მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203041.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
მე ხომ ჩალითა ვარ გატენილი და ჭკუა არა მაქვს საერთოდ, – სევდიანად მიუგო მან.
– You see, I am stuffed, so I have no brains at all, – he answered sadly.
203042.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
– ზურმუხტ-ქალაქში რომ წამოგყვე, როგორ გგონია ოზი ჭკუას არ მომცემს?
– Do you think, if I go to the Emerald City with you, that Oz would give me some brains?
203043.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
– მართალია, – თქვა საფრთხობელამ, – იცი, ჩალით გატენილი ხელ-ფეხი და ტანი არ მადარდებს, იმიტომ რომ ტკივილს ვერ ვგრძნობ.
– That is true, – said the Scarecrow, – You see, I don’t mind my legs and arms and body being stuffed because I cannot get hurt
203044.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
ფეხზე რომ დამაბიჯონ ან ქინძისთავი მიჩხვლიტონ, არაფრად ჩავაგდებ, რადგან ვერც კი ვიგრძნობ.
If anyone treads on my toes or sticks a pin into me, it doesn’t matter, for I can’t feel it.
203045.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
– თუ წამომყვები, ვთხოვ ოზს, რაც შეუძლია, გააკეთოს შენთვის.
– If you will come with me I’ll ask Oz to do all he can for you.
203046.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
დოროთიმ ღობეზე გადაიყვანა და ზურმუხტ-ქალაქისკენ მიმავალ ყვითელი აგურის გზას დაადგნენ.
Dorothy helped him over the fence, and they started along the path of yellow brick for the Emerald City.
203047.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
მოდი, მაგ კალათას წამოგიღებ.
Do let me carry that basket for you.
203048.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
– საიდუმლოდ გეტყვი, ქვეყანაზე მარტო ერთი რამისა მეშინია.
I’ll tell you a secret, there is only one thing in the world I am afraid of.
203049.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
– რა არის ეგ? – ჰკითხა დოროთიმ, – ის ღეჭია ფერმერი, ვინც გაგაკეთა?
- What is that? - asked Dorothy, - the Munchkin farmer who made you?
203050.
ოზის ჯადოქარი | თავი III, როგორ გადაარჩინა დოროთიმ საფრთხობელა
– არა, – მიუგო საფრთხობელამ, – ანთებული ასანთი.
– No, – answered the Scarecrow, – it’s a lighted match.
203051.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
რამდენიმე საათში გზა ოღროჩოღრო გახდა და სიარული ისე გაძნელდა, რომ საფრთხობელა ხშირად წაიბორძიკებდა ხოლმე ყვითელ აგურებზე, რომლებიც აქ ძალიან უსწორმასწორო იყო.
After a few hours, the road began to be rough, and the walking grew so difficult that the Scarecrow often stumbled over the yellow bricks, which were here very uneven.
203052.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
მართლაც, შიგადაშიგ დამტვრეული ან მთლიანად ამოცვენილიც კი იყო და ამოღრუტნული ადგილები დაეტოვებინა, რომლებსაც ტოტო ახტებოდა, დოროთი კი გვერდს უვლიდა.
Sometimes, indeed, they were broken or missing altogether, leaving holes that Toto jumped across and Dorothy walked around.
203053.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
საფრთხობელას ჭკუა არ ჰქონდა, პირდაპირ მიდიოდა, ხვრელში ფეხს ჩადგამდა და მაგარ აგურებზე გაიშოტებოდა.
As for the Scarecrow, having no brains, he walked straight ahead, and so stepped into the holes and fell on the hard bricks.
203054.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
დოროთი წამოსწევდა, ფეხზე დააყენებდა, სანამ საფრთხობელა დოროთისთან ერთად იცინოდა თავის უიღბლობაზე.
Dorothy would pick him up and set him upon his feet again, while he joined her in laughing merrily at his own mishap.
203055.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
სახლებიც შეცოტავდა და ხეხილიც და რაც უფრო წინ მიდიოდნენ, მით უფრო პირქუში და უდაბური ხდებოდა ტერიტორია.
There were fewer houses and fewer fruit trees, and the farther they went the more dismal and lonesome the country became.
203056.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
შუადღისას გზის პირას, ნაკადულთან ჩამოსხდნენ, დოროთიმ კალათს თავი ახადა და პური ამოიღო.
At noon they sat down by the roadside, near a little brook, and Dorothy opened her basket and got out some bread.
203057.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
საფრთხობელასაც მიაწოდა ნაჭერი, მაგრამ მან უარი თქვა.
She offered a piece to the Scarecrow, but he refused.
203058.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
დოროთი მაშინვე მიხვდა, რომ ეს სიმართლე იყო, ამიტომ მხოლოდ თავი დაუქნია და პურის ჭამა განაგრძო.
Dorothy saw at once that this was true, so she only nodded and went on eating her bread.
203059.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
– მიამბე რამე შენი და იმ ქვეყნის შესახებ, საიდანაც მოხვედი, – უთხრა საფრთხობელამ, როცა დოროთიმ ისადილა.
– Tell me something about yourself and the country you came from, – said the Scarecrow, when she had finished her dinner.
203060.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
დოროთიმაც უამბო კანზასზე, რა ჩაჟამებული იყო იქ ყველაფერი და როგორ გამოაქროლა ციკლონმა ოზის ამ უცნაურ ქვეყანაში.
So she told him all about Kansas, and how gray everything was there, and how the cyclone had carried her to this queer Land of Oz.