მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202981.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– თქვენ არ წამომყვებით? – მუდარით ჰკითხა გოგონამ, რომელიც პატარა დედაბერს ერთადერთი მეგობრარივით უყურებდა.
– Won’t you go with me? – pleaded the girl, who had begun to look upon the little old woman as her only friend.
202982.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ის დოროთისთან მივიდა და შუბლზე ნაზად აკოცა.
She came close to Dorothy and kissed her gently on the forehead.
202983.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
იქ, სადაც გოგონას მისი ტუჩები შეეხო, მრგვალი, მოელვარე ნიშანი დარჩა.
Where her lips touched the girl they left a round, shining mark.
202984.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
როცა ოზთან მიხვალ, ნუ შეშინდები, უთხარი შენი ამბავი და შველა სთხოვე.
When you get to Oz do not be afraid of him, but tell your story and ask him to help you.
202985.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
კუდიანმა მეგობრულად დაუქნია თავი, მარცხენა ქუსლზე სამჯერ შემობზრიალდა და, პატარა ტოტოს გასაკვირად, იქვე გაქრა.
The Witch gave Dorothy a friendly little nod, whirled around on her left heel three times, and straightway disappeared, much to the surprise of little Toto.
202986.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
დოროთის კი, რაკი მისი კუდიანობის ამბავი იცოდა, სწორედ ასეთი გაქრობის მოლოდინი ჰქონდა და ოდნავაც არ გაჰკვირვებია.
But Dorothy, knowing her to be a witch, had expected her to disappear in just that way, and was not surprised in the least.
202987.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
მარტო დარჩენილ დოროთის მოშივდა.
When Dorothy was left alone she began to feel hungry.
202988.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
ამიტომაც, ბუფეტთან მივიდა და პური მოიჭრა, რომელსაც კარაქი გადაუსვა.
So she went to the cupboard and cut herself some bread, which she spread with butter.
202989.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
ტოტოსაც იგივე მისცე, თაროდან ვედრო ჩამოიღო, პატარა ნაკადულთან მივიდა და სუფთა, კამკამა წყლით აავსო.
She gave some to Toto, and taking a pail from the shelf she carried it down to the little brook and filled it with clear, sparkling water.
202990.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
ტოტო ხეებისკენ გაექანა და ზედ მსხდარ ჩიტებს ყეფა აუტეხა.
Toto ran over to the trees and began to bark at the birds sitting there.
202991.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
დოროთი მის დასაჭერად წავიდა და ტოტებზე ჩამოკიდული ისეთი მშვენიერი ხილი დაინახა, რომ ცოტაოდენი მოკრიფა.
Dorothy went to get him, and saw such delicious fruit hanging from the branches that she gathered some of it.
202992.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
მერე სახლში შებრუნდა და მას მერე, რაც თვითონაც დალია გრილი, სუფთა წყალი და ტოტოსაც დაალევინა, მზადება დაიწყო, რათა ზურმუხტ-ქალაქში მიმავალ გზას გასდგომოდა.
Then she went back to the house, and having helped herself and Toto to a good drink of the cool, clear water, she set about making ready for the journey to the City of Emeralds.
202993.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
მართალია, ბევრი რეცხვით ცისფერი, ცოტა არ იყოს, გახუნებულიყო, მაგრამ მაინც ლამაზი კაბა იყო.
Although the blue was somewhat faded with many washings, it was still a pretty frock.
202994.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
მან პატარა კალათი აიღო და ბუფეტიდან გამოღებული პურით აავსო, ზემოდან თეთრი ტილო გადააფარა.
She took a little basket and filled it with bread from the cupboard, laying a white cloth over the top.
202995.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
მერე ფეხებზე დაიხედა და შეამჩნია როგორი ძველი და გაცვეთილი ფეხსაცმელი ეცვა.
Then she looked down at her feet and noticed how old and worn her shoes were.
202996.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
ტოტომ ციცქნა, შავი თვალებით ახედა და კუდი გააქიცინა იმის ნიშნად, რომ მიხვდა, რაც უთხრეს.
Toto looked up into her face with his little black eyes and wagged his tail to show he knew what she meant.
202997.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
ამ დროს დოროთიმ მაგიდაზე დალაგებული ვერცლისფერი ფეხსაცმელი დაინახა, რომელიც აღმოსავლეთის კუდიანს ეკუთვნოდა.
At that moment Dorothy saw lying on the table the silver shoes that had belonged to the Witch of the East.
202998.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
– ნეტავი, თუ მომერგება, – უთხრა მან ტოტოს.
– I wonder if they will fit me, – she said to Toto.
202999.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
ტყავის ძველი ფეხსაცმელები გაიხადა და ვერცხლისა მოისინჯა.
She took off her old leather shoes and tried on the silver ones.
203000.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
ბოლოს კალათა აიღო.
Finally she picked up her basket.