მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203061.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
საფრთხობელამ ყურადღებით მოუსმინა და უთხრა: – არ მესმის, რად უნდა გინდოდეს ამ ლამაზი ქვეყნიდან წასვლა და იმ ჩამხმარ და ჩაჟამებულ ადგილას დაბრუნება, კანზასს რომ ეძახი.
The Scarecrow listened carefully, and said: – I cannot understand why you should wish to leave this beautiful country and go back to the dry, gray place you call Kansas.
203062.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
– იმიტომ რომ უჭკუო ხარ, – მიუგო გოგონამ.
– That is because you have no brains, – answered the girl.
203063.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
– რა უღიმღამო და ჟამისფერ ადგილასაც უნდა გვქონდეს სახლი, ჩვენ, სისხლისა და ხორცისაგან შექმნილ ადამიანებს, ისევ იქ ცხოვრება გვირჩევნია, ვიდრე სხვა, თუგინდ ულამაზეს ადგილას ცხოვრებას.
- No matter how dreary and gray our homes are, we people of flesh and blood would rather live there than in any other country, be it ever so beautiful.
203064.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
საფრთხობელამ ამოიოხრა.
The Scarecrow sighed.
203065.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
– თქვენც რომ თავში ჩემსავით ჩალა გეყაროთ, ყველანი ლამაზ ადგილებში იცხოვრებდით და კანზასში ხალხი საერთოდ აღარდარჩებოდა.
– If your heads were stuffed with straw, like mine, you would probably all live in the beautiful places, and then Kansas would have no people at all.
203066.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
მაგ თქვენს კანზასს ბედი ჰქონია, რომ ჭკუა გაქვთ.
It is fortunate for Kansas that you have brains.
203067.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
– რამეს არ მომიყვები, სანამ ვისვენებთ? – ჰკითხა ბავშვმა.
– Won’t you tell me a story, while we are resting? – asked the child.
203068.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
საფრთხობელამ საყვედურით შეხედა და მიუგო: – მე ისე ცოტა ხანია ვცოცხლობ, რომ მართლა არაფერი არ ვიცი.
The Scarecrow looked at her reproachfully and answered: – My life has been so short that I really know nothing whatever.
203069.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
მხოლოდ გუშინწინ გამაკეთეს.
I was only made day before yesterday.
203070.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
საბედნიეროდ, რომ როცა ფერმერი თავს მიკეთებდა, ჯერ ყურები დამახატა, რომ გამეგო, რა ხდება.
Luckily, when the farmer made my head, one of the first things he did was to paint my ears, so that I heard what was going on.
203071.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
– ახლა თვალებს გავუკეთებ, – თქვა ფერმერმა.
– ‘Now I’ll make the eyes,’ – said the farmer.
203072.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
ამგვარად, მარჯვენა თვალი დამახატა და როგორც კი დაამთავრა, მაშინვე დიდი ინტერესით ავათვალიერ-ჩავათვალიერე ისიც და იქაურობაც, მე ხომ პირველად შევავლე სამყაროს თვალი.
So he painted my right eye, and as soon as it was finished I found myself looking at him and at everything around me with a great deal of curiosity, for this was my first glimpse of the world.
203073.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
– ძალიანაც კოხტა თვალია, – აღნიშნა იმ ღეჭიამ, რომელიც ფერმერს აკვირდებოდა.
– That’s a rather pretty eye, – remarked the Munchkin who was watching the farmer.
203074.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
– მეორეს, ალბათ, უფრო დიდს დავახატავ, – თქვა ფერმერმა და როცა მეორე თვალიც დამახატა, წინანდელზე ბევრად უკეთესად დავინახე.
- I think I’ll make the other a little bigger, - said the farmer, and when the second eye was done I could see much better than before.
203075.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
ხალისით ვუყურებდი, როგორ მიკეთებდნენ ტანსა და ხელ-ფეხს.
I had the fun of watching them make my body and my arms and legs.
203076.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
– ეს ბიჭი მალე დააფრთხობს ყვავებს, – თქვა ფერმერმა.
- This fellow will scare the crows fast enough, - said the farmer.
203077.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
ისა და მისი მეგობარი მალევე წავიდნენ და მარტო დამტოვეს.
He and his friend soon after walked away and left me alone.
203078.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
ყანაში ბლომად ყვავები და სხვა ფრინველები მოფრინდნენ, მაგრამ ჩემს დანახვაზე ისევ უკან გაფრინდნენ, ღეჭია ვეგონე.
Many crows and other birds flew into the cornfield, but as soon as they saw me they flew away again, thinking I was a Munchkin.
203079.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
ყოველი ჭკუათმყოფელი ყვავი მიხვდება, რომ ჩალაბულათი ხარ გამოტენილი.
Any crow of sense could see that you are only stuffed with straw.
203080.
ოზის ჯადოქარი | თავი IV, ტყე-ტყე
დანარჩენმა ჩიტებმა დაინახეს, რომ ყვავს ვერაფერი დავუშავე და თვითონაც მოვიდნენ სიმინდის საკენკად.
The other birds, seeing he was not harmed by me, came to eat the corn too.