მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203001.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
– წამოდი, ტოტო, – თქვა მან, – ზურმუხტქალაქში წავიდეთ და ვკითხოთ დიდ ოზს, როგორ დავბრუნდეთ კანზასში.
– Come along, Toto, – she said, – We will go to the Emerald City and ask the Great Oz how to get back to Kansas again.
203002.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
კარი დახურა, ჩაკეტა, გასაღები კი კაბის ჯიბეში ჩაიდო.
She closed the door, locked it, and put the key in the pocket of her dress.
203003.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
მახლობლად რამდენიმე გზა დაუხვდა, მაგრამ მალევე იპოვა, რომელი იყო ყვითელი აგურით მოკირწყლული.
There were several roads near by, but it did not take her long to find the one paved with yellow bricks.
203004.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
ცოტა ხანში უკვე მკვირცხლად მიაბიჯებდა ზურმუხტ-ქალაქისკენ და მხიარულად მიაბაკუნებდა ვერცხლის ფეხსაცმელებს მაგარ, ყვითელ ზედაპირზე.
Within a short time she was walking briskly toward the Emerald City, her silver shoes tinkling merrily on the hard, yellow road-bed.
203005.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
მიდიოდა და უკვირდა, რა ლამაზი იყო მის ირგვლივ მიდამო.
She was surprised, as she walked along, to see how pretty the country was about her.
203006.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
ღეჭიები, აშკარად, კარგი მიწათმოქმედები იყვნენ.
Evidently, the Munchkins were good farmers.
203007.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
დროდადრო სახლებს ჩაუვლიდა ხოლმე, სახლებიდან ხალხი გამოდიოდა და გზად მიმავალს მდაბლად უკრავდნენ თავს.
Once in a while, she would pass a house, and the people came out to look at her and bow low as she went by.
203008.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
ყველამ იცოდა, რომ სწორედ მისი საშუალებით მოეღო ბოლო ავ კუდიანს და მისით გათავისუფლდნენ მონობის უღლისაგან.
Everyone knew she had been the means of destroying the Wicked Witch and setting them free from bondage.
203009.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
ყველა ცისფრად იყო შეღებილი, რადგან აღმოსავლეთის ამ მხარეში ყველაზე უფრო ცისფერი უყვარდათ.
All were painted blue, for in this country of the East blue was the favorite color.
203010.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
საღამო ხანს, როცა დოროთი უკვე კარგად დაღალა გრძელმა გზამ და იმაზე დაიწყო ფიქრი, ღამე სად გაეთია, ერთ სახლს მიუახლოვდა, რომელიც დანარჩენებზე ბევრად დიდი იყო.
Toward evening, when Dorothy was tired with her long walk and began to wonder where she should pass the night, she came to a house rather larger than the rest.
203011.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
მის წინ, მწვანე მდელოზე, ბლომად ქალები და კაცები ცეკვავდნენ.
On the green lawn before it many men and women were dancing.
203012.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
ხალხი იცინოდა და მღეროდა, ხოლო იქვე მდგარი მაგიდაზ სავსე იყო გემრიელი ხილითა და კაკლით, ღვეზელებითა და ტორტებით.
The people were laughing and singing, while a big table nearby was loaded with delicious fruits and nuts, pies and cakes.
203013.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
დოროთის გულისხმიერად შეხვდნენ და ვახშმად და ღამის გასათევად მიიპატიჟეს.
The people greeted Dorothy kindly, and invited her to supper and to pass the night with them.
203014.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
ეს ერთ-ერთი უმდიდრესი ღეჭიას სახლი იყო და მისი მეგობრები მასთან შეიკრიბნენ, რათა ავი კუდიანის მონობისგან გათავისუფლება ეზეიმათ.
This was the home of one of the richest Munchkins, and his friends were gathered with him to celebrate their freedom from the bondage of the Wicked Witch.
203015.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
როდესაც ბოკმა შენიშნა მისი ვერცხლის ფეხსაცმელები, უთხრა: – ეტყობა, დიდი კუდიანი უნდა იყო.
When Boq saw her silver shoes he said: – You must be a great sorceress.
203016.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
– რატომ? – ჰკითხა გოგონამ.
– Why? – asked the girl.
203017.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
– იმიტომ, რომ ვერცხლის ფეხსაცმელები გაცვია და ავი კუდიანი მოკალი.
"Because you wear silver shoes and have killed the Wicked Witch.
203018.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
თანაც, კაბაში თეთრი გირევია, თეთრს კი მხოლოდ კუდიანები და გრძნეულები იცვამენ.
Besides, you have white in your frock, and only witches and sorceresses wear white.
203019.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
– ცისფერი ღეჭიების ფერია, თეთრი კი კუდიანებისა.
– Blue is the color of the Munchkins, and white is the witch color.
203020.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
დოროთიმ არ იცოდა, რა პასუხი გაეცა, ყველას კუდიანი ეგონა, არადა მან მშვენივრად იცოდა, რომ ჩვეულებრივი, პატარა გოგონა იყო, რომელიც ამ უცხო მხარეში შემთხვევით გადმოაგდო გრიგალმა.
Dorothy did not know what to say to this, for all the people seemed to think her a witch, and she knew very well she was only an ordinary little girl who had come by the chance of a cyclone into a strange land.