მოიძებნა 669199 ჩანაწერი
202941.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– ოღონდ მე კეთილი კუდიანი ვარ და ხალხს ვუყვარვარ.
– But I am a good witch, and the people love me.
202942.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
იმ ავი კუდიანისოდენი ძალა არა მაქვს, აქ რომ ბატონობდა, თორემ ხალხს მევე გავათავისუფლებდი.
I am not as powerful as the Wicked Witch was who ruled here, or I should have set the people free myself.
202943.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– მე კი ყველა კუდიანი ავი მეგონა, – თქვა გოგონამ, რომელიც ცოტა არ იყოს, შეშინდა, როდესაც ნამდვილი კუდიანის წინაშე აღმოჩნდა.
– But I thought all witches were wicked, – said the girl, who was half frightened at facing a real witch.
202944.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ოზის მთელ ქვეყანაში მხოლოდ ოთხად ოთხი კუდიანი იყო, იმათგან ორნი, რომლებიც ჩრდილოეთში და სამხრეთში ცხოვრობენ, კეთილი კუდიანები არიან.
There were only four witches in all the Land of Oz, and two of them, those who live in the North and the South, are good witches.
202945.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ვიცი, რომ ეს სიმართლეა, იმიტომ რომ ერთი იმათგანი მე ვარ და როგორ შემეშლება.
I know this is true, for I am one of them myself, and cannot be mistaken.
202946.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ისინი კი, ვინც აღმოსავლეთში და დასავლეთში სახლობდნენ, ნამდვილად, ავი კუდიანები იყვნენ.
Those who dwelt in the East and the West were, indeed, wicked witches.
202947.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
მაგრამ მას მერე, რაც ერთი შენ მოკალი, ოზის მთელ ქვეყანაში ერთი ავი კუდიანიღა დარჩა, რომელიც დასავლეთში ცხოვრობს.
But now that you have killed one of them, there is but one Wicked Witch in all the Land of Oz-the one who lives in the West.
202948.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– დეიდა ემი ვინღაა? – ჩაეკითხა პატარა დედაბერი.
- Who is Aunt Em? - inquired the little old woman.
202949.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– დეიდაჩემია, კანზასში ცხოვრობს, საიდანაც მოვედი.
- She is my aunt who lives in Kansas, where I came from.
202950.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– არ ვიცი, კანზასი სად არის, მაგ ქვეყნის სახელი არ მსმენია, მაგრამ მითხარი, ეს ქვეყანა ცივილიზებულია?
- I do not know where Kansas is, for I have never heard that country mentioned before, but tell me, is it a civilized country?
202951.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ცივილიზებულ ქვეყნებში, ალბათ, აღარც კუდიანი დარჩა, აღარც ჯადოქარი, აღარც გრძნეული და აღარც მისანი.
In the civilized countries I believe there are no witches left, nor wizards, nor sorceresses, nor magicians.
202952.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ოზის ქვეყნამდე კი ცივილიზაციას არ მოუღწევია, ჩვენ ხომ მთელი სამყაროსგან მოწყვეტილი ვართ.
The Land of Oz has never been civilized, for we are cut off from all the rest of the world.
202953.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– ჯადოქრები ვინღა არიან? – ჰკითხა დოროთიმ.
- Who are the wizards? - asked Dorothy.
202954.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– თავად ოზია დიდი ჯადოქარი, – მიუგო კუდიანმა და ჩურჩულზე გადავიდა,
- Oz himself is the Great Wizard, - answered the Witch, sinking her voice to a whisper.
202955.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– ყველა ჩვენგანზე ძლიერია და ზურმუხტ-ქალაქში ცხოვრობს.
- He is more powerful than all the rest of us together and he lives in the City of Emeralds.
202956.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
დოროთი კიდევ რაღაცის კითხვას აპირებდა, მაგრამ ამ დროს აქამდე ჩუმად მდგარმა ღეჭიებმა ხმამაღლა წამოიყვირეს და სახლის კუთხისკენ მიუთითეს, სადაც ავი კუდიანი იწვა.
Dorothy was going to ask another question, but just then the Munchkins, who had been standing silently by, gave a loud shout and pointed to the corner of the house where the Wicked Witch had been lying.
202957.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– რაშია საქმე? – ჰკითხა პატარა დედაბერმა, მიიხედა და სიცილი აუტყდა.
– What is it? – asked the little old woman, and looked, and began to laugh.
202958.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
მკვდარი კუდიანის ფეხები გამქრალიყო, აღარაფერი დარჩენილიყო ვერცხლის ფეხსაცმელების გარდა.
The feet of the dead Witch had disappeared entirely, and nothing was left but the silver shoes.
202959.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
– ისეთი ბებერი იყო, მზეში სწრაფად გამოხმა, – აუხსნა ჩრდილოეთის კუდიანმა.
– She was so old, that she dried up quickly in the sun, – explained the Witch of the North.
202960.
ოზის ჯადოქარი | თავი II, თათბირი ღეჭიებთან
ვერცხლის ფეხსაცმელები კი შენია და შენ უნდა ჩაიცვა,
The silver shoes are yours, and you shall have them to wear.