მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203201.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– ჩავარდნისა მე თვითონაც ძალიან მეშინია, – თქვა მხდალმა ლომმა, – მაგრამ სხვა რა გზაა, უნდა ვცადოთ.
– I am terribly afraid of falling, myself, – said the Cowardly Lion, – but I suppose there is nothing to do but try it.
203202.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
საფრთხობელა ლომს ზურგზე შეაჯდა, ნადირი უფსკრულის ნაპირს მიადგა და მოიხარა.
The Scarecrow sat upon the Lion’s back, and the beast walked to the edge of the gulf and crouched down.
203203.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
მერე უგრძესი ნახტომით მშვიდობიანად დაეშვა იქითა ნაპირზე.
Then giving a great spring, he landed safely on the other side.
203204.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
მას შემდეგ, რაც საფრთხობელა ლომის ზურგიდან ჩამოცოცდა, ის ისევ გადაახტა ღრმულს.
After the Scarecrow had got down from his back the Lion sprang across the ditch again.
203205.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
მან ტოტო ხელში აიყვანა, ლომს ზურგზე ააცოცდა და ცალი ხელით მაგრად ჩაეჭიდა ფაფარში.
She took Toto in her arms and climbed on the Lion’s back, holding tightly to his mane with one hand.
203206.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
ლომი მესამედ გაბრუნდა და რკინის ტყეკაფია გადმოიყვანა.
The Lion went back a third time and got the Tin Woodman.
203207.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
მერე ყველანი ჩამოსხდნენ რამდენიმე წუთით და ნადირს სული მოათქმევინეს, რადგან ამ უზარმაზარმა ნახტომებმა სუნთქვა შეუკრა.
Then they all sat down for a few moments to give the beast a chance to rest, for his great leaps had made his breath short.
203208.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
აქეთა მხარეს ტყე უღრანი, ბნელი და პირქუში იყო.
They found the forest very thick on this side, and it looked dark and gloomy.
203209.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
ლომმა რომ დაისვენა, ისევ ყვითელი აგურის გზას გაუყვნენ და ყველა თავ-თავისთვის ჩუმად ფიქრობდა, ნეტავი ოდესმე თუ მივაღწევთ ტყის ბოლოში.
After the Lion had rested they started along the road of yellow brick, silently wondering, each in his own mind, if ever they would come to the end of the woods.
203210.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
მათ უხერხულობას ისიც დაემატა, რომ მალე ტყის სიღრმიდან უცნაური ხმა მოესმათ და ლომმა წაიჩურჩულა, რომ ამ ადგილებში კალიდა ბინადრობდა.
To add to their discomfort, they soon heard strange noises in the depths of the forest, and the Lion whispered to them that it was in this part of the country that the Kalidahs lived.
203211.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– კალიდა რაღაა? – ჰკითხა გოგომ.
– What are the Kalidahs? – asked the girl.
203212.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– საზიზღარი ნადირია, ტანი დათვს მიუგავს, თავი კი ვეფხვს, – მიუგო ლომმა, – ბრჭყალები კი ისეთი გრძელი აქვს და ბასრი, რომ იოლად გამფატრავს, როგორც მე – ტოტოს.
– They are monstrous beasts with bodies like bears and heads like tigers, – replied the Lion, – and with claws so long and sharp that they could tear me in two as easily as I could kill Toto.
203213.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– ალბათ საზარელი ნადირები არიან.
– They must be dreadful beasts.
203214.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
ლომს, ის იყო, პასუხი უნდა გაეცა, რომ გზად მეორე უფსკრულს გადააწყდნენ.
The Lion was about to reply when suddenly they came to another gulf across the road.
203215.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
ოღონდ ეს უფსკრული იმსიგანე და იმსიღრმე იყო, რომ ლომი იმწამსვე მიხვდა, რომ ვერ გადაახტებოდა.
But this gulf was so broad and deep that the Lion knew at once he could not leap across it.
203216.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– ღრმულთან ახლოს ერთი დიდი ხე დგას.
– Here is a great tree, standing close to the ditch.
203217.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
თუ რკინის ტყეკაფია ისე მოჩეხავს, რომ იქითა მხარეს დავარდეს, მარტივად გადავალთ ზედ.
If the Tin Woodman can chop it down, so that it will fall to the other side, we can walk across it easily.
203218.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
ტყეკაფია მაშინვე შეუდგა საქმეს და მისი ცული ისეთი ალესილი იყო, რომ ცოტა ხანში ხე ლამის მთლიანად მოჩეხა.
The Woodman set to work at once, and so sharp was his axe that the tree was soon chopped nearly through.
203219.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
ის იყო, ამ უცნაურ ხიდზე გადასვლა დაიწყეს, რომ ხმამაღალმა ღრენამ ყველა უკან მიახედა და შეძრწუნებულებმა დაინახეს, როგორ მორბოდა მათკენ ორი ნადირი, რომლებსაც ტანები დათვებს მიუგავდათ, თავები კი ვეფხვებს.
They had just started to cross this queer bridge when a sharp growl made them all look back, and to their horror they saw running toward them two great beasts with bodies like bears and heads like tigers.
203220.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– კალიდები არიან! – თქვა მხდალმა ლომმა და აკანკალდა.
– They are the Kalidahs! – said the Cowardly Lion, beginning to tremble.