მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203181.
ოზის ჯადოქარი | თავი VI, მხდალი ლომი
ამან რკინის ტყეკაფია ძალიან დააღონა, ის ხომ მუდამ ფრთხილობდა, არანაირი სულიერისთვის არაფერი დაეშავებინა, ამიტომ გზადაგზა სევდისა და სინანულის რამდენიმე ცრემლი ჩამოუგორდა.
This made the Tin Woodman very unhappy, for he was always careful not to hurt any living creature, and as he walked along he wept several tears of sorrow and regret.
203182.
ოზის ჯადოქარი | თავი VI, მხდალი ლომი
ცრემლები ნელა ჩამოსდიოდა სახესა და ყბის სახსრებზე და დაუჟანგა კიდეც.
These tears ran slowly down his face and over the hinges of his jaw, and there they rusted.
203183.
ოზის ჯადოქარი | თავი VI, მხდალი ლომი
სამაგიეროდ, საფრთხობელამ დოროთის კალათიდან საზეთური ამოიტაცა, ტყეკაფიას ყბები დაუზეთა და ისიც რამდენიმე წამში წინანდებურად ალაპარაკდა.
But the Scarecrow seized the oil-can from Dorothy’s basket and oiled the Woodman’s jaws, so that after a few moments he could talk as well as before.
203184.
ოზის ჯადოქარი | თავი VI, მხდალი ლომი
ჰოდა, ფრთხილად მიდიოდა, გზას დაჰყურებდა და როცა პაწია მღოღავ ჭიანჭველას დაინახავდა, გადააბიჯებდა, რომ არაფერი დაეშავებინა მისთვის.
Thereafter he walked very carefully, with his eyes on the road, and when he saw a tiny ant toiling by he would step over it, so as not to harm it.
203185.
ოზის ჯადოქარი | თავი VI, მხდალი ლომი
რკინის ტყეკაფიამ კარგად იცოდა, რომ უგულო იყო, ამიტომ ძლიერ ფრთხილობდა, ვინმეს სასტიკად ან უსულგულოდ არ მოვექცეო.
The Tin Woodman knew very well he had no heart, and therefore he took great care never to be cruel or unkind to anything.
203186.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
რკინის ტყეკაფიამ ცულით შეშის დიდი გროვა დაჩეხა, დოროთიმ კი ისეთი ჩინებული კოცონი გააჩაღა, რომ გათბა კიდეც და აღარც წინანდელივით მარტოსული ეგონა თავი.
The Tin Woodman chopped a great pile of wood with his axe and Dorothy built a splendid fire that warmed her and made her feel less lonely.
203187.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– თუ გინდა, ტყეში შევალ და შენთვის ერთ ირემს მოვკლავ.
- If you wish, I will go into the forest and kill a deer for you.
203188.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– საწყალი ირემი რომ მოკლა, ისევ ნამდვილად ვიტირებ და ყბები ისევ დამიჟანგდება.
– I should certainly weep if you killed a poor deer, and then my jaws would rust again.
203189.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
მაგრამ ლომი ტყეში შევარდა და ვახშამი იშოვა, ოღონდ რა არავინ იცოდა, რადგან თვითონ არ უთქვამს.
But the Lion went away into the forest and found his own supper, and no one ever knew what it was, for he didn’t mention it.
203190.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
საფრთხობელამ კაკლით დახუნძლული ხე იპოვა და დოროთის კალათი აუვსო, დიდხანს მშიერი ყოფნამ არ მოუწიოსო.
The Scarecrow found a tree full of nuts and filled Dorothy’s basket with them, so that she would not be hungry for a long time.
203191.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
კაკლები ისეთი პატარა იყო, რომ რამდენსაც კალათში ყრიდა, ლამის ერთი იმდენი მიწაზე უცვიოდა.
The nuts were so small that he dropped almost as many as he put in the basket.
203192.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
თუმცა, საფრთხობელას არ ადარდებდა, რამდენ ხანს მოუნდებოდა კალათის ავსებას, რაც მთავარია, შეეძლო ცეცხლიდან მოშორებით ყოფილიყო, რადგან ეშინოდა, რომ ჩალაზე ნაპერწკალი მოხვედროდა და დამწყვარიყო.
But the Scarecrow did not mind how long it took him to fill the basket, for it enabled him to keep away from the fire, as he feared a spark might get into his straw and burn him up.
203193.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
ამგვარად, რაც შეეძლო, ერიდებოდა კოცონს და იმისთვისღა მიუახლოვდა, რომ ჩაძინებული დოროთისთვის ხმელი ფოთლები წაეფარებინა.
So he kept a good distance away from the flames, and only came near to cover Dorothy with dry leaves when she lay down to sleep.
203194.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
როცა ინათა, გოგონამ პატარა, მოჩუხჩუხე ნაკადულში დაიბანა პირი და მალე კვლავ ზურმუხტ-ქალაქის გზას დაადგნენ.
When it was daylight, the girl bathed her face in a little rippling brook, and soon after they all started toward the Emerald City.
203195.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
ღრმული ფართო იყო და როცა კიდესთან მიცოცდნენ და ჩაიხედეს, დაინახეს, რომ ღრმაც ყოფილიყო, ძირში კი ბევრი, დიდი, წვეტიანი ქვა იყო.
It was a very wide ditch, and when they crept up to the edge and looked into it they could see it was also very deep, and there were many big, jagged rocks at the bottom.
203196.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
კიდეები ისეთი ციცაბო იყო, შიგ ვერცერთი ჩაცოცდებოდა და წამით იფიქრეს, რომ მათი მგზავრობა ამით დასრულდაო.
The sides were so steep that none of them could climb down, and for a moment it seemed that their journey must end.
203197.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– რა ვიღონოთ? – სასოწარკვეთით იკითხა დოროთიმ.
– What shall we do? – asked Dorothy despairingly.
203198.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
ამგვარად, თუ ზედ გადახტომა ვერ მოვახერხეთ, იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ვართ.
Therefore, if we cannot jump over it, we must stop where we are.
203199.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– ვცდი, – თქვა ლომმა, – პირველი ვინ იქნება?
– Well, I’ll try it, – said the Lion, – Who will go first?
203200.
ოზის ჯადოქარი | თავი VII, მგზავრობა დიდი ოზისაკენ
– მე, – გამოაცხადა საფრთხობელამ, – იმიტომ, რომ თუ ისე მოხდა, რომ უფსკრულს ვერ გადაახტი, დოროთი დაიღუპება, ტყეკაფია კარგა მაგრად დაიჟეჟება დაბლა ქვებზე.
– I will, – declared the Scarecrow, – for, if you found that you could not jump over the gulf, Dorothy would be killed, or the Tin Woodman badly dented on the rocks below.