მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203101.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
ქოხიდან გავიდნენ და ხეებში იარეს, ვიდრე ანკარა წყარო არ იპოვეს, სადაც დოროთიმ წყალი დალია, დაიბანა და ისაუზმა.
They left the cottage and walked through the trees until they found a spring of clear water, where Dorothy drank water and bathed and ate her breakfast.
203102.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
დოროთიმ შენიშნა, რომ კალათში პური ცოტაღა დარჩა და მადლიერი იყო იმის, რომ საფრთხობელას ჭამა არ სჭირდება, ეს ხომ მასაც და ტოტოსაც ძლივს გასწვდებოდა ხვალამდე.
She saw there was not much bread left in the basket, and the girl was thankful the Scarecrow did not have to eat anything, for there was scarcely enough for herself and Toto for the day.
203103.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
როცა ჭამას მორჩა და ყვითელი აგურის გზაზე გაბრუნება დააპირა, მახლობლად ღრმა ამოოხვრა მოესმა და შეკრთა.
When she had finished her meal, and was about to go back to the road of yellow brick, she was startled to hear a deep groan near by.
203104.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
ამ დროს მეორედაც მოესმათ ოხვრა, ხმა თითქოს უკნიდან მოდიოდა.
Just then another groan reached their ears, and the sound seemed to come from behind them.
203105.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
შებრუნდნენ, რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს ტყეში და დოროთიმ აღმოაჩინა, რომ ხეებს შორის, მზის სხივებში, რაღაც ელვარებდა.
They turned and walked through the forest a few steps, when Dorothy discovered something shining in a ray of sunshine that fell between the trees.
203106.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
იმ ადგილისკენ გაიქცა, მერე გაშეშდა და გაკვირვებით წამოიყვირა.
She ran to the place and then stopped short, with a little cry of surprise.
203107.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
ერთი დიდი ხე ნახევრად მოეჭრათ, მის გვერდით კი ცულმომარჯვებული იდგა თავით ფეხამდე რკინისგან ნაკეთი ადამიანი.
One of the big trees had been partly chopped through, and standing beside it, with an uplifted axe in his hands, was a man made entirely of tin.
203108.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
თავი და ხელ-ფეხი სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული, მაგრამ გაშეშებული იდგა, თითქოს ვერ იძვროდა.
His head and arms and legs were jointed upon his body, but he stood motionless, as if he could not stir at all.
203109.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
დოროთიმ განცვიფრებით შეხედა, საფრთხობელაც მიაშტერდა, ტოტომ კი ყეფა აუტეხა, რკინის ფეხში სწვდა და კბილები იტკინა.
Dorothy looked at him in amazement, and so did the Scarecrow, while Toto barked sharply and made a snap at the tin legs, which hurt his teeth.
203110.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
– შენ ოხრავდი? – ჰკითხა დოროთიმ.
– Did you groan? – asked Dorothy.
203111.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
– საზეთური აიღეთ და სახსრები დამიზეთეთ, – მიუგო მან.
– Get an oil-can and oil my joints, – he answered.
203112.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
– ისე დამიჟანგდა, რომ საერთოდ ვერ ვამოძრავებ, კარგად რომ დამზეთოთ, ცოტა ხანში მოვმჯობინდები.
– They are rusted so badly that I cannot move them at all; if I am well oiled I shall soon be all right again.
203113.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
– საზეთურს თაროზე იპოვით, ჩემს ქოხში.
– You will find an oil can on a shelf in my cottage.
203114.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
დოროთი მაშინვე გაიქცა ქოხისკენ, იპოვა საზეთური, დაბრუნდა და მღელვარედ ჰკითხა: – სადა გაქვს სახსრები?
Dorothy at once ran back to the cottage and found the oil- can, and then she returned and asked anxiously: – Where are your joints?
203115.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
– ჯერ კისერი დამიზეთე, – მიუგო რკინის ტყეკაფიამ.
– Oil my neck, first, – replied the Tin Woodman.
203116.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
– ახლა ხელების სახსრები დამიზეთე, – თქვა მან.
– Now oil the joints in my arms, – he said.
203117.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
რკინის ტყეკაფიამ კმაყოფილებით ამოიხვნეშა, ცული დაუშვა და ხეს მიაყუდა.
The Tin Woodman gave a sigh of satisfaction and lowered his axe, which he leaned against the tree.
203118.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
– რაც დავიჟანგე, მას მერე ეს ცული შემართული მიჭირავს.
– I have been holding that axe in the air ever since I rusted.
203119.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
მართლაც, მანამ უზეთავდნენ ფეხებს, სანამ თავისუფლად არ აამოძრავა, მერე მან მადლობა გადაუხადა გათავისუფლებისათვის, ეტყობოდა რომ, ძალზე თავაზიანი და მადლიერი არსება იყო.
So they oiled his legs until he could move them freely and he thanked them for his release, for he seemed a very polite creature, and very grateful.
203120.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
– ზურმუხტ-ქალაქში მივდივართ დიდი ოზის სანახავად, – უპასუხა მან, – და შენს ქოხში გავჩერდით ღამის გასათევად.
– We are on our way to the Emerald City to see the Great Oz, – she answered, – and we stopped at your cottage to pass the night.