მოიძებნა 669199 ჩანაწერი
203261.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
რაც შეეძლოთ, სწრაფად მიდიოდნენ, დოროთი მხოლოდ ერთხელ შეჩერდა ლამაზი ყვავილის მოსაწყვეტად.
They walked along as fast as they could, Dorothy only stopping once to pick a beautiful flower.
203262.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
ცოტა ხანში რკინის ტყეკაფიამ დაიძახა: – უყურეთ!
After a time the Tin Woodman cried out: - Look!
203263.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
ყველამ მდინარეს გახედა და შუა წყალში ჭოკს ჩაბღაუჭებული საფრთხობელა დაინახეს, რომელიც ეულად და სევდიანად გამოიყურებოდა.
Then they all looked at the river and saw the Scarecrow perched upon his pole in the middle of the water, looking very lonely and sad.
203264.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
ამგვარად, ისინი ჩამოსხდნენ მდინარის პირას და დაღონებით დაუწყეს ცქერა საფრთხობელას, სანამ ყარყატმა არ ჩაუფრინათ და ამათ დანახვაზე წყლის პირას არ დაეშვა დასასვენებლად.
So they sat down upon the bank and gazed wistfully at the Scarecrow until a Stork flew by, who, upon seeing them, stopped to rest at the water’s edge.
203265.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– ვინა ხართ და საით გაგიწევიათ? – ჰკითხა ყარყატმა.
- Who are you and where are you going? - asked the Stork.
203266.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– მე დოროთი ვარ, – მიუგო გოგონამ, – ესენი კი ჩემი მეგობრები არიან, რკინის ტყეკაფია და მხდალი ლომი.
- I am Dorothy, - answered the girl, - and these are my friends, the Tin Woodman and the Cowardly Lion.
203267.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
ჩვენ ზურმუხტ-ქალაქში მივდივართ.
We are going to the Emerald City.
203268.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– ვიცი, – მიუგო დოროთიმ, – მაგრამ საფრთხობელა დაგვეკარგა და ვფიქრობთ, როგორ დავიბრუნოთ.
– I know it, – returned Dorothy, – but we have lost the Scarecrow, and are wondering how we shall get him again.
203269.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– სად არის? – ჰკითხა ყარყატმა.
– Where is he? – asked the Stork.
203270.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– აგერ, იქ, მდინარეში, – მიუგო პატარა გოგომ.
– Over there in the river, – answered the little girl.
203271.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– ამოდენა და ამსიმძიმე რომ არ იყოს, მოგიყვანდით, – აღნიშნა ყარყატმა.
– If he wasn’t so big and heavy I would get him for you, – remarked the Stork.
203272.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– კარგი, ვეცდები, – თქვა ყარყატმა, – ოღონდ თუ მემძიმა, ისევ მდინარეში ჩავაგდებ.
– Well, I’ll try, – said the Stork, – but if I find he is too heavy to carry I shall have to drop him in the river again.
203273.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
მერე ყარყატმა დიდი კლანჭები მკლავში ჩაავლო, ჰაერში აიყვანა და ნაპირზე დააბრუნა, სადაც დოროთი, ლომი, ტყეკაფია და ტოტო ისხდნენ.
Then the Stork with her great claws grabbed the Scarecrow by the arm and carried him up into the air and back to the bank, where Dorothy and the Lion and the Tin Woodman and Toto were sitting.
203274.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
როცა საფრთხობელა ისევ მეგობრებში აღმოჩნდა, ისე გაიხარა, რომ ყველას გადაეხვია, ლომსა და ტოტოსაც კი.
When the Scarecrow found himself among his friends again, he was so happy that he hugged them all, even the Lion and Toto.
203275.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
ახლა კი უნდა წავიდე, ბუდეში ბარტყები მელოდებიან.
I must go now, for my babies are waiting in the nest for me.
203276.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– გმადლობ, – მიუგო დოროთიმ, კეთილი ყარყატი აფრინდა და მალე სულ დაიკარგა თვალთახედვის არიდან.
– Thank you, – replied Dorothy, and then the kind Stork flew into the air and was soon out of sight.
203277.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
ისინი მიდიოდნენ, ჭრელაჭრულა ფრინველების გალობას უსმენდნენ და ლამაზ ყვავილებს დაჰყურებდნენ, რომლებიც ახლა ისე გახშირდა, რომ მიწას ხალიჩასავით ფარავდა.
They walked along listening to the singing of the brightly colored birds and looking at the lovely flowers which now became so thick that the ground was carpeted with them.
203278.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– რა ლამაზია, არა?! – თქვა დოროთიმ და ბრდღვიალა ყვავილების სურნელება შეისუნთქა.
– Aren’t they beautiful? – the girl asked, as she breathed in the scent of the bright flowers.
203279.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– ალბათ, – მიუგო საფრთხობელამ, – როცა ჭკუა მექნება, მერე უფრო მომეწონება.
– I suppose so, – answered the Scarecrow, – When I have brains, I shall probably like them better.
203280.
ოზის ჯადოქარი | თავი VIII, ყაყაჩოების სასიკვდილო ველი
– გული რომ მქონდეს, შემიყვარდებოდნენ ისინი, – დაამატა რკინის ტყეკაფიამ.
– If I only had a heart, I should love them, – added the Tin Woodman.