მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203141.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
მაშინ ავმა კუდიანმა ისე ქნა, რომ ცული გამისხლტა და თავი მომაჭრა, ვიფიქრე, რომ ჩემი აღსასრული დადგა.
The Wicked Witch then made the axe slip and cut off my head, and at first I thought that was the end of me.
203142.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
მაგრამ ბედად მეთუნუქე მოვიდა და რკინის თავი დამიმზადა.
But the tinsmith happened to come along, and he made me a new head out of tin.
203143.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
ვიფიქრე, ავ კუდიანს ვაჯობე და წინანდელზე გულმოდგინედ გავაგრძელე შრომა, მაგრამ თურმე რა სასტიკი მტერი მყავდა.
I thought I had beaten the Wicked Witch then, and I worked harder than ever, but I little knew how cruel my enemy could be.
203144.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
გული აღარ მქონდა, ამიტომ ღეჭია გოგოსადმი სიყვარული დამეკარგა და აღარც ის მადარდებდა, შევირთავდი მას თუ არა.
I had now no heart, so that I lost all my love for the Munchkin girl, and did not care whether I married her or not.
203145.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
ალბათ, ახლაც იმ დედაბერთან ცხოვრობს და ჩემს მოლოდინშია.
I suppose she is still living with the old woman, waiting for me to come after her.
203146.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
მზეზე სხეული ისე მიბრწყინავდა, რომ სიამაყით ავივსე და აღარც ცულის გასხლტომა მადარდებდა, რადგან ვეღარაფერს მომაჭრიდა.
My body shone so brightly in the sun that I felt very proud of it and it did not matter now if my axe slipped, for it could not cut me.
203147.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
ერთი საფრთხე ისღა იყო, სახსრები არ დამჟანგებოდა, თუმცა ქოხში საზეთური მქონდა და როცა დამჭირდებოდა, ვიზეთებოდი.
There was only one danger-that my joints would rust, but I kept an oil-can in my cottage and took care to oil myself whenever I needed it.
203148.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
მაგრამ დადგა დღე, როცა ამის გაკეთება დამავიწყდა, თავსხმაში მოვყევი და სანამ რამეს მოვახერხებდი, სახსრები დამიჟანგდა და იმ ტყეში ჩავრჩი, სანამ არ მოხვედით და არ მიშველეთ.
However, there came a day when I forgot to do this, and, being caught in a rainstorm, before I thought my joints had rusted, and I was left to stand in the woods until you came to help me.
203149.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
სანამ შეყვარებული ვიყავი, დედამიწის ზურგზე უბედნიერესი კაცი ვიყავი.
While I was in love I was the happiest man on earth.
203150.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
დოროთიმ და საფრთხობელამ დიდი ინტერესით მოისმინეს რკინის ტყეკაფიას ამბავი და მიხვდნენ, რად იყო ასე მოწადინებული, ახალი გულის საშოვნელად.
Both Dorothy and the Scarecrow had been greatly interested in the story of the Tin Woodman, and now they knew why he was so anxious to get a new heart.
203151.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
– გულის მაგივრად მაინც ჭკუას ვთხოვ: ბრიყვს, გული რომც ჰქონდეს, მაინც ვერ მიხვდება, რაში გამოიყენოს.
– I shall ask for brains instead of a heart, for a fool would not know what to do with a heart if he had one.
203152.
ოზის ჯადოქარი | თავი V, რკინის ტყეკაფიას გადარჩენა
ყველაზე უფრო ის აწუხებდა, რომ პური თითქმის დაუმთავრდათ, მისი და ტოტოს ერთი ჭამაც და კალათი დაიცლებოდა.
What worried her most was that the bread was nearly gone, and another meal for herself and Toto would empty the basket.
203153.
ოზის ჯადოქარი | თავი VI, მხდალი ლომი
მთელი ეს ხანი დოროთი და მისი თანამგზავრები უღრან ტყეში მიდიოდნენ.
All this time Dorothy and her companions had been walking through the thick woods.
203154.
ოზის ჯადოქარი | თავი VI, მხდალი ლომი
გზა ჯერაც ყვითელი აგურით იყო მოკირწყლული, მაგრამ აგურებს ხეებიდან ჩამოყრილი ხმელი ტოტები და ფოთლები ფარავდა.
The road was still paved with yellow brick, but these were much covered by dried branches and dead leaves from the trees.
203155.
ოზის ჯადოქარი | თავი VI, მხდალი ლომი
ტყის ამ ნაწილში ფრინველები ცოტა იყო, რადგან ფრინველებს გაშლილი ადგილი უყვართ, სადაც მზე კაშკაშებს.
There were few birds in this part of the forest, for birds love the open country where there is sunshine.
203156.
ოზის ჯადოქარი | თავი VI, მხდალი ლომი
თუმცა დროდადრო ხეებში მიმალული რომელიმე მხეცის ხმამაღალი ღრენა ისმოდა.
But now and then there came a deep growl from some wild animal hidden among the trees.
203157.
ოზის ჯადოქარი | თავი VI, მხდალი ლომი
მაგრამ მე არ მეშინია, საზეთური ხომ აქა მაქვს, არც საფრთხობელას დაუშავდება რამე, შენ კი შუბლზე კეთილი კუდიანის ნიშანი გამჩნევია და ის დაგიცავს სიავისგან.
But I am not afraid so long as I have my oil-can, and nothing can hurt the Scarecrow, while you bear upon your forehead the mark of the Good Witch’s kiss, and that will protect you from harm.
203158.
ოზის ჯადოქარი | თავი VI, მხდალი ლომი
ამის თქმაზე ტყიდან საშინელი ღრიალი მოისმა და მომდევნო წამს გზაზე ვეებერთელა ლომმა ისკუპა.
Just as he spoke there came from the forest a terrible roar, and the next moment a great Lion bounded into the road.
203159.
ოზის ჯადოქარი | თავი VI, მხდალი ლომი
თათის ერთი მოქნევით საფრთხობელა გზისპირისკენ დააგორა, მერე კი რკინის ტყეკაფიას დაჰკრა ბასრი კლანჭები.
With one blow of his paw he sent the Scarecrow spinning over to the edge of the road, and then he struck at the Tin Woodman with his sharp claws.
203160.
ოზის ჯადოქარი | თავი VI, მხდალი ლომი
ვეება მხეცმა ის იყო, პირი დააღო და უნდა ეკბინა, რომ დოროთიმ, იმის შიშით, ტოტო არ მოკლასო, საფრთხე არაფრად ჩააგდო, გაექანა, ლომს ცხვირზე მთელი ძალ-ღონით დაჰკრა ხელი.
The great beast had opened his mouth to bite the dog, when Dorothy, fearing Toto would be killed, and heedless of danger, rushed forward and slapped the Lion upon his nose as hard as she could.