მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202961.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ის დაიხარა, ფეხსაცმელები წამოკრიფა, მას შემდეგ კი, რაც მტვერი გამობერტყა და დოროთის მიაწოდა ისინი.
She reached down and picked up the shoes, and after shaking the dust out of them handed them to Dorothy.
202962.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
დოროთიმ ფეხსაცმელები სახლში შეიტანა და მაგიდაზე დაალაგა.
Dorothy carried the shoes into the house and placed them on the table.
202963.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ღეჭიებმა და კუდიანმა ჯერ ერთმანეთს შეხედეს, მერე დოროთის და მერე თავები გაიქნიეს.
The Munchkins and the Witch first looked at one another, and then at Dorothy, and then shook their heads.
202964.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– აღმოსავლეთით, დიდი უდაბნოა და მას ვერავინ გადალახავს
- At the East, there is a great desert, and none could live to cross it.
202965.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
სამხრეთი ქოთქოთათა მხარეა.
The South is the country of the Quadlings.
202966.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
იმ მხარეს, სადაც პაჭუნები ცხოვრობენ, დასავლეთის ავი კუდიანი განაგებს და თუ გზაზე გადაუდექი, დაგიმონებს.
And that country, where the Winkies live, is ruled by the Wicked Witch of the West, who would make you her slave if you passed her way.
202967.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– ჩრდილოეთი კი ჩემი სამშობლოა, – თქვა დედაბერმა, – და მის კიდეზეც დიდი უდაბნოა, რომელიც ოზის ქვეყანას ერტყმის გარს.
- The North is my home,- said the old lady, - and at its edge is the same great desert that surrounds this Land of Oz.
202968.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
დოროთი აქვითინდა, რადგან ამ უცხო ხალხში მარტოსულად გრძნობდა თავს.
Dorothy began to sob, for she felt lonely among all these strange people.
202969.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
მისმა ცრემლებმა, ეტყობა დააღონა გულკეთილი ღეჭიები, რადგან მაშინვე ამოიღეს ცხვირსახოცები და თვითონაც ასლუკუნდნენ.
Her tears seemed to grieve the kind-hearted Munchkins, for they immediately took out their handkerchiefs and began to weep also.
202970.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
რაც შეეხება პატარა დედაბერს, იმან თავიდან ქუდი მოიხადა, წვეტით ცხვირის წვერზე დაიდო და დინჯად დაითვალა: – ერთი, ორი, სამი.
As for the little old woman, she took off her cap and balanced the point on the end of her nose, while she counted: – One, two, three.
202971.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
პატარა დედაბერმა ცხვირიდან დაფა აიღო, წაიკითხა, რაც ზედ ეწერა და იკითხა: – დოროთი გქვია, ძვირფასო?
The little old woman took the slate from her nose, and having read the words on it, asked: – Is your name Dorothy, my dear?
202972.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– დიახ, – მიუგო ბავშვმა, ახედა და ცრემლები მოიწმინდა.
– Yes, – answered the child, looking up and drying her tears.
202973.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– მაშინ, ზურმუხტ-ქალაქში უნდა წახვიდე.
– Then you must go to the City of Emeralds.
202974.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– შესაძლოა, ოზი დაგეხმაროს.
– Perhaps Oz will help you.
202975.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– ეგ ქალაქი სადღაა? – ჰკითხა დოროთიმ.
– Where is this city? – asked Dorothy.
202976.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– ზუსტად ქვეყნის შუაგულშია და მას ოზი მართავს.
– It is exactly in the center of the country and is ruled by Oz.
202977.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– კარგი ადამიანია? – მღელვარედ ჰკითხა გოგონამ.
– Is he a good man? – inquired the girl anxiously.
202978.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– ის კარგი ჯადოქარია.
– He is a good Wizard.
202979.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ადამიანია თუ არა, ვერ გეტყვი, რადგან არ მინახავს.
Whether he is a man or not I cannot tell, for I have never seen him."
202980.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– იქ როგორ მივიდე? – ჰკითხა დოროთიმ.
– How can I get there? – asked Dorothy.