მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203241.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
მეორე დილით ჩვენი მგზავრების პატარა გუნდმა დასვენებულმა და იმედით აღსავსემ გამოიღვიძა.
Our little party of travelers awakened the next morning refreshed and full of hope.
203242.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
დოროთიმ პრინცესასავით ისაუზმა მდინარის პირას მდგარი ხეებიდან მოკრეფილი ატმითა და ქლიავით.
Dorothy breakfasted like a princess off peaches and plums from the trees beside the river.
203243.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
მათ თვალწინ მშვენიერი, მზიანი მიდამო ჰქონდათ გადაშლილი, რომელიც ზურმუხტ-ქალაქისკენ უხმობდა.
Before them was a lovely, sunny country that seemed to beckon them on to the Emerald City.
203244.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
მართალია, იმ მშვენიერი ადგილიდან ფართო მდინარე ჰყოფდათ, მაგრამ ტივი თითქმის მზად იყო და, მას მერე, რაც რკინის ტყეკაფიამ კიდევ რამდენიმე ხე მოჭრა და ხისავე სოლებით შეკრა, უკვე მზად იყვნენ გზას გასდგომოდნენ.
To be sure, the broad river now cut them off from this beautiful land, but the raft was nearly done, and after the Tin Woodman had cut a few more logs and fastened them together with wooden pins, they were ready to start.
203245.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
დოროთი ტივის შუაგულში დაჯდა და ტოტო ხელებში აიყვანა.
Dorothy sat down in the middle of the raft and held Toto in her arms.
203246.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
როცა ტივზე მხდალი ლომი ავიდა, ტივი აყირავდა, რადგან ლომი დიდი და მძიმე იყო, მაგრამ საფრთხობელა და რკინის ტყეკაფია მეორე მხარეს დადგნენ ტივის გასაწონასწორებლად.
When the Cowardly Lion stepped upon the raft it tipped, for the lion was big and heavy, but the Scarecrow and the Tin Woodman stood upon the other end to steady it.
203247.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
წყალი იმსიღრმე გახდა, რომ გრძელი ჭოკები ფსკერს ვეღარ სწვდებოდა.
And the water grew so deep that the long poles would not touch the bottom.
203248.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– თუ ნაპირს ვერ მივადექით, დასავლეთის ავი კუდიანის ქვეყანაში ამოვყოფთ თავს, ის კი მოგვაჯადოებს და თავის მონებად გვაქცევს.
– If we cannot get to the land we shall be carried into the country of the Wicked Witch of the West, and she will enchant us and make us her slaves.
203249.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– და მერე მე ჭკუა არ მეღირსება, – თქვა საფრთხობელამ.
- And then I should get no brains, - said the Scarecrow.
203250.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– როგორმე ზურმუხტ-ქალაქში უნდა მოვხვდეთ, – განაგრძო საფრთხობელამ და ისე დააწვა იმ თავის გრძელ ჭოკს, რომ ჭოკი მდინარის ფსკერზე, ლამში ჩაერჭო.
– We must certainly get to the Emerald City if we can, – the Scarecrow continued, and he pushed so hard on his long pole that it stuck fast in the mud at the bottom of the river.
203251.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
მერე კი, ვიდრე ამოიღებდა ან ხელს გაუშვებდა, ტივი წყალმა გაიტახა, საწყალი საფრთხობელა კი შუა მდინარეში, ჭოკზე დაკიდული დარჩა.
Then, before he could pull it out again or let go, the raft was swept away, and the poor Scarecrow left clinging to the pole in the middle of the river.
203252.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
ნამდვილად, რკინის ტყეკაფიას ცრემლიც კი წასკდა, მაგრამ საბედნიეროდ, გაახსენდა, რომ შეიძლება დაჟანგებულიყო და დოროთის წინსაფრით შეიშრო ისინი.
Indeed, the Tin Woodman began to cry, but fortunately remembered that he might rust, and so dried his tears on Dorothy’s apron.
203253.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
ამგვარად, მან წყალში ისკუპა, რკინის ტყეკაფია კი სწრაფად მოეჭიდა კუდზე.
So he sprang into the water, and the Tin Woodman caught fast hold of his tail.
203254.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
მერე ლომმა მთელი ძალ-ღონით გაცურა ნაპირისკენ.
Then the Lion began to swim with all his might toward the shore.
203255.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
ყველანი დაქანცულები იყვნენ, როდესაც მიაღწიეს ნაპირს და მშვენიერ მწვანე ბალახზე გადავიდნენ.
They were all tired out when they reached the shore at last and stepped off upon the pretty green grass.
203256.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
ისიც იცოდნენ, რომ დინებამ კარგა ბევრად დააშორა ზურმუხტ-ქალაქისკენ მიმავალ ყვითელი აგურის გზას.
They also knew that the stream had carried them a long way past the road of yellow brick that led to the Emerald City.
203257.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– ახლა რაღა ვქნათ? – იკითხა რკინის ტყეკაფიამ, როცა მზეზე გასაშრობად ლომი ბალახზე გაწვა.
– What shall we do now? – asked the Tin Woodman, as the Lion lay down on the grass to let the sun dry him.
203258.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– როგორმე გზაზე უნდა დავბრუნდეთ, – თქვა დოროთიმ.
– We must get back to the road, in some way, – said Dorothy.
203259.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– ყველაფერს აჯობებს, ნაპირს გავუყვეთ, სანამ გზაზე არ გავალთ, – აღნიშნა ლომმა.
– The best plan will be to walk along the riverbank until we come to the road again, – remarked the Lion.
203260.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
ამგვარად, როცა დაისვენეს, დოროთიმ კალათი აიღო და ბალახოვან ნაპირს გაუყვნენ იმ გზისკენ, რომელსაც მდინარემ დააშორა.
So, when they were rested, Dorothy picked up her basket and they started along the grassy bank, to the road from which the river had carried them.