins? – inquired Dorothy.
202936.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– ის ხალხი, ვინც აქ, აღმოსავლეთის მხარეში ცხოვრობს, სადაც ავი კუდიანი ბატონობდა.
– They are the people who live in this land of the East where the Wicked Witch ruled.
202937.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– თქვენც ღეჭია ბრძანდებით? – ჰკითხა დოროთიმ.
– Are you a Munchkin? – asked Dorothy.
202938.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– არა, მაგრამ ვმეგობრობთ, მე ჩრდილოეთის მხარეში ვცხოვრობ.
– No, but I am their friend, although I live in the land of the North.
202939.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
როდესაც მათ დაინახეს, რომ აღმოსავლეთის კუდიანი მოკვდა, ღეჭიებმა შიკრიკი აფრინეს ჩემთან, ჰოდა მეც აქ გავჩნდი.
When they saw the Witch of the East was dead the Munchkins sent a messenger to me, and I came at once.
202940.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
მე ჩრდილოეთის კუდიანი ვარ.
I am the Witch of the North.